LUKA-BRAZI]
ვაფასებ შენს მოთმინებას, მაგრამ ძალიანაც ნუ შემაშინებ ვორნებიით........
რაც ეხება მედიცინისგან შორს ყოფნას, მე კი არა, საქართველოში ბევრი ექიმია მისგან შორს
რაც ეხება მუცლის აორტის ანევრიზმას, მე ასეთი წარმოდგენა მაქვს: როდესც ეს ანევრიზმა სკდება, იქ წარმოიქმნება სისხლის ჭავლი, რომელსაც გარკვეული წნევა გააჩნია, როგორც ყველა ჭავლს. საინტერესოა, სად წავა ის ჭავლი? მუცლის ღრუში არ ჩაიღვრება? და მერე სად წავა? მე ვფიქრობ, რომ ბიძაჩემს ინფარქტი ჰქონდა, ამათ კი მუცლის აორტის ანევრიზმაო.......ამიხსენი, შენ ხომ იცი ჩემზე უკეთესად........
ახლა საშარდე არხის კატეტერი:
მე ვიცი, რომ აქ, თბილისში, ძველ რეანიმაციაში ყველას კატეტერს არ უდგამდნენ, ახალში _ კი. რატომ?
ვიღაცამ თქვა, ამერიკული წესია ეგეთიო.
მაინტერესებს, თუ ავადმყოფი კონტაქტურია და ამბობს მეფსმებაო, რატომ უდგამენ კატეტერს?
და თუ უდგამენ, რატომ უნდა შეუტანონ ინფექცია, როდესაც არსებობს ერთჯერადი სტერილური კატეტერი?
რატომ არ შეიძლება ავადმყოფს დაუდგან ვენის კატეტერი და ყოველ ჯერზე უნიჭოდ არ უჯიჯგნონ ვენები?
შენ არ გყავს მამა?
მამაჩემი რომ ვნახე დასიებული და დაჯიჯგნილი მაჯებით, ეს შეკითხვა წარმომეშვა და ხელფასსა დაზღვევას რომ ითხოვენ ეგ ექიმები _ პროტესტი, რა არის ამაში უჩვეულო?
აღარც უნდა ვთქვა შენი ვორნის შიშით?
ადამიანს ერთი სიცოცხლე აქვს და ერთხელ კვდება, მაგრამ გარდა იმისა, რომ სისხლითა და ძვლებით გატენილი ტომარაა (სარტრის სიტყვებია), მას აქვს ღირსება, ხოლო ამ ღირსებას მაგ ქუთაისში ყოველ წუთას ფეხქვეშ თელავენ ეგ უდაზღვევო ექიმები. რაც მაგ კლინიკურში ნერვები დამაგლიჯეს, იმას აღარ ვთვლი, თუმცა ჩემი სტუდენტობის დროს სადღაც ვისწავლე მე მგონი, ჰიპოკრატეს პრინციპი _ Noli nocere!
არაკორექტული რა იყო ჩემს პოსტში, ურგენტულ ავადმყოფს დილის ექვს საათზე რომ 40 ლარი გამოართვეს?

წიგნი რომ უნდა აიღონ და წაიკითხონ, თვითონ თუ არ იციან, მე ვეუბნები და ეს არის არაკორექტულობა?
რაც ეხება არაკომპეტენტურობას, რაც არ ვიცი, ამიხსენი, მიპასუხე ჩემს შეკითხვებზე
თუ არადა, მე გეტყვი, რომ შენ არ იცი, რა არის სინეგდოქე ან დიხოტომია, რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ჩოსერის, პეტრარკასა და შექსპირის სონეტები, ამიტომ ხარ არაკომპეტენტური და ჩვენ ქვითი ვიქნებით.......
პს. შარშანწინ ორჯერ მოვხვდი რესპუბლიკურის რეანიმაციაში, მაგრამ კარგის მეტი არაფერი მითქვამს. დღესაც ლუბას მადლობელი ვარ და სხვა ექიმებისაც.