anchoმისმინე, ამაზე ადრეც მქონდა აქ კამათი და მერე აქაურმა მომავალმა ექიმებმა დამიდასტურეს - ჩვენ მხოლოდ ნორმალურ მიმდინარეობაზე ვსაუბრობდით და ახლა პათოლოგიები გავიარეთ და იქ თურმე რასაც შენ ამბობ ზუსტი ყოფილაო. არადა როგორ შეიძლება ეს ყოფილიყოო. სულ ასე მარტივად და თავად არ გადის. ეს ვირუსი იწვევს მონონუკლეოზს, ანგინიის ფორმაა ერთ-ერთი, თუოდნავ მძიმე მიმდინარეობაა, საკმაო დიდ გავლენას ახდენს ღვიძლზე.
რაც ყველაზე მთავარია - ამ ავადმყოფობით ჩემი ძმა დაავადდა და საკმაოდ მძიმედ იყო, მე ისე გადამიტანია ვერ კი გავიგე სიცხე თუ მქონდა. ძალიან აქტიური სპორცმენი ვიყავი და ეტყობა ამან იმოქმედა. სადღაც სამი წლის მერე სისხლის ზოგადი ანალიზი ავიღე ვინაიდან 37,3 არ მშორდებოდა და არმოჩნდა - საშინელი ლეიკოპენია მქონდა. გამიშვეს სისხლის გადასხმაში. ერტი სიტყვით დამიწყეს მკურნალობა და შედეგი არა მქონდა. ლეიკოციტები იკლებდა. ეჭვის თვალით დამიწყეს ყურება და ძვლის ტვინის პუნქციის აღება შემომთავაზეს. რომ დავფიქრდი - თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ამ ანალიზით თავს ცუდად არა ვგრძნობდი. დღეს ეს ნამდვილად მიკვირს. რაც დისკომფორტს მიქმნიდა - ყელის მუდმივი ტკივილი იყო. ამ ყელზე ცალკე მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, არანაირი შედეგი!!! არავის აზრად არ დაბადებია რომ ჩემს ძმასთან ერთად შეიძლება გადამეტანა მონონუკლეოზი. ჰოდა, როდესაც პაატასტან მიოვედი ჩემი ძMისშვილის გამო, ჩემი პრობლემაც ვუთხარი. ზოგადი ანალიზის შემდეგ ცოტა შეცბუნდა, ლეიკოციტები - 2,2 იყო. ჯერ 5 დღის მერე დამიბარა, მერე არა სამი დღის მერეო და ლეიკოგენი დამინიშნა სპეციალური გრაფიკით. 3 დღეში ლეიკოციტები 6,2 გახდა. მაშინ მითხრა - დავმშვიდდი ძვლის ტვინი ფუნქციონირებსო. და იმუნოსტიმულატორები და ანტივირუსული პტრეპარატები დამინიშნა. დღეს აღაც სიცხე მაქვს და არარც ლეიკოპენია. ჰო, თუმცა ღვიძლის ექოს რომ მიკეთებენ, Yველა მეუბნება, ღვიძლიზე რაღაცის ზემოქმედება გადაგიტანიაო. ჰეპატიტები არცერთი არა მქონია, გავესიმჯე კიდევაც. ასე რომ... ამ ვირუსსაც შეუძლია მწვავე ზემოქმედება ქონდეს.
კიდევ ერთი, სისხლის გადასხმაში როგორც მეერ სხვა ექიმმა მითხრა იმუნოდეპრესანტებს მაძლევდნენ და ამიტომაც არა მქონდა შედეგი. სულ სხვა მიმართულებით მიჰყავდათ მკურნალობა.
წამელბის სახელები აღარ მახსოვს, და არ მინდა შევცდე. ასე რომ... დრეს სისხლის ფორმულა ნორმალური მაქვს და არარც სიცხეები მაწუხებს

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.