უკვე იმდენზე გავიგე, რომ ბ ჰეპატიტი აქვთ, ტანაც ახალი აკიდებული, იმიტომ რომ ბ ჰეპატიტის გამოვლინება ხომ მალევე ხდება, ციებ-ცხელება და მსგავსი ნიშნები...
არადა არ არიან ეს ხალხი ნარკომანები, ვიზეც გავიგე...
ანუ დღესაც იგივე დანაშაულებრივი დამოკიდებულებაა ექთნების, და რა ვიცი, ვის ავალია, სისუფთავის, სტერილიზაციის დაცვა, ასეთი პერსონალის მხრიდან, რომ გული გაგისკდება ადამიანს.
რაც მე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში ვნახე, ხომ საერთოდ, აღწერას არ ექვემდებარება. არც ერთი ექთანი სისხლს ხელთათმანებით არ იღებს. და ხშირად ხდება ერთხელ გამოყენებული ინსტრუმენტის მეორეჯერ გამოყენება სტერილიზაციის გარეშე.
არაა ეს მარტო ხელისუფლების ბრალი. მე როცა დავვავადდი, მაშინ არ იყო ეს ხელისუფლება, სხვა იყო, მაგრამ იგივე საზიზღარი დამოკიდებულება ქართველებისა საკუთარი მოვალეობებისდა სხვების მიმართ, ის, რომ სულ არ ედარდებათ, სხვას რა მოუვა.
ახლაც იგივე დამოკიდებულება გრძელდება. ეგეთი ექთანი უბრალოდ უნდა ციხეშI ჩასვა რა, ან თავადვე აკიდო ეგ დაავადება.
თუმცა ერთ საოცარ ფაქტს წავაწყდი კიდევ. რამოდენიმეზე მითხრეს, რომ რაღაცით ასე თუ ისე უშველეს თავს, რაღაც მკურნალობით გაიუმჯობესეს ჯანმრთელობა (ციროზი მაქვს მხედველობაში), და მსგავსი, მითხრეს სახელიც და გვარიც, ტელეფონი მე თავად გავიგე, დავურეკე, და ავუხსენი, რომ რთულ სიტუაციაში ვარ და იქნებ მასწავლოს, როგორ, რა საშუალებით შეძლო ის, რომ ამჟამად მშვენივრად არის,
და იცი რა მითხრეს პასუხად???? ცივად მომიჭრეს, ეგეთი დაავადება არსსდროს გვქონია და არც გვექნებაო. აი ასეც ხდება. ზოგი ადამიანი ავადმყოფობის გამო ეტყობა მაგრად ბოროტდება....
და კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა ციროზიანებისთვის
რომც გქონდეთ ინტერფერონის ფული, მათ სჭირდებათ განსაკუთრებული წინა მკურნალობის ჩAტარება იმისთვის, რომ ინტერფერონმა არ გააუარესოს მათი ისედაც ცუდი მდგომარეობა.
და ამ ქვეყანაში ასეთი წინამკურნალობის არანაირი მეთოდი არ არსებობს. პირდაპირ გადადიან ინტერფერონის დანიშვნაზე.
არადა ციროზიანების უმრავლესობა ვერ იტანს, და ამის გამო წყვეტს მკურნალობას, ფული ხომ წყალში გადაყრილია და მკურნალობისწინა მდგომარეობაც სანატრელი უხდებათ.
მოკლედ წყალწაღებული ქვეყანაა ყველანაირად.
სამედიცინო დაწესებულებბებში საუკეთესო აპარატურა აქვთ და დიაგნოზს ვერ გისვამენ, ისეთი უცოდინარი პერსონალია.
ვინც არის მცოდნე და მონდომებული, იმათ უცხოეთის ახალი მეთოდების გაცნობის არანაირი საშუალება აარა აქვთ.
ჰოდა ვართ ასე, ღმერთს მინდობილები. ინფექციურის ერთერთი ექიმი ამბობდა ამას წინათ ინტერვიუში, მალე საქათველოში ციროზიანების ბუმი იქნება და რა უნდა ვუყოთ, წარმოდგენა არა მაქვსო.
ანუ ფაქტიურად ეს ქვეყანა (ექიმებისა და ექთნების დიდი ხელისშეწყობითაც) ციროზიანებსაც და იმ ჰეპატიტიანებსაც, ვისაც ინტერფერონის ფული არა აქვს (და ამის გამო მათი ბოლოც ციროზია უკეთეს შემთხვევაში), სასიკვდილოდ სწირავს.
ძალიან ბევრი ვწერე, მარა სადღაც ხომ უნდა დავიწუწუნო.
This post has been edited by svani67 on 26 Apr 2010, 12:58