VaKსამი აცრა უნდა გაიკეთო. თითო მგონო 30-40 ლარი ღირს და გაძლევს 5 წლის გარანტიას
giodanelaარაფერი ტვინი არ გაბურღე. ეს თემა იმისთვისაა, რომ რაც ვიცით ავუხსნათ იმათ, ვინც არ იცის.
ჩვენც ასე ნელნელა "გავნათლდით"
რომ არ იმკურნალო საერთოდ, იმისდა მიხედვით, რამდენი წელია გაქვს ც ჰეპატიტი, დაგწეყება ღვიძლის ფიბროზი, ანუ ღვიძლის ჯანმრთელი უჯრედების ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, ფიბროზს აქვს 4 სტადია.
ფიბროზის მკურნალობა, ანუ პროცესის შეჩEრება და მისი შემდგომი კონტროლი (რა თქმა უნდა ვირუსის მოცილების პირობით) არაა კიდევ რთული. მაგრამ თუ არ ხდება ვირუსის მკურნალობა და აგრეთვე ფიბროზის მკურნალობა, შემდგომში ფიბროზი გადადის მეოთხე სტადიაში.
ფიბროზის მეოთხე სტადია არის უკვე ციროზის პირველი სტადია.
ანუ ჰეპატიტის შეყრიდან ასე 15-20 წლის მერე იწყება უკვე ციროზი.
და აი მერე.......
ოჰ, მაგას ნუ მომაყოლებ რა. ცოდო ვარ.
მარა როგორც ერთმა იუზერმა გითხრა უკვე, მსოფლიოს გამოცევებული ნაწილი გულის კანკალით ელოდება ახალი წამლის გამოსვლას, რომელსაც არ დაადგა საშველი.
ანუ თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს ღვიძლის სერიოზული დაზიანება, შეგიძლია დაიცადო ასე 2 წელი ალბათ დაელოდო იმ ახალი წამლის გამოსვლას.
ამ ახალ წამალზე ამბობენ, რომ ციროზსაც კი შველისო.
რია ვიცი რია ვიცი....
მოკლედ ურიგო არ იქნებოდა ალბათ, რომ ნორმალური ექოსკოპია (დოპლერით) გაგეკეთებინა. ღირს 40-50 ლარი, სამაგიეროდ გაიგებდი, რაიმე პრობლემა გაქვს თუ არა ღვიძლში და მაგის მიხედვით დაგეგმავდი, ახლავე გჭირდება თუ არა მკურნალობა, თუ შეგიძლია მოცდა.
რაიმე გაწუხებს საერთოდ ?
მუცლის შებერვა, ფეხების დასიება პერიოდულად, უმადობა, კანის უმიზეზო ქავილი, მარცხენა მხარეს ტკივილი б სახეზე ან ტანზე გაფართოებული კაპილარების ქსელი ვარსკვლავისებური ფორმის, თვალის სკლერების სიყვითლე, განსაკუთრებით ქვედა ქუთუთოს ქვეშ, თვალის თეთრში კაპილარების მომატება, სახეზე მოყავისფრო ლაქები ალაგ-ალაგ
თუ ამ ნიშნებიდან რამოდენიმე მაინც გააქვს, მაშინ საჭიროა, რომ ექიმს გაესინჯო.
თუ ამ ნიშNებიდან არ გაწუხებს არც ერთი, ან მხოლოდ ერთი-ორი, მაშინ სავარაუდოდ ღვიძლის ღრმა დაზიანება არა აგქვს, ან საერთოდ არ გაქვს დაწყებული.
მაგრამ მაინც ყველაზე კარგია, როგორც უკვე გითხარ, თუ ეხო-დოპლერს გაიკეთებ.
მოკლედ ბევრი ვწერე.
თუ რაიმე ვერ გაიგე, მკითხე
This post has been edited by svani67 on 24 Mar 2010, 00:32