მოგესალმებით ყველას, პირველად ვპოსტავ ამ თემაში, ყველას ისტორია ვიცი თითქმის ვინც აქ შემოდის,ჩემი ნიკით გასაგებია რაც მჭირს,
არ მესმის რატომაა ასე არააქტიური ეს თემა, დაახლოებით 6 თვის წინ გავიგე ჩემი დაავადების შესახებ, ჩემდა საუბედუროთ საკმაოდ კარგათ
ვიცი უცხო ენა და იმდენი შევისწავლე C ჰეპატიტზე ბევრ სპეციალისტს არ ჩამოვრჩები!რა ვიცოდი რაში გამომადგებოდა.
ამჟამად გავდივარ ინტერფერონთერაპიას უკანასკნელი ვალებით, უბრალოთ ასე რომ ვთქვათ უკანდასახევი გზა მოჭრილი მაქვს ჩემი ღვიძლის
მდგომარეობიდან გამომდინარე, მშვენივრად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რა მომელის ვირუსის მოცილების გარეშე!? ეს მოცილებაც ხომ პირობითი
მცნებაა იმდენათ ჯერჯერობით ბოლომდე შეუსწავლელ დაავადებასთან გვაქვს საქმე, სულ 20 წლის წინ აღმოჩენილი ვირუსია!
არ ვიცი როგორ მიიღებს ფორუმის მოდერობა ამ პოსტს მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას,ამაზე უარესი რაღა უნდა დამემართოს,არავის დაშინება
არ მინდა მაგრამ C ჰეპატიტი ეს არის აბსოლუტური მკვლელი თუ არ მიიხედა, ჩვენთან რა ხდება, 3 მილიონიან ქვეყანაში მინიმუმ 200000
რომ იქნება დაინფიცირებული ეს ხომ კატატროფაა, ეს კიდევ ვინც იცის, გაითვალისწინეთ კიდევ 80% სტატისტიკურად აზრზე არ არის სანამ შემთხვევით
არ დაუდგინდებათ! ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ექიმებმა, იმიტომ დაწერა ამას წინათ ერთმა მალე ციროზიანების ბუმი იქნებაო საქართველოში,
ეს ლიტონი სიტყვები არ არის იმიტომ რომ ყველაფერი კანონზომიერად მიდის, 20-30 წლამდე არავის თითქმის არაფერი აწუხებს, აი 40-50 წლის
ასაკში კი უკვე იწყება თავდავიწყება თუ მანამდე არ დაანგრია პიროვნებამ ღვიძლი ალკოჰოლით ან ნარკოტიკით მაგრამ მაგის გარეშეც ვირუსი თავის საქმეს
მაინც აგრძელებს! მთავარი რისი თქმაც მინდა, ნუთუ არ უნდა დაიძრას რამე ჩვენთან ჰეპატიტთან დაკავშირებით,ასე გაწირვა საკუთარი ხალხის როგორ
შეიძლება, სად არ დავწერე ერთი ინექციაც კი ვერ დავაფინანსებინე ვერავის, მარტო თითქმის ყოველკვირა სისხლის ანალიზის ჩაბარება მიწევს სხვაზე აღარ
ვამბობ, იცით რა პასუხი მივიღე მთავრობიდან, სიელმეს ვაფინანსებთო,ამაზე მეტი დაცინვა რაღა გინდა შე კაი კაცო ციროზს ვებრძვი რა დროს სიელმეა

ერთი ნახეთ რა ხდება საძულველ რუსეთში,განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ალკოჰოლიკებს და ჩამპალ ნარკომანებს ერთი წლის მარაგ პეგასის-პეგინტრონს
უფასოდ ურიგებენ თუ მეორე ან მაღალი ფიბროზი აქვთ, მერე ინტერფერონს ე.წ. პოლლიტრას აყოლებენ, ჩვენთან კიდევ აგერ svani67 f-4 ფიბროზით
გენოტიპიც კი ვერ დაუდგენია, არა მაქვს ლაპარაკი ამერიკასა და ევროპის ქვეყნებზე, მე დარწმუნებული ვარ მაღალ ეშელონებში C ჰეპატიტს ბოტკინისგან
ვერ არჩევენ, აგერ გუშინაც აქუსთან სახალხო დამცველი იჯდა, დაღუპულ პატიმარზე თქვა ტუბერკულოზი ჰქონდა და სიყვითლე, ბოტკინიც დაემართაო,
მწარედ გამეცინა,ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია რაც გახდა მისი დაღუპვის მიზეზი!!!
ბოლოს, საქართველოში საკმაოდ ძლიერი ექიმები არიან, არავინ არ თქვას მსოფლიოში სხვაზე ნაკლებები არიანო მაგრამ მაგათ რა ქნან, რომელი ექიმი
გადაგიხდის თავისი ჯიბიდან 500 ლარიან ინტერფერონის ფულს! ჩემი აზრით რაღაც უნდა შეიცვალოს, ვისაც სასიცოცხლოდ საშიში მდგომარეობა აქვს
მხედველობაში მაქვს ასაკი და ღვიძლის მდგომარეობა ისინი მაინც თუ მთლიანად არა ნაწილობრივ დაფინანსდნენ, თუ ყველანი განწირულები ვართ და ღმერთის
შემყურე უნდა დავრჩეთ!? მაპატიეთ თუ გრძელი პოსტი გამომივიდა.