ჰეპატიტუსებო როგორ ხართ/
დიდი ხანია სიმშვიდეა, ესე იგი კარგად

პ.ს. მოკლედ მაგრად მოვიწამლე და მომიწია ინფექციურში 2 კვირა გდებამ
არ დავწერ რომელ განყოფილებაში და არც სურათEბს დავდებ
თქვენს ნერვებს დავინდობ
ერთს ვიტყვი, რომ ჩემი საწოლი აგურებზე იდგა
ნუ ტუალეტს და მსგავს რამეებზე არ ვისაუბრებ საერთოდ.
და გადასხმებს რომ მიკეთებდნენ, როცა მთავრდებოდა გასასასხმელი სითხე, მე თვითონ ვკეტავდი სისტემას, ვდგებოდი და ვეძახდი ექთანს, რომ ნემსი გამოეძრო ვენიდან
რომ არ დამეძახა, არც შემოიხედავდნენ და შეიძლება ჰაერიც შემპარვოდა ვენაში და მოგიკითხავდით ციდან უკვე განწმენდილ-ცოდვებნაპატიები
550 ლარი გადავიხადე დ არ ვიცი რაში
მე რომ მეყიდა ყველა წამალი, მაგის ნახევარი დამიჯდებოდა ალბათ
მთელი წლების გაურეცხავი, ჭუჭყისაგან გაზუნტლული ლეიბები, საწოლზე მოგახსენეთ უკვე
ჰო კიდევ
ზოგჯერ მთლიანად არ მისხამდნენ რინგერს ან მსგავსს, ტოვებდნენ ნახევარს და ნახევარს მგოვიანებით
ჰოდა ერთხელაც ჩემს პალატაშI შემოიყვანეს ვიღაც ქალი, რომელსაც რომელიღააც ჭკუანაღრძობმა ექიმმა რაჭში გაუკეთა პარაცენტეზი (ანუ გაუჭრა მუცელი ჭიპს ქვემოთ, რათა სითხე გამოსულიუყო, იმის მაგვივრად, რომ შარდმდენები დაენიშნა), ჰოდა ჩAმოიყვანეს ეს ქალი ღია ჭრილობით რააჭიდან და მიადგეს პალატაში ნათესავებმა
ქალების ერთი პალატა იყო მაგ კორპუსში და ამიტომაც ჩემს მეზობლად მოხვდა ეს გაჭირვებული. ერთი საათი ექთნები ადგნენ თავზე და უყურებდნენ, როგორ ტიროდა და ითხოვდა დახმარებას, სდიოდა სითხე მუცლიდან, მარა კაციშვილი არ ეკარებოდა ახლოს. მერე ავტეხე კივილი და კეთილი ინებეს და ექიმს დაუძახეს.
სტერილური ბინტიც კი არ ჰქონდათ< რომ მუცელი შეეხვიათ.
თU არ გამოიტანეს, რია ვიცი
ჰოდა გაიგეს, რომ უპატრონო იყო, საერთოდ დაიკიდეს რა
ჰოდა პალატიდა გავედი ცოტა ხნით, ჩემს საწოლთან დარჩენილი იყო ნახევარი რინგერი სსიტემასთან ერთად, ჰოდა ერთმა ექთანმა აიღო ნემსი, გაუკეთა ვენაში და ეს ჩემზე ნახმარი სსიტემა გაურჭო ნემსში
ვოტ ტაკ
პ.ს. მერე იმ ქალის მეზობლებმა რომ გაიგეს, მათი მეზობელი საავადმყოფოში მოხვდაო, მოდიოდნენ რიგიროგბით და ექიმს ეკითხებოდნენ, რამდენ ხანს იცოცხლებსო
თურმე ქალს რუსთავშI მშვენიერი ბინა, რაჭაში კი კაი სახლ-კარი ჰქონია და მოუნდათ
ვივა ინფექციური, ვავა საქართველო
This post has been edited by svani67 on 2 Oct 2010, 11:43