რაც შეეხება ტუბერკულიოზს -კითხვებია პმ-ში ბევრი და აქ დავწერ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს . კომუნისტების დროს აგრძალული იყო ტუბის მკურნალობა ჰომეოპათიით (ანუ სხვა მეთოდებით გარდა ფარმაკოთერაპიისა) და ალბათ მომავალშიც იქნება მკვლავ აკრძალული. არის დამაბრკოლებელი კიდევ სხვა მიზეზები- არ უნდა იყვეს ასეთი პაციენტები კონტაქტში სხვა პაციენტებთან , მათ შორის ბავშვებთან-სპეზიალიზირებული კლინიკა ჭირდებათ. სწორედ ამიტომ ძირითადათ ჩვენ უარს ვამბობთ პაციენტების ამ კონტიგენტზე და ვაგზავნიდით ხუდადოვზე. მაგრამ დამატებით ზოგჯერ უნიშნავთ ჩვენ წამლებს ან ვიწყებთ და შემდეგ აგრძელებენ ანტიბიოტიკებით ... ან ერთეული შემთხვევები იყო ადგიზე მკურნალობის. ქვქონა წინადადებები ქსანის ციხეში გაგვეწია დახმარება,რაზეც მივიღეთ პასუხი რომ -უარზე არავართ,შეათანხმეთ სანდრა რულოვსტანო. მისი ხელმძღვანელობით სახემწიფო პროგრამა ხორციელდებოდა ციხეებში. ქალბატონ სანდრას კი ვიცნობდი,მაგრამ ამ საკითხზე არ შემიწუხებია. პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს გადავეცით კი წერილები რომ დაეყენებინა საკითხი სათანადო კომისიებში.
იურიდიული საკითხები ამიტომ -ცალკე თემაა და რა თქმა უნდა მოგვარება უნდა და დაცვაა გარკვეული წესების საჭირო. მაგრამ ფიტოთერაპიას და ჰომეოპათიას პრინციპში რაღაც მაინც შეუძლიათ. და ამას უნდა გამოყენება, თუ სახემწიფო დონეზე ინტერესი იქნება ვინაიდან პრობლემა დიდია და რთული.
არის კითხვები ტუბერკულინურ მიაზმზე. ეს სპაციფიური საკითხია და მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო
es miazmebis teoria Hanemanis ჰანემანი განიხილავდა 3 მიაზმს , ანუ ქრონიკული დაავედების 3 ფორმას -პსორას,სიკოზს,ლუეზინუმს. შესაბამისად : ჰიპორეაქციას,ჰიპერრეაქციას და დესტრუქციულ რეაქციას. შემდგომში დაამატენ მეოთხე-ტუბერკულინური მიაზმი(პსორის და ლუეზინუმის ჯამი,კომბინაცია)
ეს არის :
-ფსიქიკის დონეზე ჰიპერაქტიურობა,მელანხოლია,აპათია და დეპრესია.
-იმუნოლოგიის დონეზე -ჰიპერრეაქცია შენელებული ტიპის
-ასტენია,სიგამხდრე
- გამოშრობა ორგანიზმის
ზემოთ მოყვანილი ბმულიდან:
ამ მიაზმის კარდინალური ნიშნებია: რბილი, თხელი ძვლები, ასტენიური აღნაგობა (fsoras – ს დროს ხშირად ჰიპერსტენიურია, Sycose-ს დროს – ათლეტური და Syphilini -–ს დროს – კახექსიური, დისპლაზიური). მგრძნობელობა უმცირესი სიცივის მიმართ, თუმცა სიცხესაც ვერ იტანს. ხშირი გაცივება და ყელის ინფექციები, მნიშვნელოვანი ოფლიანობა.
ხასიათით Tuberculini-ს ტიპის პაციენტები – ძალზედ მოძრავნი, მოუსვენარნი, ჯიუტნი და მშიშრები არიან. მათთვის დამახასიათებელია მელანქოლიური ინტრავერსია და დეპრესია. დიდხანს ვერ ეგუებიან ერთ საქმეს, ოჯახს, სახლს, ქალაქს. უყვართ მოგზაურობა. ვიტულკასი აღნიშნავს: ,,ტუბერკულინუმის ტიპის პიროვნება, როგორც ორი მხრიდან ანთებული სანთელი – ისე წვავს თავის ცხოვრებას".
ამ მიაზმის წამლებია: Phosphor, Natrium muriaticum, Stannum, Tuberculinum.
ანუ ეს კონსტიტუციური ტიპი და სათანადოთ მიაზმი ნიადაგია ტუბისათვის. თუ ამ ნიადაგს შეცვლი მკურნალობით ეს ხელს შეუწყობს დაავადების თვითგანკურნებას.
ტიბეთის მედიცინა ცდილობს შეცვალოს ეს ნიადაგი ცხოველური ცხიმების მოჭარბებული გამოყენებით: დათვის,კვატის, ტარბაგანის ცხიმით. ასევე ძროხის ერბოს ალღობენ და სვამენ იგივე მიზნით.
არის ხალხი ორმხრივი კავერნოზული ტუბერკულიოზით გადარჩენილი ამ პრიმიტიული რეცეპტებით... ჰომეოპათიური თუ ფარმაკოლოგიური მკურნალობიას სათანადო დიეტა აუცილებლად გასათვალისწინებელია. არ შეიძლება ტუბის დროს მაწონი ან სხვა მჟავე პროდუქტების ჭარბად მიღება , წყლის ჭარბად მიღება...
This post has been edited by Tornike Alashvili on 16 Nov 2012, 18:16