#20776548 · 21 Jul 2010, 17:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰერმიონ
QUOTE | ამით იმის თქმა გინდათ, რომ სერგომ, პაციენტის ნებართვის გარეშე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გასცა სხვა პირზე? |
ქალბატონო ანა, აღფრთოვანებული ვარ სერგოს ქმედების თქვენეული ინტერპრეტაციით. კლინიკებს შორის ინფორმაციის გაცვლა ჯერ არავის აუკრძალავს.
კორდელია ქალბატონო თამარ, სრულიად სწორად გითხარით რომ პირადად თქვენ სალაპარაკო არაფერი გაქვთ მეთქი, რასაც თქვენი პოსტი მთლიანად ადასტურებს. თქვენ უბრალოდ თქვენს მეგობარს აუბით მხარი. არც ექოს არ შეშლია არაფერი, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია, უბრალოდ მინდა პაციენტის ნებართვა და რა გახდა ეს ერთი ავტოგრაფი არ მესმის. ეხლა რაც თქვენ არ შეგხებიათ:
QUOTE | თქვენი კლინიკის ანალიზი (არა ჩემი) გადამოწმდა სხვა კლინიკაში და პასუხი არასწორი აღმოჩნდა, |
ჯერ საკითხავია ვისია სწორი და ვისი არასწორი.
QUOTE | თუმცა ამაზე ჯერ არავის დაუწერია, იმიტომ რომ კიდევ რამოდენიმე ადგილას იგეგმება ანალოგიური ანალიზის აღება და იმის გამოვლენა ნამდვილად შეცდა თუ არა კლინიკა მედეა. პასუხი უახლოეს მომავალში დაიდება ალბათ. |
ლაბორატორიის შემოწმებას სჭირდება გარკვეული წესების დაცვა. თქვენი ნაწერიდან გამომდინარეობს რომ ეს წესები დაცული უკვე არ არის. წინასწარ გეტყვით რომ არსად არ იქნება ზუსტად ერთნაირი ორი პასუხი. ასე გინდ თბილისის ლაბორატორიები ამოწმეთ და გინდ ჩიკაგოსი. შედეგების მიღების მერე რას იზამთ, საშუალოს გამოითვლით თუ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტთ?
QUOTE | თქვენ ჩემთან მიმართებაში შეიძლება დაგებადოთ კითხვა: ,,რატომ დადის ეს პაციენტი ჩვენთან თუ სხვა პაციენტებივით ბევრ რამეზე უკმაყოფილოაო“.. აქვე გიპასუხებთ რომ ვარ 5 თვის ორსული, ექიმი ძალიან მომწონს, ყურადღებიანია ჩემსავით და დიდი იმედი მაქვს ერთობლივი ძალისხმევით ორსულობას ბოლომდე უპრობლემოდ მივიყვანთ. |
მეც იმედი მაქვს და გმადლობთ. ძალიან ობიექტური ბრძანდებით.
gzaabneuli ქალბატონო ხათუნა, თქვენ ორჯერ დაწერეთ კონკრეტული ბრალდება ჩემი ექოსკოპისტისადმი და ორჯერვე მოშალეთ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ რის ვერპოვნასაც აბრალებთ, სულ ცოტა ორჯერ ვნახე თქვენი იმ ორგანოს ზომები მონაცემთა ბაზაში.
რაც შეეხება დერმატოვენეროლოგს. აქ გარკვეულწილად მართალი ბრძანდებით. ეს ინფორმაცია ჩემთვის ახალი არ არის, დაახლოებით თვენახევრის წინ მქონდა მასთან ამ თემაზე საუბარი და კატეგორიულად მოვთხოვე შეეწყვიტა მსგავსი პრაქტიკა და თუ ამის შემდეგაც იგივე გრძელდება, მასთან დამშვიდობება პრობლემა არ არის. პრობლემა კვლიფიციური შემცვლელის პოვნა იქნება. ერთი შეკითხვა, რაც მართლაც მაინტერესებს და დიდად მადლობელი ვიქნები თუ მიპასუხებთ - დერმატოლოგი ამ წამლებს აფთიაქზე ძვირად ხომ არ ყიდდა? ჩემთანაც ეს ქმედება გაამართლა იმით, რომ წამლების იაფად შოვნა შეეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მოვთხოვე მსგავსი საქმიანობის შეწყვეტა. საერთოდ ძირითადი შტატის ექიმებისათვისაც აკრძალული მაქვს დიდი ხანია და იმედია შეამჩნევდით რომ დანიშნულება მხოლოდ კლინიკის ბლანკზე იწერება და არა სააფთიაქო ფირმის ბლანკებზე.
QUOTE | ეს წამლები არ მიუღია, ისე წავიდა სხვა ექიმთან .. მეც დავეჭვდი, სათითაოდ გადავიკითხე თითოეულის ანოტაცია და ცხადზე ცხადი იყო რომ ამათი ერთად მიღება ღვიძლის აბსოლუტურ განადგურებას გამოიწვევდა. |
აქ რა კომენტარი გავაკეთო - თუ წამლების ანოტაციებით არკვევთ ყველაფერს, სხვა ექიმთანაც რატომ წახვედით?
This post has been edited by L&L on 21 Jul 2010, 17:48
|