matusala_5ცოტა ხნის წინ დაწერა სადღაც რო კლინიკის გახსნას აპირებს და უფრო ხშირად ჩამოვა ეხლა მგონი წელიწადში 2 ჯერ ჩამოდის და ეგეც ბავშვების გამო ძირითადად საქველმოქმედო ოპერაციებს აკეთებს საქართველოში მაგრამ გამონალისებიც არი კიდე ყველას არ უკეთებს ოპერაციას ძაან პრინციპული ქალია

5 კატეგორია არსებობს და მე უნდა გავარკვიო რომელს მიეკუთვნება ჩემთან მოსული. ამ ხუთიდან ორ კატეგორიას უკუჩვენება აქვს - უარი უნდა უთხრა. პირველია "შავი სამყაროს" წარმომადგენლები, რომელსაც სახის გადაკეთება უნდა, რადგან ისეთი რაღაცები აქვთ ჩადენილი, ცხოვრება არ შეუძლია. მეორე - დისკორფობები, ანუ, თავისი გარეგნობით მუდმივად დაუკმაყოფილებელი ხალხი. ასეთი ადამიანები საზოგადოებაში ვერ პოულობენ ადგილს და თავის გასაჭირს სახის რაღაც ნაწილში ეძებენ. რამდენჯერაც უნდა გაუკეთო ოპერაცია, მაინც ვერ დააკმაყოფილებ. ასევე ადამიანები, რომლებიც სოფი ლორენის თუ ცნობილი ვარსკვლავების ფოტოებით მოდიან, ასეთი გამაკეთეთო. ეს ორივე შემთხვევა უკუჩვენებაშია.
მესამე კატეგორიაში შედის ემოციური ფაქტორი, როცა პაციენტს ქმარი გარდაეცვლება ან საყვარელი მიატოვებს და ამ ტკივილის პლასტიკური ქირურგიის დახმარებით გადატანა უნდა. ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტი ერთვება და თუკი მაინც დარჩება ოპერაციიის გაკეთების სურვილი, მაშინ შეიძლება დათანხმდეს ქირურგი.
არის ფსიქოლოგიურად ნორმალური ჯგუფი - ლამაზი ხალხი, რომლებიც ცუდად ეგუება სიბერეს. როცა საშუალება გაქვს, სრულიად ნორმალურია, რომ რამდენიმე წლით უკან დაბრუნება გინდოდეს. მაგალითად, როდესაც ქუჩაში ჯერ გოგონას გეძახიან, შემდეგ ქალბატონს და აი, როდესაც ბებიას დაგიძახებენ, არ მოგეწონება და წახვალ ექიმთან.
მეხუთე - ის ხალხი, რომლებსაც ვერც ერთ ვარიანტში უარს ვერ ეტყვი - მსახიობები თუ ტელეჟურნალისტები, რომლებისთვისაც სახე არის შემოსავლის წყარო.