tatusiaახლა ვფიქრობ შენს შემთხვევაზე და ბოლომდე ვერ ვხვდები რა არის...

კანის ასეთი ტკივილი (თან რაღაც გარკვეულ სივრცეზე) შეიძლება ნერვულ მიზეზზე მიუთითებდეს; მაგრამ ამ შემთხვევაში რაც მონიშნე, ის ადგილი დერმატომულად ზუსტად არც ერთში არ ჯდება. ახლა ანატომიურ სურათზე შევამოწმე და დაახლოებით L2-ის დერმატომას შეესაბამება ეს ფართობი. შემთხვევით, უკანაც ხომ არ გტკივა რაიმე ნაწილი?
ვთქვათ, თუ დავუშვებთ, რომ ნერვული მიზეზია, უნდა გაირკვეს რის გამოა ნერვი დაზიანებული: ცალმხრივი სიმპტომი უფრო პერიფერიული ნეიროპათიისკენ წაგვიყვანს (რადიკულოპათია?); დისკის ჰორიზონტალური ჰერნიაცია ან ხერხემლის რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს. როგორც ვხვდები, CT (კომპ. ტომოგრაფია, ანდა როგორც ჩვენთან ბევრი ექიმი უძახის "კომპიუტერი") ან MRI "მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა) არ გადაუღიათ, არა? ხერხემალი გამრუდებული მაქვსო, რომ იძახი, რა ნაწილში გაქვს გამრუდებული და საით მხარეს?
მაინც მეეჭვება, რომ ნერვზე ხერხესმალთან ახლოს რაიმე დაწოლით იყოს გამოწვეული, რადგან მაშინ სიმპტომები უფრო დიდ ფართობზე იქნებოდა.
მეორე, შეიძლება სისხლძარღვოვანი პრობლემით იყოს ნერვი დაზიანებული; მაგრამ შენ თქვი რომ სისხლძარღვების გამოკვლევა ნორმალური იყო, ასე რომ ეს გამოვრიცხოთ,.
კიდევ, შეიძლება რომელიმე რევმატული დაავადება იყოს მაგ. მაანკილოზირებელი სპონდილიტი - ამასაც MRI სჭირდება.
კიდევ არის რამდენიმე შესაძლო თეორიული ვარიანტი, მაგრამ მე მაინც რომელიმე მექანიზმით ნერვის კომპრესიისკენ ვარ... ამიტომ, აუცილებელია რადიოლოგიური (CT ან უკეთესი - MRI). ვინც ამის გარეშე დიაგნოზს დასვამს, ან სუპერექიმია, ან შარლატანი.
* * *
patriciia თვალში მხოლოდ გუგის სიფართოვე აწუხებს?

თვალის სხვა ფუნქციები ნორმალურია?
სიბრძნის კბილი ხომ არ ამოსდის?
ნევრალგიური გუგის გაფართოება არ გამიგია...