მე გავიკეთე ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია. ფორუმებზე მქონდა წაკითხული და მივდიოდი იმედით, რომ მეორე დღეს ჩიტივით ვიქნებოდი,

თუმცა ჩემი მდგომარეობა ცოტა რთული აღმოჩნდა. მქონდა კისტა, მიომა და პოლიპი. ოპერაციისას აღმოჩნდა რომ მქონდა ენდომეტრიოზი და მოკლედ, თითქმის 4 საათი გაგრძელდა ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რადგან ვადიმთან გავიკეთე და მოგეხსენებათ უძლიერესია, მაგრამ ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე ძალიან სუსტად ვიყავი. ოპერაციის შემდეგ დამინიშნეს ვიზანნა 3 თვით, ისევ რომ არ გაჩნდეს ენდომეტრიოზის კერები და 3 თვის შემდეგ უნდა გავიკეთო ექოსკოპია. მოკლედ ვნახოთ...
ახლა კიდევ ერთი სადარდებელი გამიჩნდა... აღმოჩნდა, რომ უარყოფითი IV ჯგუფის სისხლი მქონია და და ეს ჯგუფი ორსულობისას რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება.
ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება ამასთან დაკავშირებით?