=/
+20% ყველას.... ზოგს ოფტოპიკისთვის, ზოგს სხვისი ცხვირის შეურაცხყოფისთვის, ზოგს ჩეთისთვის, ზოგს პროვოკაციებისთვის, ზოგსაც გაუთავებელი კინკლაობისთვის და ა.შ. და ა.შ.
+უსასრულობამდე რომ გაგეზრდებათ ფლუდკონტროლი, იქნებ მერე დაგვანებოთ თავი
ადრე ათასჯერ დავწერე რომ ამ თემის მიზანი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაა, თქვენ კი ამ უკანასკნელის გარდა ყველაფერს აკეთებთ, მიუხედავად მრავალჯერადი გაფრთხილებისა.
მოკლედ, კიდევ მოხდება მსგავსი რამ და გაგიშვებთ უხელფასო შვებულებაში.....
P.S.
ladylikeფორუმის შესახებში თემა რამ გაგახსევინა?! რა საჭირო იყო? ამ განყოფილებასაც აქვს "მიმართეთ მოდერატორს" თემა, სადაც სადავო საკითხები განიხილება და თუ კო-მოდერატორთან გაქვთ პრობლემა, საქმის კურსში მაყენებთ მე, ჯანმედის ძირითად მოდერატორს.
შენ გგონია იქ გახსნილი თემით რამეს მიაღწევ? ფიქრობ რომ ვოლფსპელი ან ტიმი ადგება და "ცვირის ოპერაციის" თემას თავიდან ბოლომდე წაიკითხავს, ცალკეული იუზერების პოსტინგს გაანალიზებს და სწორ დასკვნებს გამოიტანს?
მაგრამ ეგ შენც იცი რომ მასე არ იქნება, შენ უბრალოდ სხვა იუზერების აყოლიება გინდოდა როგორც ჩანს...
არადა რაც ამ განყოფილების მოდერატორი ვარ, ვცდილობ ჯანმედში წესრიგი შევინარჩუნო.. რაც განყოფილების პრესტიჟზე პირდაპირ მოქმედებს, მაგრამ თქვენ (შენ და დანარჩენებს) სხვისი შრომა კაპიკადაც არ გიღირთ, თბილისში დაბრუნებაც არ მაცალეთ, რომ მიმეხედა საქმისთვის და მთელს ფორუმს მოსდეთ თქვენი ცხვირების ამბავი....
მოგვიანებით ამ თემას გავასუფთავებ ამ ნაგავისგან. ამდენი სისულელე ერთბაშად დიდი ხანია არ წამიკითხავს.