სალამი ყველას! ყურადღებით წავიკითხე ყველა პოსტი, ვინაიდან დიდად დაინტერესებული ვარ ამ საკითხით.
იყო მოსაზრება, რომ რინოპლასტიკა ერთგვარი თავის დამკვიდრების და კომპლექსების მოშორების საშუალებაა, რასაც არ ვეთანხმები თუნდაც საკუთარ მაგალითზე.
დიდი ხანია მინდა ცხირის გაკეთება, თუმცა არ ვარ დაკომპლექსებული. ნორმალური ცხვირი მაქვს, ნესტოებიც მაკმაყოფილებს და გრძელიც არ არის, მაგრამ მაქვს კეხი. ვერ ვიტყვი ძალიან მაღიზიანებს და დისკომფორტს მიქმნისთქო, მაგრამ მემგონი უკეთესი იქნება კეხის გარეშე.
ვეძებ კარგ ექიმს!

) ვაგროვებ ინფორმაციას, რადგან სამწუხაროდ ბევრი არაწარმატებული ოპერაციის შედეგი მინახავს.
არ მინდა გავიკეთო და მერე ვინანო, ნეტა ჩემი ძველი, კეხიანი ცხვირი მომცათქო. რადგან მგონია ისევ კეხი ჯობია ზედმეტად აწეულ ნესტოებს და ცუდად გაკეთებულ ცხვირს.
წელს ბათუმში ვნახე დაქალის მეგობარი, რომელსაც საერთოდ ვერ შევატყე ცხვირი გაკეთებული რო ქონდა, რაც იშვიათად ხდება
ჯანაშიასთან გაუკეთებია. თან ყოველგვარი დალურჯებების გარეშე.
მე ამასაც ყურადღებას ვაქცევ, რადგან მე-9 -ში ისეთი დალურჯებული და დასიებული პაციენტები მინახავს, ნამდვილად არ მინდა საკუთარი თავი სარკეში მასეთ მდგომარეობაში ვიხილო

პოსტებიდან გამომდინარე დამაინტერესა ზაზა ქურიძემ. მაგასთანაც მივალ კონსულტაციაზე.
დავით ციციშვილს ძალიან აქებენ მაგრამ ერთერთ რუსულ ფორუმზე საკმაოდ უარყოფითი პოსტები და სურათები იდო, განრისხებული რუსი პაციენტებისა.
ოდიშვილი გამოვრიცხე, იმიტომ რომ ძველი მეთოდით მუშაობს, რასაც ძალიან შეშუპება და ჩალურჯება მოკვება. თან ცოტა წვეტიან ცხვირებს აკეთებს რაც არ მომწონს.
უნარკოზოდ გავიკეთებ პრობლემა არ მაქვს. რკინის ნერვები მაქვს

თან ერთხელ გაკეთებული მაქვს მსგავსი ოპერაცია გაუტკივარებით, როცა ძგიდი მოვიშორე. რაღაცეებს მირტყამდნენ ცხვირში მე კიდევ ექთანს ვესაუბრებოდი, სვანური კილო შევატყვე და სადაური ხართქო

)
ქუთაისში ძიძიგურთან გაიკეთა ჩემმა დაქალმა, ჯერ თაბაშირი არ მოუხსნია ბოლომდე, ისე რაც ჩანს ძალიან საყვარელი მოხდენილი ცხვირია. ნესტოები და წვეტი მომეწონა ძალიან 2 წუთით მაინც მოვახსნევინე

რო ჩაჯდება კარგი ცხვირი იქნება.
* * *
თანხას რაც შეეხება, ცხვირზე ეკონომიას არ გავაკეთებ ნამდვილად. თუმცა თანხაზე არ არის, ქუთაისში მაგალითად 800 ლარამდე დაუჯდა ჩემს დაქალს. მთავარია შედეგი. ჩემი ცხვირით ბოლომდე კმაყოფილი ვიყო. ცხვირს მოვაკლებ და ახალ ჩექმებს ვიყიდითქო ეგრე არ ვიქნები

თუ იმ წუთას არ გექნა შეაგროვებ და მერე გაიკეთებ. მითუმეტეს ეს არ არის გადაუდებელი ოპერაცია, რომ რამეს გიწყვეტდეს რამოდენიმე თვე გადაწევა.
მე წესით დღეს ვაპირებდი გაკეთებას, მაგრამ გადავიფიქრე იმ ექიმთან გაკეთება.

ანუ რაღაც არ მქონდა ნდობის მომენტი. სხვა თუ არაფერი იმ მომენტში ხო უნდა გჯეროდეს შენი ექიმის.

იდეალური ცხვირი თუ აქვს ადამიანს ის არ წავა ამ ოპერაციაზე. გულის სიღრმეში კი ყველამ იცის რა არის ლამაზი და გინდა არ გინდა მაინც ამ სილამაზისკენ ვილტვით და კომპლექსები აქ არაფერშუაშია. მესმის ინდივიდუალურია სილამაზე. შეიძლება ზოგმა აიტანოს ცუდი ცხვირი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ძალიან უხდება, კარგად გაკეთებული ყველას მოუხდება.
აი მე მაგალითად, საერთო ჯამში არაუშავს გოგო ვარ.

მაგრამ ჩემზე ვერავინ იტყვის ეგ ცხვირი უხდებაო

თუმცა მაგასაც მეუბნებიან და ნერვები მეშლება, მინდა ვცემო ხოლმე. როგორ შეიძლება ვინმეს კეხი მოუხდეს, შეიძლება აიტანოს და ეფექტური იყოს საერთო ჯამში, მაგრამ ეგ მოხდომა არ არის. ეს ჩემი აზრია და არ მცემთ იმედია, ვინც განსხვავებულად ფიქრობს.
ყველას წარმატებები ვინც აპირებთ და გულწრფელად მშურს ვინც უკვე გაიკეთა და მოსწონთ თავიანთი ცხვირუკები

პ.ს. არ დაიზაროთ და მომწერეთ ზაზა ქურიძეს და ჯანაშიას კოორდინატები

წინასწარ გმადლობთ.
პატივისცემით
* * *
აი ეგ ცხვირი სხვათაშორის არ მომწონს, გემოვნების ამბავია რა

მაგიტომ გადავიფიქრე ოდიშვილთან, პროფილს კარგს აკეთებს, მაგრამ წინა ხედი ადრე უკეთესი ქონდა მაგ გოგოს ჩემი აზრით