გამარჯობა

სპეციალურად ამ თემისთვის დავრეგისტრირდი, რამდენიმე კითხვა მაქვს და იმედია მიპასუხებთ

თვის ბოლოს ანუ სადღაც 2 კვირაში ვიკეთებ ბატონ გია გვარამიასთან. ჩემმა მეგობარმა გაიკეთა და ულამაზესი ცხვირი გამოუვიდა, ქეთათო ჩარკვიანმაც როგორც გავიგე გვარამიასთან გაიკეთა და მისი ცხვირიც მომწონს. ფასებიც საკმაოდ ნორმალური აქვს, 1500 დან 2500 მდე, გააჩნია რა არის გასაკეთებელი. მე პირადად ძგიდე გაკეთებული მაქვს 2 წლის წინ და შესაბამისად მარტო პლასტიკა დამჭირდება ალბათ. მოკლედ ერთი შეხედვით ყველაფრით კმაყოფილი ვარ. აქ როგორც ვნახე ჯანაშიას აქებენ, მაგრამ ბოდიშით და ჩემთვის ძალიან მიუწვდომელი ფასები აქვს, 2500დან იწყება და მერე ჰორიზონტებს ცდება

კი რათქმაუნდა კარგი შედეგის მისაღებად ფული არ უნდა დაზოგო, არც დავზოგავდი რომ მქონდეს

ახლა რაც შეეხება შეკითხვებს: ვინმემ კონკრეტულად ბატონ გიასთან თუ გაიკეთა ცხვირი და რამდენად კმაყოფილია, მოკლედ ვისაც რა გამოცდილება აქვს გვარამიასთან დაკავშირებით დაწეროს თუ შეიძლება, ძალიან ვნერვიულობ და ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება

კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, აქამდე ვიცოდი რომ ოპერაციის შემდეგ გვარამიაც და ჯანაშიაც პატარა პლასტირს აკრავენ ცხვირზე და არა თაბაშირს, მაგრამ აქ წავიკითხე ნენსის პოსტებში რომ თაბაშირის ნახვევი ჰქონდა გაკეთებული, რომელიც 5 დღეში მოიხსნა, ანუ თაბაშირი ყველა ვარიანტში იდება?

ველოდები თქვენს გამოხმაურებას, ძალიან ცოტა დრო მრჩებაა
I'm just seating sitting here watching the wheels go round and round....