მოგესალმებით

მეც წეროს ვუხმობ smile.gif
ე.ი. თქვენი მხარდაჭერისა და გამხნევების იმედი მაქვს

1 წლის გათხოვილი ვარ, დეკემბერში ჟორდანიას კლინიკაში გამიკეთეს ლაპარასკოპია, გარეორსულობის გამო, ამომაჭრეს მარჯვენა მილი

ერთი სანაყოფე პარკი მილში , მეორე ღრუში აღმომაჩნდა, ანუ ტყუპები და ორივე დავკარგე

ხაზს გავუსვამ, რომ არცერთ ეტაპზე ტკივილი არ მიგვრძვნია
მიზეზი კონკრეტულად ვერ დამიდგინეს, ,,ზაგადკა" ხარო

მეხუთე თვეა, თავს ვიცავ და ერთ თვეში ვაპირებ მზადებას

იქნებ გქონიათ მსგავსი პრობლემა რომელიმე თქვენგანს, რომ რჩევები გავითვალისწინო, განმეორების მეშინია პანიკური შიში მაქვს ხოლმე

ყველაფერ ამას დაემატა ის, რომ ბათუმში ვიმყოფები, რამოდენიმე თვეა სამსახურით გადმოვედით თბილისიდან.
იქნებ მირჩიოთ ბათუმში კარგი გინეკოლოგი და ეხოსკოპისტი
* * *
baia_ia >>>>>>>>>>>> გამარჯობათ, კისტის ლარარასკოპიით ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება სქესობრივი კავშირი?
მე მილი ამომიღეს ლაპარასკოპიით და 6 თვე თავი შეიკავე დაორსულებისგანო. აი სექსი კი არ აუკრძალავს, ანუ კონკრეტული ვადიანი შეზღუდვა არ მოუცია.
სად გაიკეთე?
ანუ ვინც გაგიკეთა იმას კითხე

წარმატებებიიიი
This post has been edited by veranik on 18 May 2011, 12:34