LIVE-76ნუ ღადაობ რაა,

ჩემპიონიცა ხარ და გმირიც რაც შენ გადაიტანე და გამოიარე,ღმერთმა სულ ჯანმრთელი გამყოფოს!
kuskusa5 არ ღირს სამადლობლებლად,დაწერეთ როცა გენებოთ,აქ ვართ!...

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს თემა ამ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება, IL28 B როგორც ჩანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვის რომელი ალელი აქვს არამარტო ინტერფერონის ეფექტურობასთან მიმართებაში ისე სხვა ფაქტორებზეც ავლენს გავლენას,მოკლე სტატიას ვდებ,ვფიქრობ ყურადსაღებია!...
"IL28 B გენოტიპი და ცხიმოვანი ღვიძლი(სტეატოზი).
IL28B გენოტიპის პოლიმორფიზმი აქამდე ცნობილი იყო რომ კავშირში იყო ანტივირუსული თერაპიის დადებით შედეგთან და ც ჰეპატიტის ვირუსით ახლად დაინფიცირებისას მის სპონტანურ მოცილებასთან 6 თვის შემდეგ სავარაუდო დაინფიცირებიდან.ადრე დავადგინეთ მისი კავშირი ქოლესტერინის მაღალ დონესთან სასურველი CC ალელის არსებობის პირობებში.ამ კვლევაში ჩვენ გამოვიკვლიეთ მისი კავშირი პაციენტის ღვიძლის გაცხიმოვნებასთან-სტეატოზთან.
მეთოდები:
ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევის შედეგად რომლებშიც,ანტიფიბროზულ კვლევაში შედიოდა 145 1 გენოტიპის პაციენტი,მეორეში კი 180 პაციენტი იგივე გენოტიპით დადგინდა IL28 B გენოტიპის კავშირი სტეატოზთან მიმართებაში.
შედეგები:
IL28 B „კარგი“ ალელი CC პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა პაციენტებში სტეატოზის არსებობასთან. პირველ, ანტიფიბროზულ კვლევაში 145 პაციენტიდან არა CC ალელით 47.6% (50/105) ჰქონდა სტეატოზი წინააღმდეგ 22.5% (9/40; p=0.008) CC ალელის შემთხვევაში. მსგავის რეზულტატიე უჩვენა მეორე ჯგუფში ჩატარებულმა კვლევამ სადაც სტეატოზი დადგინდა 67.4% (89/132) პაციენტების არა CC ალელით წინააღმდეგ 39.6% (19/48; p=0.001) -სა CC ალელის ჯგუფში.
დასკვნა:
IL28B CC გენოტიპი აშკარად კავშირშია პაციენტის ცხიმთა,ლიპიდურ ნივთიერებათა ცვლაში ნაკლებ გართულებებთან რაც ზეგავლენას ახდენს სისხლში გამოხატულ ლიპიდურ ცვლილებებზე და შესაბამისად ცხიმოვანი სტეატოზის წარმოშობაზე."
IL28B გენოტიპის პოლიმორფიზმი აქამდე ცნობილი იყო რომ კავშირში იყო ანტივირუსული თერაპიის დადებით შედეგთან და ც ჰეპატიტის ვირუსით ახლად დაინფიცირებისას მის სპონტანურ მოცილებასთან 6 თვის შემდეგ სავარაუდო დაინფიცირებიდან.ადრე დავადგინეთ მისი კავშირი ქოლესტერინის მაღალ დონესთან სასურველი CC ალელის არსებობის პირობებში.ამ კვლევაში ჩვენ გამოვიკვლიეთ მისი კავშირი პაციენტის ღვიძლის გაცხიმოვნებასთან-სტეატოზთან.
მეთოდები:
ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევის შედეგად რომლებშიც,ანტიფიბროზულ კვლევაში შედიოდა 145 1 გენოტიპის პაციენტი,მეორეში კი 180 პაციენტი იგივე გენოტიპით დადგინდა IL28 B გენოტიპის კავშირი სტეატოზთან მიმართებაში.
შედეგები:
IL28 B „კარგი“ ალელი CC პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა პაციენტებში სტეატოზის არსებობასთან. პირველ, ანტიფიბროზულ კვლევაში 145 პაციენტიდან არა CC ალელით 47.6% (50/105) ჰქონდა სტეატოზი წინააღმდეგ 22.5% (9/40; p=0.008) CC ალელის შემთხვევაში. მსგავის რეზულტატიე უჩვენა მეორე ჯგუფში ჩატარებულმა კვლევამ სადაც სტეატოზი დადგინდა 67.4% (89/132) პაციენტების არა CC ალელით წინააღმდეგ 39.6% (19/48; p=0.001) -სა CC ალელის ჯგუფში.
დასკვნა:
IL28B CC გენოტიპი აშკარად კავშირშია პაციენტის ცხიმთა,ლიპიდურ ნივთიერებათა ცვლაში ნაკლებ გართულებებთან რაც ზეგავლენას ახდენს სისხლში გამოხატულ ლიპიდურ ცვლილებებზე და შესაბამისად ცხიმოვანი სტეატოზის წარმოშობაზე.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21703198