მყარი ვირუსული პასუხი როგორც ც ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია ანტივირუსული თერაპიის შედეგად.
მყარი ვირუსული პასუხი(SVR-sustained viral response)ანუ ვირუსის არარსებობა 24 კვირის შემდეგ თერაპიის დამთავრებიდან ფართო
გაგებით ითვლება ც ჰეპატიტისგან განკურნებად.მიუხედავად ამისა არ არის ბოლომდე ნათელი ნამდვილად მთლიანად დატოვა ვირუსმა ორგანიზმი თუ როგორც ზოგიერთი მედიკოს-მკვლევარი თვლის იგი დარჩა მცირე ოდენობით ორგანიზმის რომელიმე პერიფერიაში წარმატებული თერაპიის შემდეგ.
ფრანგმა მკვლევარებმა გააჟღერეს მათ მიერ 344 პაციენტზე ჩატარებული კვლევის შედეგები საშუალოდ 3.27წლის(ინტერვალი დაკვირვების 0.5-18წ)
მანძილზე ინტერფერონით მკურნალობის შემდგომ პერიოდში.
მედიკოს-მეცნიერები ადგენდნენ ვირუსის არსებობას სისხლის შრატში,ღვიძლში და სისხლის პერიფერიალურ მონონუკლეარულ უჯრედებში(PBMCs) ტრანსკრიპციულ დამაკავშირებელი ამპლიპიკაციის (დაახლ.PCR)მეთოდით მგრძნობელობის ზღვარით 9.6 IU/ML. დამატებით გამოკვლეული იქნა ფიბროზის აქტიურობა ბიოფსიით მიღებული ღვიძლის ბიოპტატის გამოყენების საფუძველზე.114 პაციენტისგან ხელთაარსებული იყო ღვიძლის ქსოვილის სინჯები,156 პაციენტზე ვირუსის არსებობა დგინდებოდა სისხლის პეტიფერიულ მონონუკლეალურ უჯრედებში(PBMCs).
რეზულტატი.
---ვირუსის არსებობა სისხლის შრატში გამოირიცხა 1300 სინჯში.(სინჯების საერთო რაოდენობა)
---არც ერთ პაციენტს არ განუვითარდა რეციდივი(ვირუსის უკან დაბრუნება).
---ვირუსის არარსებობა დადგინდა ყველა სისხლის პერიფერიალურ მონონუკლეარულ უჯრედის სინჯში.
---თუმცა ვირემია დადგინდა 114-დან 2 ღვიძლის ბიოპტატის სინჯში(1.7%)
---126 ღვიძლის ბიოპტატიდან მიღებულმა ჰისტოლოგიურმა ანალიზმა თერაპიამდე და შემდეგ აჩვენა ფიბროზის სტადიის რეგრესირება 56%-ში,
ფიბროზის სტაბილურობა(არ შეიცვალა სტადია)32%-ში და გაუარესება 12%-ში
---ციროზის რეგრესირება აღინინა 14-დან 9 პაციენტში(64%)
---არ დაფიქსირებულა დეკომპენსაციის არც ერთი შემთხვევა.
---3 პაციენტს განუვითარდა ჰეპატოკარცინომა.
"აღნიშნულ ც ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთა ფართო მასაში მყარი ვირუსული პასუხი(SVR)შენარჩუნებული იქნა მაქსიმუმ 18 წლის მანძილზე ანტივირუსული თერაპიის დამთავრებიდან, დამატებით ფიბროზის რეგრესია/სტაბილურობა აღინიშნა პაციენტთა 88%-ში,ციროზის რეგრესირება 64%-ში."დაადგინეს მკვლევარებმა.
"ვირემიის არსებობა დადასტურდა ღვიძლის ბიოპტატის სინჯების 1.7%-ში",მათ აღნიშნეს-"აღნიშნული რეზულტატი მკაცრად მიუთითებს მასზედ რომ
მყარი ვირუსული პასუხი(SVR) შეიძლება ჩაითვალოს ც ჰეპატიტისგან სრულ განკურნებად"
Université Paris VII, Hôpital Beaujon, Clichy, France; Service de Microbiologie, Hôpital Beaujon, Clichy, France; INSERM U-773, Centre de Recherche Biomédicale Bichat-Beaujon CRB3, Hôpital Beaujon, Clichy, France.
http://www.hivandhepatitis.com/hep_c/news/2008/101408_a.htmlამის მერე ვინც როგორ გინდათ ისე ჩათვალეთ რამდენად განკურნებადია ეს დაავადება,იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არსებობს მთელ ინტერნეტში ამის გარდა კიდევ მრავალი
სხვა გამოკვლევების ჩათვლით მაინც მე თვითონაც ზოგჯერ პესიმიზმი მიპყრობს რეალური სიმართლე რაში მდგომარეობს.
GUCIმართალი ხარ,იმაშიც რომ უამრავ თვით სამედიცინო სფეროში მომუშავე პერსონალშიც ძალიან არის გავრცელებული ც ჰეპატიტი და იმაშიც რომ საუბედუროდ ბევრი ვერ იტანს თერაპიას ზოგჯერ
გადაულახავი გვერდითი მოვლენების გამო,ამაში ითვლება როგორ ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მოვლენები ასევე შესაძლებელი მძიმე გართულებები სისხლში რაც საჭიროებს მუდმივ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას რომ არ განვითარდეს სასიცოცხლოდ საშიში სიტუაციები,ამიტომაც არის საჭირო გამოცდილი ექიმის შერჩევა სანამ ვინმე მკურნალობას დაიწყებდეს!
This post has been edited by hep-py on 21 Apr 2011, 20:36