callinsაი ეს არის ზოგადი ინფორმაცია აუტოიმუნურ ჰეპატიტზე,გადავთარგმნე პოპულარული უცხოური მედპორტალიდან,არ ვიცი რამდენად გამოგადგება!
აუტოიმუნური ჰეპატიტი წარმოადგენს ღვიძლის ანთებას რაც გამოწვეულია ორგანიზმის იმუნური უჯრედების მიერ საკუთარ ღვიძლის ჯანმრთელ უჯრედებზე დაზიანების მიყენებით ვინაიდან ეს უჯრედები
შეცდომით აღიქვავენ ჯანმრთელ უჯრედებს როგორც ჯანმრთელობისთვის საშიშ მიკროორგანიზმებს.
ალტერნატიული სახელი:წითურამგლისებურისებური ჰეპატიტი(lupus hepatitis).სხვა შესაბამისი ქართული შესატყვისი ვერ ვიპოვე.
პირს აუტოიმუნური ჰეპატიტით გააჩნია აუტოანტისხეულები,რომლებიც ცირკულირებენ სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ანადგურებენ ღვიძლის ჯანმრთელ უჯრედებს.
გამომწვევი მიზეზები,გავრცელება და რისკის ფაქტორები:
ეს დაავადება ასევე ასოცირებულია სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან როგორებიცაა:
თიროიდი.
1 ტიპის დიაბეტი.
წყლულისებური კოლიტი.
ჰემოლიტიკური ანემია.
ეს დაავადება ზოგჯერ დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორთან,როდესაც პაციენტის ნათესავებში აღინიშნება აუტოიმუნური გამოვლინებები.
სიმპტომები:
მუქი ფერის შარდი.
უმადობა.
საერთო დისკომფორტი,შფოთიანობის განცდა,შიშის განცდა.
დაღლილობა.
მუცლის კუნთების დაჭიმვა.
ფართოდ განვრცობილი ქავილი.
ღია ან თიხისებური ფერის და კონსისტენციის სტული.(მიხვდებით რას ნიშნავს)
გულისრევის შეგრძნება.
დამატებითი სიმპტომები შეიძლება იყოს მენოპაუზა.(ამენორეა).
დაავადების ნიშნები და ანალიზები(ტესტები).
ღვიძლის ბიოფსია მიუთითებს ქრონიკულ ჰეპატიტს.
არანორმალური ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლები.
ტესტები დაკავშირებული აუტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოსტიკასთან:
დადებითი ტესტი აუტოიმუნურ ანტიბირთვულ ანტისხეულებზე(ANA)
დადებითი მიკროსომალური ანტისხეული.(microsomal antibody)
დადებითი ანტიმიტოქონდრიალური ანტისხეული.( anti-mitochondrial antibody)
მაღალი ედრ(როე).
მაღალი შრატისებური IgG.იმუნოგლობულინი.
მკურნალობა:
პრედნიზოლონი და სხვა კორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ ანთებითი პროცესის შემცირებას,აზატრიოპინი და მერკაპტოპურინი ნაჩვენებია სხვა აუტოიმუნუტი დაავადებების მკურნალობისთვის თუმცა
შეიძლება გამოყენებულები იყოს აღნიშნული დაავადების სამკურნალოდაც.
პროგნოზირება.
დაავადების შედეგები მერყეობს:კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ანთებითი პროცესი და შეანელოს პროგრესირება თუმცა არ გამოირიცხება დაავადების გართულება და ციროზის განვითარება,
რაც მოითხოვს ღვიძლის ტრანსპლანტაციას.
გართულებები:
ციროზი.
ღვიძლის უჯრედების განადგურება.
ჰეპატოკარცინომა.
გართულებები დაკავშირებული სტეროიდების სხვა მსგავსი მედიკამენტების მიღებასთან.
თუ ცოტა გაუგებრობებია მომიტევეთ,არ არის ასე ადვილი სპეციფიური სამედიცინო ტერმინოლოგიის თარგმნა მითუმეტეს მედიცინის დარგში არაპროფესიონალი პირის მიერ.
forumeli64მთელი ამბავია ატეხილი ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰეპატიტის პრობლემასთან დაკავშირებით, 19 მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება მასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე,შენს მიერ წამოწეულ თემასთან დაკავშირებით ვდებ ფოტოსურათებს თუ როგორ მიაღწიეს უკრაინაში ფაქტიურად უფასო მკურნალობის უზრუნველყოფას,ასე სახლში ჯდომით და კლავიატურაზე ტყაპუნით
საქმე არ გამოდის,ქართველებს თავი კი ძალიან მოგვაქვს მაგრამ ძალიან ინერტულები ვართ რაც არ უნდა არაასიამოვნო იყოს ამის აღიარება
This post has been edited by hep-py on 11 May 2011, 12:41
მიმაგრებული სურათი