აბა საიდან გაიგეს ფიბროზი აქვს თუ არა დაწყებული,სხვა თანამდევი დაავადებებიც ხომ არ აქვს,მაგ.დიაბეტი,სიმსუქნისას არ არის გამორიცხული.საერთოდ მართლა სანდო ექიმი სჯობია იპოვოთ,როგორ შეიძლება მასეთ გაურკვევლობაში დატოვება თუ დამტკიცებული აქვს ც ჰეპატიტის დიაგნოზი.
სხვათა შორის ეგ რაღაც ახალია,როგორც ვიცი ძალიან ძნელია დაინფიცირების პერიოდის დადგენა,უფრო სწორად შეუძლებელია,2-3 წელია თუ 10 წელი მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება დაზიანების ხარისხის გათვალიწინებით.
* * *
NYDaily News დან გადმოთარგმნილი სტატია ც ჰეპატიტის შესახებ,გამოქვეყნებულია სამი დღის წინ,ინტერვიუ ცნობილი ჰეპატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელთან დოქტორ დუგლას დიტრიხთან.
"მაუნთ სინაის სპეციალიზირებული ჰეპატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი დოქტ.დუგლას დიტრიხი მკურნალობს ღვიძლის დაავადებებს და სპეციალიზირდება ბ და ც ჰეპატიტის მქონე პაციენტების თერაპიაზე.მისი მეთვალყურეობის ქვეშ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ც ჰეპატიტის მქონე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემების თანახმად ამერიკელთა თითქმის 2% (შევადაროთ აქაურ მონაცემებს,მინ.7%) აქვს ც ჰეპატიტის ვირუსი თუმცა ამ რაოდენობის პაციენტთა ნახევარზე მეტი ამაზე ინფორმაციას არ ფლობს."ც ჰეპატიტის გავრცელება ბევრად ჩვეულებრივი მოვლენაა ვიდრე ვინმე ფიქრობს"-იძახის დოქტ.დიტრიხი.
რისკის ქვეშ მყოფნი.
ჰეპატიტების სხვადასხვა სახეობები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მათი გადადების(დაინფიცირების)გზების შესაბამისად:
"ც ჰეპატიტის სახეობა თითქმის ექსკლუზიურად გადაეცემა სისხლი-სისხლთან კონტაქტით მაშინ როდესაც ა ჰეპატიტი ვრცელდება საჭმელთან და წყალთან ერთად"ამბობს დიტრიხი."ყველაზე ჩვეულებრივია ბ ჰეპატიტის სახეობა რომელიც გადადის სექსით ან სისხლით,ამის შემდეგ აქვს უნარი გადავიდეს დედიდან შვილზე.
დოქტ.დიტრიხი რეკომენდაციას იძლევა გაკეთდეს მრავალმხრივი სკრინინგი ც ჰეპატიტზე ვინაიდან ბევრი ადამიანი ამ ვირუსით დაავადებულია ყოველგვარი რისკ-ფაქტორების გარეშე.
"CDC რეკომენდირებს შემოწმდეს ყველა პიროვნება დაბადებული 1946-1966 წლებში(ე.წ.მშობიარობის ბუმი-baby boomer) მათი უდიდესი რისკის ქვეშ ყოფნის გამო".ამბობს იგი.
"ჩვენ არ ვამოწმებდით სისხლის ბანკებს ც ჰეპატიტზე 1992 წლამდე,ამიტომ ვისაც ჰქონდა სისხლის გადასხმის შემთხვევები მანამდე იმყოფებიან დიდი რისკის ქვეშ".
ნათელი და დადასტურებული ფაქტორები ც ჰეპატიტით დასნეულების არის ცხოვრების ეპიზოდები რაც კავშირშია სისხლის შეხებასთან.
"რისკ-ფაქტორებად შედის ინექციური ნარკოტიკები და ასევე დაყნოსვითაც კი მიღებული ზოგიერთი ნარკოტიკი"-ამბობს დიტრიხი."მაგრამ ტატუს და პირსინგის გაკეთება,თვით საყურის მოსინჯვა სავაჭრო ცენტრებშიც კი შესაძლო წყაროა დაინფიცირების,ასევე მანიკური და პედიკური,ე.წ. სისხლთან დაკავშირებული სპორტის სახეობები როგორებიცაა კრივი და რაგბი შეიძლება იქცეს სავარაუდო დაინფიცირების წყაროდ".
სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ დაინფიცირებულ ნემსთან შეხება(ჩხვლეტა)ცალკე შეიცავს მნიშვნელოვან რისკს.
"იმისდა მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ მაღალი დონის რისკია ც ჰეპატიტით დაინფიცირების."საფრთხის შემცველი სამედიცინო მანიპულაციების შედეგად ც ჰეპატიტით ვარაუდია რომ
დაავადებულია ეგვიპტის მოსახლეობის 15% -ზე მეტი ხოლო რუსეთში ეს ციფრი შეადგენს 5-დან 30%-ს"-იძახის დიტრიხი.
ნიშნები და სიმპტომები.
ერთი მიზეზი რატომაც ც ჰეპატიტი ასეთი საშიშია არის მისი გრძელი საინკუბაციო პერიოდი,დრო როდესაც სავარაუდო დაინფიცირება მოხდა და ამაზე ინფორმირებულები არ არიან ავადმყოფები.
"მასიური სკრინინგის მიზანია ც ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენა იმ ეტაპზე როდესაც დაავადება ჯერ კიდევ არ ვლინდება კლინიკურად"-ამბობს დიტრიხი."თუ მას ადრევე აღმოაჩენ ბევრად ადვილია მისი მკურნალობა და განკურნებაც კი".
ღვიძლის მდგომარეობიდან გამომდინარე 30-40 წელი სჭირდება დაავადების სრულ გამოვლინებას თუმცა ეს შეიძლება 2-3 წელიწადშიც მოხდეს.ჩვეულებრივ ც ჰეპატიტი სიმპტომებს აჩვენებს მხოლოდ მაშინ როცა ის იმდენად აზიანებს ღვიძლს რომ გამოიწვიოს მისი სრული უკმარისობა.
"სიმპტომები არის საკმაოდ მკვეთრი:მუცლის შებერვა,ქვედა კიდურების შესიება,ყვითელი თვალები და საერთო სიყვითლე,სისხლის შედედების დაავადებები და ღვიძლის კიბო"ამბობს დიტრიხი.
"საუბედუროდ როცა ც ჰეპატიტის ეს სინდრომები ვლინდება ჩვეულებრივ მკურნალობა უკვე დაგვიანებულია".
სკრინიგის მიზანია ჰეპატიტის ადრეულ ეტაპზე გამოვლინება საკმარისი იმისთვის რომ მოხდეს პაციენტის განკურნება და თავიდან იქნას აცილებული ზემოთ მოყვანილი სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები.
ტრადიციული მკურნალობა.
გასული 13 წლის განმავლობაში საექიმო პრაქტიკაში მიღებული ტრადიციული მკურნალობა მოიცავდა ინექციური ინტერფერონის და რიბავირინის ტაბლეტების კომბინაციას."ჩვენ შეგვწევს ძალა აღნიშნული პრეპარატების კომბინაციით განვკურნოთ დაავადებულთა 40%"-იძახის დოქტ.დიტრიხი."მაგრამ 2011 წლის მაისიდან ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ წინსვლას.FDA დაამტკიცა ორი ახალი პრეპარატი რაც საშუალებას გვაძლევს განკურნების შანსი გავზარდოთ 80%-მდე".
უკანასკნელი თაობის პრეპარატები,ბოცეპრევირი და ტელაპრევირი(საბრენდო სახელწოდებები ინსივეკი და ვიქტრელისი) ორივე წარმოადგენენ პროტეაზულ ინჰიბიტორებს.
"როდესაც ვირუსი იწყებს ვირუსული ცილების გამომუშავებას მათი წყობა უჯრედებში ირღვევა და კარგავს ჩვეული სტრუქტურის შენარჩუნების უნარს მსგავსად რომ მოაშორო თვითმფრინავის ფიუზელაჟს დამცავი პლასტიკური შრე"ხსნის დიტრიხი."პროტეაზი არის ენზიმი რომელიც აცილებს დამცავ შრეს დაინფიცირებულ ცილის უჯრედს,თუ ეს არ მოხდება ვირუსი კარგავს წყობის შექმნის უნარს".(იგივეა ალბათ რაც გამრავლება).
ორივე პრეპარატი გამოშვებულია ტაბლეტური ფორმით და მიიღება სამჯერ დღეში ტრადიციულ ინტერფერონ-რიბავირინის კომბინაციასთან ერთად.
"სხვა საინტერესო და დამაიდებელი ამ ახალი პრეპარატების შექმნით არის თერაპიის კურსის შემცირება 48-დან 24 კვირამდე,"ამბობს დიტრიხი."თუ გაქვს პირველი გენოტიპი რომელიც დომინირებს დაინფიცირებულთა 80%-ში სტანდარტული თერაპია შეადგენს 48 კვირას.ახალი პრეპარატები ამცირებენ ამ რეჟიმს 24 კვირამდე ნახევარზე მეტ შემთხვევებში"
ტელაპრევირის გვერდითი მოვლენებებია უპირატესად კანზე გამონაყარი,გულისრევის გრძნობა და და დიარეა,თავის მხრივ ბოცეპრევირი ძირითადად იწვევს ანემიას და უსიამოვნო გემოს პირში."თუ თერაპიას კარგად დაექვემდებარე ამ პრეპარატებზე კურსი შეიძლება შეჩერდეს 24 კვირაზე და სამუდამოდ განიკურნო ც ჰეპატიტისგან"-ასკვნის დიტრიხი.
მედიცინის მუშაკები დარწმუნებულები არიან რომ აგილი აქვს რევოლუციურ ცვლილებას ც ჰეპატიტთან მიმართებაში.
"ეს არის დასაწყისი ახალი ერის ვირუსზე პირდაპირი მოქმედების პრეპარატების,(DAA-direct acting antivirals)რომლებითაც ამჟამადაც მიმდინარეობს 30-ზე მეტი კლინიკური კვლევა მსოფლიო მასშტაბით"-ამბობს დიტრიხი.
ამ პრეპარატებიდან ზოგიერთი საერთოდ აგდებს ხმარებიდან ინტერფერონს-მასთან ერთად მისგან გამოწვეულ მწვავე გვერდით მოვლენებს.
"მე ვაცხადებ უფრო მეტი თავდაჯერებულობით რომ ეს არის ც ჰეპატიტის დაავადების დასასრულის დასაწყისი"-ამბობს დიტრიხი"მსგავსად მოვლენის რასაც ადგილი ჰქონდა 1996 წელს აივ-ინფექციასთან დაკავშირებით იმ განსხვავებით რომ დღემდე აივ ინფექცია დამარცხებული არ არის".
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ერთი თხოვნა მაქვს
solveig-თან,თუ წაიკითხავს რა თქმა უნდა,ერთი აბზაცია მანდ რომლის თარგმნაც ცოტა გამიჭირდა(კი ვთარგმნე შეძლებისდაგვარად მაგრამ ბიოლოგიის სპეციალისტის გარეშე შეიძლება ცოტა სუმბური გამოვიდა).თუ ნახავ იქნებ დაგვეხმარო და შეასწორო ეს აბზაცი,ძალიან სპეციფიური ტერმინოლოგიაა,წინასწარ მადლობა.
""As the virus starts to produce viral proteins, the proteins have to be broken off to be assembled — like taking the plastic wrap off a model airplane,"says Dieterich. "The protease is the enzyme that takes off the wrapping. If it can't do that, the virus can't reassemble."
ეს კი გასაგებია რომ პროტეაზ ინჰიბიტორები რასაც წარმოადგენენ ტელაპრევირი და ბოცეპრევირი პროტეაზის მოქმედების შემნელებელები არიან მაგრამ ცოტა მექნიზმს ვერ ჩავწვდი ბოლომდე,ბიოლოგი არ ვარ ნამდვილად.
http://www.nydailynews.com/lifestyle/healt...ge_advance.htmlsolveig წინასწარ მადლობა,იმედია ნახავ ამ პოსტს და პატივს დაგვდებ.
* * *
"როდესაც ვირუსი იწყებს ვირუსული ცილების გამომუშავებას მათი წყობა უჯრედებში ირღვევა და კარგავს ჩვეული სტრუქტურის შენარჩუნების უნარს მსგავსად რომ მოაშორო თვითმფრინავის ფიუზელაჟს დამცავი პლასტიკური შრე"ხსნის დიტრიხი."პროტეაზი არის ენზიმი რომელიც აცილებს დამცავ შრეს დაინფიცირებულ ცილის უჯრედს,თუ ეს არ მოხდება ვირუსი კარგავს წყობის შექმნის უნარს".(იგივეა ალბათ რაც გამრავლება).
ასე გავიგე მე.