სადღაც ხო იცი შეიძლება მართალიც იყო,ისე ძალიან საეჭვოდ მიჩუმდა მართლა ყველაფერი,რა აზრი ჰქონდა ტყუილ აჟიოტაჟს თუ არაფერი გაკეთდებოდა,7000 ხელმოწერა კი შეგროვდაო,რა არის ეგ რიცხვი როცა 200 000 კაცია მინიმუმ ინფიცირებული თუმცა მაგაშიც ძალიან ეჭვი მეპარება,ეგ ციფრი კაი ხნის წინ ითქვა და ალბათ ეგეც ზეწოლით ქვეყნის ფარგლებს გარეთიდან,სინამდვილეში ორი მაგდენიც იქნება იყოს,ჯარში ხალხს ვერა კრიფავენ იმდენი "იბრაკება" თურმე და ეგ სულ ახალგაზრდა თაობა,ე.ი აქტიური გავრცელება მიმდინარეობს დღემდე!
* * *
" მსგავსება და განსხვავება აივ-ინფექციასა და ც ჰეპატიტს შორის.
აივ-ინფექცია და ც ჰეპატიტი მსგავსი დაავადებებია სხვადასხვა პარამეტრებით თუმცა არსებობს მკვეთრი განსხვავებები ამ დაავადებებს შორის გავრცელების,გადაცემის გზების,გარემო პირობებში ვირუსის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, დაავადების პროგრესირების და მკურნალობის მეთოდების გათვალისწინებით.ამ სტატიაში განიხილება მნიშვნელოვანი ანალოგიები და განსხვავებები აღნიშნულ დაავადებებთან მიმართებაში.
რნმ(რიბონუკლეინის მჟავის)ვირუსები.
როგორც აივ-ინფექცია ასევე ც ჰეპატიტი განეკუთვნებიან რნმ ვირუსთა კლასს თუმცა არსებობს მკვეთრი სხვაომა ამ ორ ვირუსს შორის,აივ ვირუსი განეკუთვნება რეტროვირუსს ხოლო ც ჰეპატიტის ვირუსი ფლავიოვირუსს.
გამრავლება(რეპლიკაცია).
აივ ვირუსი ძირითადად აინფიცირებს იმუნოუჯრედებს(CD4,მაკროფაგები,განშტოებადი უჯრედები) მაშინ როდესაც ც ვირუსი უმთავრესად აინფიცირებს ღვიძლის უჯრედებს.(ჰეპატოციტებს).აივ ვირუსი გადის სრულ პროცესს ანთავსებს რა თავის გენეტიკურ მასალას მიმღები ობიექტის დნმ უჯრედებში რათა გამოიყენოს იგი გასამრავლებლად.მეორეს მხრივ ც ჰეპატიტის ვირუსი ასევე იყენებს გასამრავლებლად მიმღები ობიექტის უჯრედებს მხოლოდ არ სახლდება მის დნმ უჯრედებში.ეს ძირითადი განსხვავებანი გამოიყენება მედიცინაში ამ დაავადებათა გასაკონტროლებლად-წინასწარ დგინდება დაავადების პროგრესირების სიჩქარე და მკურნალობის სტრატეგია.
იმისდა მიხედვით თუ რა სიჩქარით მრავლდებიან ეს ვირუსები შეიძლება ითქვას რომ ყოველდღიურად აივ ვირუსი გასცემს მილიარდობით კოპიას დღეში,ც ჰეპატიტის ვირუსი კი ტრილიონობით.
მუტაციის ხარისხი.
აივ ვირუსი მუტირებს მაღალი ხარისხით თუმცა ც ჰეპატიტის ვირუსს კიდევ უფრო მეტი მუტაციის და გამრავლების ხარისხი გააჩნია.
ვაქცინები.
აქამდე მიმდინარეომს უამრავი კვლევა აღნიშნულ დაავადებათა წინააღმდეგ ვაქცინების შესაქმნელად თუმცა ორივე ვირუსის უმაღლესი ხარისხის მუტირების გათვალისწინებით არ არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში მსგავსი ვაქცინების შექმნა თუ საერთოდ შეიქმნება ოდესმე.
გავრცელება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით დედამიწაზე დაახლოებით 40 მილიონი აივ ინფიცირებული აღირიცხება,ხოლო ც ჰეპატიტით დაინფიცირებულთა რიცხვი 170 მილიონს შეადგენს.
ქვეტიპები.
არსებობს აივ ინფექციის ორი ქვეტიპი-აივ-1 და აივ-2. ც ჰეპატიტს გააჩნია 6 ქვეტიპი ანუ გენოტიპი-1,2,3,4,5 და 6 გენოტიპები.
ვირუსული დატვირთვა.
აივ ინფექციით დაინფიცირებულ პაციენტთა შორის მაღალი ვირუსული დატვირთვა პირდაპირ კავშირშია დაავადების სიმძიმესა და პროგრესირების ტემპთან.აღნიშნულ პაციენტთა შორის მაღალ დატვირთვად ითვლება 5000-დან 20 000 კოპიამდე/მლ-ში.ც ჰეპატიტის დროს მაღალ დატვირთვად ითვლება 800 000-ზე მეტი ერთეული.ხშირად ც ჰეპატიტით დაავადებულთა ვირუსული დატვირთვა შეადგენს მრავალ მილიონ ერთეულს ერთ მილილიტრ სისხლში.აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა მაღალი ვირუსული დატვირთვის კავშირი დაავადების სიძიმესა და გადადების რისკის გაზრდასთან თუმცა ამ ბოლო დროს ხშირი კვლევებით გამოიკვეთა გარკვეული კორელაცია მაღალ ვირუსულ დატვირთვასა და შესაძლო დედიდან შვილზე გადაცემის რისკის ზრდასთან კავშირზე.
ვირუსების სიცოცხლისუნარიანობა გარემო პირობებში.
ჰაერზე მოხვედრისას აივ ვირუსი დიდხანს ვერ "ცოცხლობს"თუმცა დახურულ გარემოში,მაგალითად შპრიცში მისი სიცოცხლისუნარიანობა მკვეთრად იზრდება.მეორეს მხრივ ც ჰეპატიტის ვირუსს დაინფიცირების უნარი გააჩნია მინიმუმ 16 საათის მანძილზე მხოლოდ არაუმეტეს 4 დღისა თუმცა იგივე შპრიცში მისმა სიცოცხლისუნარიანობამ შეიძლება შეადგინოს 64 დღე.ამის გამოა დიდი შანსი ც ვირუსით დაინფიცირების სხვადასხვა მექანიკური მანიპულაციებისას,ისეთების როგორებიცაა ტატუირება და სხვა,რაც აივ ინფექციის დროს გამორიცხულია.
ქრონიკული დაავადება.
ყოველ აივ ინფიცირებულს უვითარდება ქრონიკული დაავადება მაშინ როდესაც ც ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებულთა 20-40% სპონტანურად იცილებს ამ ვირუსს ხოლო დანარჩენ 60-80%-ში დაავადება იძენს ქრონიკულ ფორმას.
გადაცემის გზები.
ორივე ვირუსი ძირითადად გადაეცემა სისხლთან უშუალო კონტაქტით თუმცა აქაც შეინიშნება გარკვეული განსხვავებანი.ც ჰეპატიტის ვირუსი 10-ჯერ მეტად კონცენტრირებულია სისხლის ერთეულში ვიდრე აივ ვირუსი.ეს ნიშნავს რომ ც ჰეპატიტის ვირუსით გაცილებით იოლად შეიძლება დაავადდე ვიდრე აივ ინფექციით.ძირითადი გზა აივ ვირუსით დაინფიცირების გახლავთ ანალური ან ვაგინალური სექსუალური კონტაქტი,აივ ინფექცია ასევე გადაეცემა გაზიარებული,დაინფიცირებული ნემსების მეშვეობით,აგრეთვე დედიდან შვილზე. ც ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების უმთავრეს გზას წარმოადგენს დაინფიცირებული ნემსების ერთმანეთთან გაზიარება ინტრავენულ ნარკომანებს შორის,ასევე მათ მიერ ნარკოტიკის დასამზადებელი აღჭურვილობის თანაგაზიარება,სხვადასხვა სამედიცინი მანიპულაციები სისხლთან კონტაქტით,იშვიათად სექსუალური ან დედიდან შვილზე გადაცემის მეშვეობით.
მკურნალობა.
ც ჰეპატიტი შეიძლება განიკურნოს-იმის გამო რომ აღნიშნული ვირუსი არ სახლდება მიმღები ობიექტის(დაინფიცირებული პირის) დნმ უჯრედებში და არ იყენებს აღნიშულ უჯრედებს გასამრავლებლად,(იხ.ზემოთ).შედეგად აივ ინფექციის მკურნალობა ძირითადად გამოიხატება ვირუსული დატვირთვის შემცირებაში,დაინფიცირებულ CD4 სტაბილიზირებაში რათა არ მოხდეს ან შემცირდეს მაქსიმალურად აღნიშნული დაავადების გართულებანი.
რეზისტენტულობა პრეპარატების მიმართ.
პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების გამო აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები მალე განიცდიან რეზისტენტულობას ამ პრეპარატების მიმართ.ახლახანს მიღებული ც ჰეპატიტის ვირუსზე პირდაპირი მოქმედების პროტეაზული ინჰიბიტორები რომლებიც იხმარება 1 გენოტიპის სამკურნალოდ პეგინტერფრონებსა და რიბავირინის კომბინაციასთან ერთად ასევე განიცდიან მაღალ რეზისტენტულობას ორგანიზმის მიერ.2 და 3 გენოტიპების სამკურნალოდ გამოიყენება ძირითადად პეგინტერფერონის და რიბავირინის კომბინაცია.ეს პრეპარატები რეზისტენტულობას არ ექვემდებარებიან."
http://www.hcvadvocate.org/news/newsLetter...cate0811.html#1