"
ექსპერტთა მიერ რეკომენდირებული საკვები პროდუქტები ც ჰეპატიტით დაავადებულთათვის. მომზადებულია ნიკოლ კატლერის მიერ.
1.მიიღეთ შრატული ცილა(Whey Protein) შეუყოვნებლად ვინაიდან იგი შეიცავს ლაქტოფერინს და ხელს უწყობს გლუტატიონის დონის შენარჩუნებას ორგანიზმში.ვინაიდან გლუტატიონი წარმოადგენს ღვიძლის უჯრედებში არსებულ ძირითად ანტიოქსიდანტს ლაქტოფერინი ასტიმულირებს იმუნიტეტს და გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აყოვნებს რა ც ჰეპატიტის ვირუსს ღვიძლის უჯრედებზე შეტევისგან.
2.დაამზადეთ საკვები ოქროსებური ლობიოსგან(Mung Beans),გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში როგორც ორგანიზმში ტოქსინების გამნეიტრალებელი,იგი წარმოადგენს ბუნებრივ პროტეაზის ინჰიბიტორს.მდიდარია ბ და ც ვიტამინებით,კალიუმით,მაგნიუმით,რკინით,ფოსფორით,სპილენძით,ბოჭკოვანათი და ცილებით,ეხმარება ც ჰეპატიტის ვირუსისგან დასნებოვნებულ ღვიძლს გამოდევნოს ტოქსინები და უიოლებს მას მუშაობას.
3.მიირთვით შიტეიკის სოკო(Shitake Mushrooms),შეიცავს ლენტინანს, ანტიკარცენოგენულ პოლისაქარიდს მძლავრი ანტივირუსული და ანტიკარცენოგენული ეფექტებით.
ნიუიორკის კიბოს პრევენციის ცენტრის(http://www.mskcc.org/mskcc/html/44.cfm) მონაცემებით ლენტინანი იხმარება კიბოს საწინააღმდეგოდ,მაღალი ქოლესტერინის,იმუნიტეტის დასარეგულირებლად,აგრეთვე ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.ეს სპეციალური განსაკუთრებული სოკო აგრეთვე ამაღლებს ლეიკოციტების რაოდენობას და ზრდის დამხმარე ტ-უჯრედებს.
4.მიირთვით არტიშოკი-ბაყაყურას(MILK THISTLE) ოჯახის წარმომადგენელი,აკონტროლებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას,ეხმარება ღვიძლს სიჯანსაღის შენარჩუნებაში.ეს ბოჭკოვანი,მწვანე ბოსტნეული შეიცავს ცინარინს,ნივთიერებას რომელიც ხელს უწყობს ნაღვლის გადადევნას ღვიძლიდან ნაღვლის ბუშტში.ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო რომ ნაღვლის არაადეკვატური ტრანსპორტირება ღვიძლიდან ნაღვლის ბუშტში აძლიერებს ღვიძლის დაზიანების ხარისხს.
5.მიიღეთ ბაბუაწვერას მწვანე მასა-ასტიმულირებს რა ნაღვლის ნაკადს ბაბუაწვერა ეხმარება ღვიძლსაც და ნაღვლის ბუშტსაც ცხიმების განეიტრალებაში, პრევენციას უწევს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას და აუვნებელყოფს ტოქსინებს.დამატებით ბაბუაწვერას გააჩნია მსუბუქი დიურეტიკული ეფექტი რითაც შეიძლება დადებითი შედეგი ჰქონდეს ასციტიან პაციენტებში.
6.საკვები მდიდარი სელენიუმის შემცველობით,ვინაიდან ც ჰეპატიტი ახდენს სელენოპროტეინების კოდირებას ვირუსი სწრაფად ამოწურავს სელენიუმის მარაგს უჯრედებში.ამიტომ ც ჰეპატიტით დასნებოვნებული პირებისთვის სავალდებულოა ამ ნივთიერების კონცენტრაციის სათანადო დონეზე შენარჩუნება. მკვლევართა ჰიპოთეზით სელენიუმის დეფიციტის პირობებში ვირუსი სულ უფრო ფართოდ ვრცელდება უჯრედიდან უჯრედამდე და ეძებს სულ უფრო ახალ უჯრედებს მათ დასაინფიცირებლად.ასე რომ მოამარაგეთ თქვენი ორგანიზმის უჯრედები სელენიუმის მაღალი შემცველობის საკვებით როგორიცაა-ბრაზილიური თხილი?!ბროკოლი,ხახვი,პრასი და ნიორი.
სწორი საკვების გამოყენება საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არ წარმოადგენს ახალ კონცეფსიას.არასწორი კვება თუ რამდენად ახდენს ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე სულ უფრო და უფრო მყარდება დღევანდელი თვალსაზრისით.მედიცინაზე და მედიკამენტებზე მიმართულ საზოგადოებას ხშირად ავიწყდება თუ რამხელა თერაპევტიული პოტენციალი გააჩნია სწორად შერჩეულ საკვებს.არ არის მაღაზიაში ყოფნისას აუცილებელი წარმოადგენდე საკვები დანამატების სპეციალისტს რათა სწორად შეარჩიო შენთვის სასარგებლო პროდუქტები.ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების კვების რაციონში ჩართვით შეგიძლია შეინარჩუნო საკუთარი ჯანმრთელობა შესაბამის დონეზე ც ჰეპატიტით დაინფიცირების მიუხედავად.
კვების მართებული რეჟიმის შერჩევა როგორც ჩვეულებრივი ც ჰეპატიტით დაავადებულთათვის ასევე მათთვის ვინც გადის აღნიშნულ მომენტში ანტივირუსულ თერაპიას,რეკომენდაციები:
ცნობილია რომ აღნიშნული თერაპიის მიმდინარეობისას პაციენტებს აღენიშნებათ სხვადასხვა უარყოფითი რეაქციები როგორებიცაა პირში გემოს შეგრძნების დარღვევა,სუნების აღქმის გაუარესება და ა.შ.
მადის გაუარესების შემთხვევაში:
1.მოიხმარე საკვების მცირე პორციები;
2.ჩაიტარე მსუბუქი ვარჯიში აპეტიტის ასამაღლებლად;
3.მიიღე თხევადი საკვები პროდუქტები მოთხოვნილებისდაგვარად;
4.გადასძალე შენს თავს როცა ხარ მშიერი;
5.მოიხმარე სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვები.
თუ საკვებისადმი არასასიამოვნო დამოკიდებულება გაქვს და არ გსიამოვნებს მისი არომატი და გემო:
6.იმის გამო რომ წითელ ხორცს ანტივირუსული პრეპარატების მიღებისას მომწარო გემო დაჰკრავს გადადი ცილებით მდიდარ ისეთ საკვებზე როგორებიცაა თევზი,ქათამი,ლობიოსებურთა ოჯახის წარმომადგენლები,ყველი,იოგურტი და კვერცხი.
7.იმის გამო რომ გაცხელება ამძაფრებს საკვების არომატს არჩიე ცივი ან ოთახის ტემპერატურაზე მომზადებული საკვები.
8.გაანიავე ან ვენტილაცია გაუკეთე სამზარეულოს საკვების მომზადებისას ან მიღებისას.
9.მოამზადე საკვები გარემო პირობებში ან მიკროტალღოვან ღუმელში.
თუ დაღლილობა გეძალება:
10.სთხოვე მეგობრებს ან ოჯახის წევრებს დაგეხმარონ საკვების მომზადებაში.
11.იქონიე ადვილად ათვისებადი თხევადი საკვები ან წინასწარ გამზადებული საუზმე.
12.როდესაც ენერგია დაგიბრუნდებათ დაამზადეთ სრულყოფილი საკვები და გაყინეთ მაცივარში.
როდესაც გულისრევის გრძნობა გაქვთ ან გაზიდებთ ჭამის დროს:
13.დარჩით ჰიდრატირებული ყინულის პატარა ნატეხების მოწუწვნით ან დალიეთ არაციტრუსის შემცველი სითხეები პატარ პატარა ყლუპებით.
14.არჩიეთ მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი საკვები.
15.ჭამეთ პატარ პატარა ლუკმებით ყოველ რამდენიმე საათში რათა კუჭი არ იყოს სრულიად ცარიელი.
16.ერიდეთ საკვებს რომლებიც ასტიმულირებენ გულისრევის შეგრძნებას,ასეთებია მწარე,ცხიმით გაჯერებული და ქონიანი საკვები.
17.ეცადეთ მიიღოთ ჟენშენზე დაყენებული უალკოჰოლო სასმელი(Ginger Ale) ან ამ ნივთიერების შემცველი საკვები კუჭის მოქმედების დასარეგულირებლად."
http://www.hepatitis-central.com/mt/archiv...food_tip_1.htmlhttp://www.hepatitis-central.com/mt/archiv...tive_therapies/ * * *
ზოგიერთი საკვები შეიძლება არ იყოს საქართველოში თუმცა მათი მოპოვება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს,ამასთან ერთად მათგან ზოგიერთს უცნაური სახელები ჰქვია მაგრამ აქაურ პირობებში არც ისე ეკზოტიკურია ზოგი მათგანი,შრატის ცილას ( WHEY PROTEIN) ალბათ შეესაბამება ჩვენი ყველის დასამზადებელ შრატზე გაკეთებული რძის პროდუქტები(ასე მგონია,შეიძლება ვცდები),შიტეიკის სოკო(Shitake Mushrooms) არის ტიბეტური სოკო,ხშირად გამოიყენება ეგეც ჩვენთან,გემოთი მაწონს,უფრო სწორად კეფირს წააგავს.
* * *
dada1704