"
ჰეპატიტის ძირითადი დიეტა.
რამონა ჯონსი.
საკვები რომელსაც უნდა მოერიდო.
ცხოველური საკვები-ამ საკვებს სასურველია გვერდი აუარო რამდენიმე მიზეზის გამო.პირველ რიგში როცა მოიხმარ ცხოველურ პროდუქტს მოიხმარ იმასვე რაც მან მოიხმარა საკვებად.თუ ეს იყო მარცვლეული პროდუქტები იგი დამუშავებული იქნებოდა ქიმიურად და ნაწილს ამ ქიმიკატების შენც მოიხმარ.ამას გარდა მას ჩატარებული ექნებოდა სხვადასხვა ინექციები ჰორმონების მოსამატებლად,ანტიბიოტიკები,სტეროიდები და ა.შ.თუ ცხოველური პროდუქტი გამოიხატება ხორცის სახით თქვენ უქმნით დამატებით სტრესს საჭმლის მომნელებელ სისტემას,ღვიძლს,ნაღვლის ბუშტს,პანკრეასს.ხორცი წარმოადგენს მოსანელებლად უმძიმეს საკვებ პროდუქტს.ის რჩება კუჭში 5-7 დღის გამავლობაში სანამ ფერმენტები მას დაამუშავებდეს,იწვევს გრიპისებურ სინდრომს,გაზების დაგროვებას,შებერილობას და უფრო მეტ სტრესს უმატებს დაავადებულს.
კოფეინი,კოლა,შოკოლადი,ყავა,ზოგიერთი ჩაის სახეობა,ურეცეპტოდ მიღებული პრეპარატები.კოფეინი თავისთავად სტიმულატორია,ღვიძლის სტიმულირება იწვევს ღვიძლის გაღიზიანებას.თუ იღებ დიდი რაოდენობის კოფეინის შემცველ პროდუქტებს ეცადე თანდათან შეამცირო მათი რაოდენობა რათა თავიდან აიცილო მათი მოშორების ე.წ. აბსტინენციური სინდრომი.მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები,გულისრევის შეგრძნება,სუსტი ციება და ა.შ.
ონკანის წყალი-ეცადე მიიღო დისტილირებულ წყალი,მხოლოდ,არა გაფილტრული.ონკანის წყალში მრავალი ქიმიკატია როგორებიცაა ქლორი,ფტორიდები,არაორგანული ქიმიკატები და სხვა ნივთიერებები რომელთა გადამუშავებაც რთულია ღვიძლისთვის.გაფილტრული წყალი თავისთავად სჯობია უბრალო ონკანისას მაგრამ შეიცავს ბაქტერიებს.ღვიძლისთვის დამატებითი დატვირთვის მოსახსნელად უმჯობესია მას მიეწოდოს უსუფთესი წყალი რასაც წარმოადგენს მისი დისტილირებული ფორმა.შხაპიც კი რასაც იღებ ყოველდღიურად შეცავს მავნე მინარევებს რომლებიც ფილტვებიდან კანში შეღწევით უშუალოდ აღწევენ ღვიძლამდე,გამოიყენეთ სპეციალური ფილტრი მათ მოსაცილებლად.
სწრაფი მომზადების საკვები-ბევრისთვის ყველაზე მისაღებია თუმცა სწრაფი მომზადება უკვე პასუხს იძლება მათი მიღების არამიზანშეწონილებაზე.ჩვენი ორგანიზმი ვერ იღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ საკვებ ნივთირებებს მათი მოხმარებისას,ამასთან ეს პროდუქტები გაჯერებულია ღვიძლისთვის არასასიამოვნო ნივთიერებებით-ცხიმით,შაქრით,ცარიელიკალორიებით,ქიმიკატებით და სხვა.
უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი-იგი არ არის ქიმიურად დამუშავებული და ორგანულია, ქიმიკატებით დამუშავებულ ფქვილში სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების 78% დაკარგულია.ასეთი ფქვილის მოხმარებისას ორგანიზმი საჭიროებს დამატებით ვიტამინებს და მინერალებს რათა უტილიზაცია გაუწიოს გადამუშავებული ფქვილისგან მომზადებულ საკვებს.
ჰიგროგენიზირებული ზეთი-რაფინირებული ზეთი წარმოადგენს სხვა რთულად ასათვისებელ პროდუქტს ღვიძლისთვის,ამის შემჩნევა ადვილია როცა დაბალ ტემპერატურაზე ასეთი ზეთი მკვრივდება მიუთითებს რა მასში ცხიმის არსებობაზე.ამიტომ უმჯობესია სელის ან სუფთა ზეთისხილის ზეთის გამოყენება.
ცხოველური რძის პროდუქტები-ასეთი პროდუქტები ისე როგორც ხორცი გაჯერებულია პირუტყვის მიერ მიღებული მავნე ნივთირებებით და მძიმეა გადასამუშავებლად.იოგურტი არ ითვლება რძის პროდუქტად(?!)მაგრამ შეძენისას დააკვირდით მწარმოებლის ეტიკეტს,ზოგი სახეობა დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს.
ხილის წვენები-ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს რაც უტყუარი სტრესია ღვიძლისთვის,ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის,პანკრეასისთვის,ამასთან შეიძლება რაიმე ვირუსის წყარო აღმოჩნდეს.
ხელოვნური დამატკმობელები-უკვე სიტყვაც თავისას იძახის-ხელოვნური.ეს ნივთიერებები უაღრესად მძიმეა ღვიძლისთვის დასამუშავებლად,შენი დასნებოვნებული ღვიძლი ვერც კი ხვდება რა ნივთიერებას ამუშავებს,გამოიყენეთ მათი შემცვლელი-სტევია.
გადამუშავებული საკვები(processed foods)-ყველამ ვიცით რომ ასეთი საკვები შეიცავს არაბუნებრივ ნივთიერებებს,კონსერვანტებს,შემავსებლებს,ქიმიკატებს.უბრალო შეგრძნებითაც შეიძლება მათი გამორჩევა რამდენად მავნეა ჯანმრთელობისთვის.
დაიხსომე,ჩვენი მიზანია რაც შეიძლება გავუადვილოთ მუშაობა ღვიძლს.
შეცვალო საკუთარი დიეტა ალბათ ყველაზე რთული პირობაა მისაღწევად.არა მხოლოდ დასნებოვნებული ვართ ამ ვირუსით არამედ შეუცნობლად "მიჩვეულები"ვართ არასწორ კვების პროდუქტებზე.ტყუილად არ ვამბობ სიტყვას "მიჩვეული" ვინაიდან უმეტესობა ჩვენს შორის ფიქრობს საჭმელზე როცა ან გაბრაზებულია,დეპრესირებული,როცა გვაქვს უძილობა.სანამ დამისვავდნენ ც ჰეპატიტის დიაგნოზს 6 წლის განმავლობაში განვიცდიდი მის სიმპტომებს,მივირთმევდი რაანებისმიერ საკვებს რაზეც ხელი მიმიწვდებოდა რათა თავი უკეთ მეგრძნო,არ ვითვალისწინებდი რა მათ მავნებლობას.ამჟამად როცა დიაგნოზი დასმულია საჭიროა დიეტის კარდინალურად შეცვლა თუ სერიოზულად ფიქრობთ საკუთარ ჯანმრთელობაზე,სწორედ დიეტიდან იწყება ყველაფერი.დაიწყე დიეტის შეცვლა ნაბიჯ ნაბიჯ,არ ეცადო ყველაფერი ერთ დღეში შეცვალო,ეს იქნება უდიდესი დარტყმა ორგანიზმისთვის რაც გამოიხატება როგორც მენტალურად ასევე ფიზიკურადაც.კოფეინი და შაქარი ყველაზე ძნელი ამოსაღებია დიეტიდან იწვევენ რა მიჩვევის სინდრომს.ასე რომ ნელ ნელა გადადი სხვადასხვა არასასურველი პროდუქტის რაციონიდან ამოღებაზე.დაწერე ერთ დღეს რა მიიღე მთელი დღის მანძილზე და სიურპრიზი აღმოჩნდება შენთვის რომ წესისამებრ მთელი ფილა ჰერშის შოკოლადის ნაცვლად მიიღე მხოლოდ მისი ნახევარი!
საკვები რაც უნდა მიირთვა!
გაუცრელი ფქვილისგან დამზადებული პური.
მარცვლოვნების ნაწარმი.(ჩვენთან ალბათ ღომი ან მჭადი.)
ალაოს პროდუქტები.
ხორბლის კრემი!?
ყავისფერი ბრინჯი.
ბოსტნეული.(კარტოფილი ზომიერად).
ყველა სახის ლობიუსებურები.(бобовые რუს.)
დიდი რაოდენობით ბოსტნეულის წვენები.ახლად დამზადებული.
ცოცხალი ხილი ზომიერად,2-3 ნაჭერი დღეში.
რძის ნაცვლად სოიოს პროდუქტები.
შვრიის ფაფა(ჰერკულესი).
მარცვლეულის ტორტილა.
დაკონსერვებული ტუნა მცირე რაოდენობით.
ორგანული ხორბლის ან შვრიის მაკარონი.
მცენარეული ჩაი ცივად ან ცხლად.
ცოცხალი ლიმნისგან დამზადებული ლიმონათი დამტკბარი სტევიით.
ორგანული ზეთისხილის ზეთი.
სელის ზეთი.
ოჯახში დამზადებული ბოსტნეულის სუპი.
გამომცხვარი ჩიპსები.
მაიონეზის ნაცვლად ნაიონეზი.?!
იოგურტი.
გადავიდეთ მცირე გართულებაზე,გადავამზადოთ ტრადიციული პროდუქტები ჩვენი მოთხოვნილების შესაბამისად.
სპაგეტი-ხორცით ან მის გარეშე.
მაკარონი და ყველი-სოიოს პროდუქტებზე დამზადებული.
ტოსტერზე დამზადებული პურის ნაჭრები.
ენჩილადა(აქ ხორცის ბლინები),ჰამბურგერები-ხორცი შევცვალოთ მარცვლეულის პროდუქტებით.
ტუნას სალათი.(Тунец რუს.).
წიწილის სალათი.
პუდინგი-დამტკბარი სტევიას სითხით.
ტკბილეული-ნამცხვარი,ტორტი და მსგავსი ზომიერად დესერტად.
კარტოფილის პუდინგი ყველით ან ბოსტნეულით.
პიცა-ვეგატარიანულად,ბოსტნეულით ან ყველით.
სახლში დამზადებული იოგურტი,დამტკბარი სტევიით.
ზოგადი რჩევები კვების რეჟიმისთვის საკუთარი მოთხოვნილების შესაბამისად.
მიირთვი საკვები დღეში 4-ჯერ ზომიერ პორციებად.არასდროს ჭამო ერთხელ და დიდი რაოდენობით.
არ ჭამო დაძინებამდე 5 საათზე გვიან.
გასინჯე ახალი სახის საკვები,შეიძლება ძალაუნებურად მოგეწონოს.
დალიე დიდი ოდენობით დისტილირებული წყალი დღის მანძილზე და დააყოლე ც ვიტამინი.
ჭამე ნელი ტემპით და მარტო როცა საშუალებაა,ტელევიზორის ყურების გარეშე.
დაამზადე საკვები წინასწარ რათა ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს,შეინახე მიკროტალღოვან ღუმელში ნებისმიერ დროს გამოსაყენებლად.
თუ არ გაწუხებს სითხის დაგროვების პრობლემა და არ გაქვს მაღალი წნევა მცირე რაოდენობით მარილის მიღება დასაშვებია.სითხე გიგროვდება თუ არა ამის გარკვევა ასეა შესაძლებელი-დააჭირე თითი წვივზე 5 წამის განმავლობაში,თუ ჩაღრმავება დარჩა ე.ი. სითხე გროვდება და მარილის მიღება უნდა შეიზღუდოს.
ღეჭვა,ღეჭვა და ღეჭვა-საჭმლის მონელების პროცესი პირის ღრუში იწყება,ამ დროს გამოიყოფა საჭმლის გადამამუშავებელი სითხეები.თუ საჭმლის მიღების შემდეგ თავს მაინც დაღლილად გრძნობ ე.ი. არ მიგიღია სრულყოფილი საკვები ან ბევრი შეჭამე!(ან გაქვს ც ჰეპატიტი)?!
არ ჭამო როცა თავს გაბრაზებულად გრძნობ,ფლუსტრირებული ან მოწყენილი ხარ.გაიარე ფეხით და ელაპარაკე საკუთარ თავს,ეს საშუალებას მოგცემთ სტრესის დაძლევის.
რჩევები მათთვის ვისაც ციროზი აქვს.
ბევრი დანიშნულება იდენტურია მაგრამ მაინც არის ზოგიერთი განსხვავება დიეტასთან მიმართებაში.
1.არ მიირთვა ნედლი ბოსტნეული,დაამზადე ორთქლზე და ისე მიიღე,ამაში შედის სტაფილო,კარტოფილი,ფერადი კომბოსტო და სხვა უხეში ბოსტნეული,ძნელად დასაღეჭი.გაწურვა მისაღებია.
2.თავი აარიდე ხორცს,ალკოჰოლს,ცხელ სოუსებს, მწარე,შემწვარ,ცხიმიან,მარილიან საკვებს,კოფეინს და ყავას.
3.უმჯობესი,სასურველი ახლად დამზადებული წვენები--სტაფილო,ჭარხალი,კიტრი.
სტაფილო და ისპანახი.
სტაფილო,ნიახური და ოხრახუში.
4.აიღე 2-3 ქლიავი,დაანაწილე კურკიანად და მიღებულ მასას დაამატე 1 ფინჯანი მდუღარე წყალი,აურიე კარგად და მიიღე დილა-საღამოს.
5.მოამზადე სოიოს ამონაყარისგან და აზდუკის ლობიოსგან(adzuki beans 1/2 1/2-ზე)პროპორციით,უყავი მსუბუქ სუპში და მიირთვი.
6.დაამატე საკვებს ლეციტინი,მიიღე როგორც ვიტამინი,1500 მგ-მდე.
7.მიიღე ყოველდღიურად 800 მგ ე ვიტამინი მშრალი ფორმით,თუ მანამდე არ იღებდი დაიწყე 200 მგ-დან.
8.მისაღებად სასარგებლო საკვებია:ბროკოლი,ბრიუსელის კომბოსტო,ფერადი კომბოსტო,ხახვი,ნიორი,პარკისებურები(ლობიო,ოსპი.),კომბოსტო,ტკბილი წიწაკა,მარცვლეულები(სიმინდი,ხორბლეული),არტიშოკი,ჭარხალი,ბაბუაწვერა(Dandelion),მცენარეები როგორებიცაა დარიჩინი,ალაოს ფესვი(Licorice),კურკუმა(Turmeric).
9.ნუ მიიღებ ც ვიტამინს საკვებთან ერთად ვინაიდან ამ შემთვევაში იზრდება ორგანიზმის მიერ რკინის აბსორბცია,უმჯობესია მიიღო ჭამიდან ორი საათის შემდეგ."
თუ გაუგებარია ზოგიერთი ტერმინი ისარგებლეთ სტატიის ორიგინალით და გუგლით,ქართულად ძალიან ძნელია ამდენი მცენარეულის შესატყვისის მოძიება,ასევე საკვებ პროდუქტებზეც,ზოგი საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს,შეიძლება არის კიდეც იმდენი კვების ობიექტებია ახლა გახსნილი,მითუმეტეს ამერიკულ და ევროპულ სივრცეში ვართ გაჭრილები!

პ.ს.ცოტა გაუგებრობაა,აქ უკვე არც ისე კარგად არის ყავის მიღება დახასიათებული!...
http://www.hepatitis-central.com/hcv/diet.htm * * *
ეს არის სტატია ქართველი მედიცინის მუშაკების ერთობლივ კვლევაზე ამერიკელებთან ერთად,იმით არის საინტერესო რომ უცნაური ციფრები იკვეთება მასში,თუ მხოლოდ მაგ კვლევაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში მოსახლეობის 6.7% ც ჰეპატიტით დაინფიცირებაზე ალბათ კომენტარი ზედმეტია.
„ც ჰეპატიტის და აივ-ინფექციის გავრცელება და რისკი სისხლით გადამდები ინფექციური დაავადებების:თბილისის მოზრდილ მოსახლეობაზე დაფუძნებული კვლევის შედეგები.
ინექციური ნარკოტიკების გამოყენება და მის მიერ გამოწვეული ც ჰეპატიტით და აივ-ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში.ვინაიდან აქამდე მხოლოდ რამდენიმე მცირე კვლევა ჩატარდა ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ დაგვედგინა რეალურთან მიახლოვებული სურათი ამ დაავადებების გავრცელების ჩავატარეთ რა ორეტაპიანი რანდომიზირებული გამოკვლევა ქ.თბილისის 2000 მაცხოვრებელზე დაკვირვებით.ამ 2000 გამოკვლევაში მონაწილეთაგან 162(8.1%) აღიარა ინექციური ნარკოტიკების გამოყენება თავიანთი ცხოვრების მანძილზე.ამ პირთაგან 138(85.2%) დაადასტურა რომ აზიარებდა შპრიცს სხვა მომხმარებლებთან.
ც ჰეპატიტი დაუდგინდა კვლევაში მონაწილე მთელი პოპულაციის 6.7% ანუ 134 ინდივიდუალს მაგრამ მათ შორის ვინც ინექციურ ნარკოტიკებს იღებდა დაინფიცირებულთა რაოდენობამ შეადგინა 70.4% ანუ 114 პირი აღმოჩნდა მათ შორის ც ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული.აივ-ინფექცია დაუდგინდა მხოლოდ 3 პიროვნებას.(0.2%),ყველანი იყვნენ ნარკოდამოკიდებულები.ინექციური ნარკოტიკების გამოყენება და მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის შემცველი მოქმედებები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს საქართველოში და შეიცავს მოსალოდნელ ც ჰეპატიტის და აივ-ინფექციის ეპიდემიურად ფართო გავრცელების მაღალ რისკს უახლოესი წლების განმავლობაში.“
http://www.iywg.org/ar/popline/prevаlence-...on-based-survey * * *
ყველას გილოცავთ მარიამობას,ღვთისმშობლის მადლი შეგვეწიოს.