"დაბრუნება ც ჰეპატიტისკენ:ახალი ხედვა ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
ავტორი ლუსინდა პორტერი.
მ წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება ფდა მიერ ორი ახალი პრეპარატის-ბოცეპრევირის და ტელაპრევირის ოფიციალურად დამტკიცება ც ჰეპატიტის სამკურნალოდ.ორივე წარმოადგენს პროტეაზის ინჰიბიტორს და ინტერფერონთან და რიბავირინთან კომბინაციაში ისახება როგორც მძლავრი სამკომპონენტიანი კომბინაცია ც ჰეპატიტის ვირუსის გასანადგურებლად.
ეს მოვლენა აისახება როგორც გარდატეხის მომენტი ამ ვირუსთან შერკინებაში,პერსპექტივაში მეცნიერებს უკვე მიღწეული აქვთ მეტი წარმატება ამ დაავადებასთან ბრძოლაში ვიდრე უბრალო გაციებასთნ.ამ გადმოსახედიდან საინტერესოა დაბრუნება ც ჰეპატიტის წარმოშობის ისტორიასთან.
რა არის ც ჰეპატიტი?
ც ჰეპატიტის ვირუსი წარმოადგენს მცირე ზომის,50 ნანომეტრი ზომის რნმ ვირუსს,მიეკუთვნება ჰეპავირუსების განკერძოებულ კლასს ფლავივირუსების ოჯახიდან.ყვითელი ცხელებაც ამავე ოჯახისაა მაგრამ მიეკუთვნება ვირუსთა სხვა კლასს.ფლავიო ლათინურად ნიშნავს ყვითელს,ფერს რომელიც დამახასიათებელია მწვავე ც ჰეპატიტის მქონე პირთათვის.
როდესაც ც ვირუსი ხვდება ორგანიზმში იგი თავსდება ღვიძლის უჯრედებში იმგვარად რომ დაიწყოს გამრავლება.ამ პროცესს ქვია ვირუსის რეპლიკაცია და ც ვირუსის შემთხვევაში დღიური გამრავლება აღწევს რამდენიმე ტრილიონს.
როდესაც ც ვირუსი აინფიცირებს ღვიძლის უჯრედებს იგი იყენებს ავადმყოფის რნმ უჯრედებს გასამრავლებლად.ც ვირუსი არ კლავს ღვიძლის უჯრედებს პირდაპირი მნიშვნელობით,ეს უგრო წააგავს დაინფიცირებული ორგანიზმის მძევლად აყვანას.გრძნობს რა საშიშროებას ორგანიზმის იმუნური სისტემა ცდილობს დაამარცხოს არასასურველი ინტერვენცია თუმცა ამ ბრძოლაში უფრო ხშირად ვირუსი გამოდის გამარჯვებული.სხეული ცდილობს განთავისუფლდეს ვირუსისგან,პროცესისგან როცა იწყება ღვიძლის ნელი განადგურება.ზოგჯერ პირველი 6 თვის განმავლობაში სავარაუდო დაინფიცირებიდან იმუნური სისტემა ერევა ვირუსს,როდესაც ეს ხდება ორგანიზმში სამუდამოდ რჩება ანტისხეულები აქტიური ვირუსის არსებობის გარეშე.
ვირუსის ისტორია.
ვირუსული ჰეპატიტები მოიხსენიებიან ჯერ კიდევ ადრეულ წყაროებში,ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე თავის ცნობილ ფიცში მათ მოიხსენიებდა ჰიპოკრატე მიუთითებდა რა პერიოდულ სიყვითლის ეპიდემიების აფეთქებაზე ძველ საბერძნეთში.მასობრივ გავრცელებას სიყვითლე აღწევდა სხვადასხვა ომების პერიოდებში,მათ შორის სამოქალაქო ომების მიმდინარეობის დროსაც.ვარაუდია რომ ამ დროს ადგილი ჰქონდა ა და ბ ჰეპატიტების ეპიდემიებს თუმცა ამ ვირუსების შესახებ იმ დროისთვის არაფერი არ იყო ცნობილი.პირველად ა და ბ ჰეპატიტების ვირუსების შესახებ 1952 წელს ერთ ერთ საუნივერსიტეტო გამოსვლაში ილაპარაკა ჯოზეფ სტოუკმა,ბ ჰეპატიტის ვირუსი გამოკვლეული(იზოლირებული) იქნა 1963 წელს,ა ვირუსი-1973 წელს.
მეორე მსოფლიო ომის აზიური კამპანიიდან და კორეიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებში აღინიშნებოდა ვირუსული ჰეპატიტების ხშირი შემთხვევები.ყვითელი ცხელების და სხვა ტროპიკული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქციანაციას უკავშირებენ ვირუსული ჰეპატიტების მასობრივ გავრცელებას.უკვე ამ დროს მეცნიერები დაეჭვდნენ სხვა ტიპის ვირუსის არსებობაში რომელიც უშუალოდ ღვიძლის დაზიანებას იწვევდა და სულ სხვა ტიპის სიმპტომებით გამოირჩეოდა ვიდრე ადრე არსებული და ცნობილი ჰეპატიტების ვირუსები.
ეს მესამე ტიპის ჰეპატიტის ვირუსი(ამჟამად ც ვირუსი) აღმოჩენილი იქნა ბევრ ადამიანში რომლებიც მსახურობდნენ ვიეტნამში.მომსახურე პერსონალი-მედიცინის დები,ექიმები და ჯარისკაცები ხშირად იღებდნენ სავარაუდოდ დაინფიცირებული სისხლის ტრანსფუზიებს,საფრთხის შემცველი ვაქცინაციის პროგრამები ასევე ზრდიდა დაინფიცირების რისკს.ამის გარდა ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცები ხშირად იყენებდნენ ძლიერმოქმედ ნარკოტიკებს ტკივილის გასაყუჩებლად რაც გადადიოდა ნარკომანიაში და დამატებით უწყობდა ხელს ვირუსული ჰეპატიტების გავრცელებას.
70-იან წლებში ალტერმა და კოლეგებმა ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტიდან მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე პირველად დემონსტრაციულად განაცხადეს ახალი,სრულიად განსხვავებული არა ა და არა ბ ვირუსის აღმოჩენაზე რომელიც სისხლის გადასხმით ვრცელდებოდა.არავინ იცოდა ჯერ კიდევ თუ რამხელა საფრთხეს შეიცავდა ეს ვირუსი და დაინფიცირებულ ჯარისკაცებს სთხოვდნენ არ გაემახვილებინათ მასზე ყურადღება.საინტერესოა რომ წინმხედველმა მეცნიერებმა შეინახეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების სისხლის ნიმუშები და მომდევნო პერიოდში დაადასტურეს მათში ც ჰეპატიტის ვირუსის არსებობა.
1989 წელს ქირონის კორპორაციის მკვლევარებმა დაავადებათა კვლევის ცენტრთან კოოპერირებაში(CDC) პირველად გამოაქვეყნეს ოფიციალური კვლევის შედეგები იზოლირება გაუკეთეს რა არა ა და არა ბ ჰეპატიტის ვირუსს და მას დაარქვეს ც ჰეპატიტის ვირუსი.მაიკლ ჰიუტონმა და მისმა ორმა კოლეგამ ქირონის ცენტრიდან შემდგომში,2000 წელს დაიმსახურეს პრესტიჟული ლასკერის სახელობის სამედიცინო პრემია ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის გამო.
წელს პირველად იან ლიპკინმა და მისმა კოლეგებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან განაცხადეს ც ჰეპატიტის ვირუსის არსებობაზე ძაღლებში.ეს აღმოჩენა მაღლა წევს საკითხს ამ დაავადების ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობაზე მათი საუკეთესო მეგობარის შემწეობით,შესაძლოა 500 ან 1000 წლის წინ.მე ვფიქრობდი რომ ისიც არასასიამოვნო იყო მათგან რწყილები რომ გადადის,თურმე უარესიც შეიძლება!!!
ც ჰეპატიტის მკურნალობის ისტორიიდან.
ც ჰეპატიტის ვირუსის მკურნალობა დაიწყო ადრეულ 90-იან წლებში პრეპარატით ინტერფერონ-ალფა.მყარი პასუხების რაოდენობა მცირე იყო და არ შეადგენდა 10-20%-ზე მეტს.ეს ინექციური პრეპარატი მოქმედებდა ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებაზე და არ ჰქონდა პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი.ეს იგივეა მებრძოლს მისცე იარაღი მომხვდურთა მოსაგერიებლად,თუ კარგი მსროლელი ხარ დაამარცხებ მომხვდურებს,თუ არადა მოწინააღმდეგე გაგანადგურებს.
1998 წელს ინტერფერონს დაემატა პრეპარატი რიბავირინი,რომლის მოქმედების ზუსტი მექანიზმიც დღემდე ბოლომდე არ არის შესწავლილი,ცნობილია მხოლოდ რომ იგი ასუსტებს ც ჰეპატიტის ვირუსს და მკურნალობის ეფექტურობას ზრდის 37-დან 43-%მდე,თუმცა ამას ემატება დამატებითი გვერდითი ეფექტები.მარტივად რიბავირინის მოქმედება შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად-იგი ვირუსს კვეთს კიდურებს,ხოლო ინტერფერონი ასრულებს რიბავირინის მიერ დაწყებულ შავ სამუშაოს.
მკურნალობის ეფექტურობა მკვეთრად გაიზარდა 2002 წელს როდესაც ფდა-მ დაამტკიცა ც ჰეპატიტის სამკურნალოდ ე.წ. პეგილირებული ინტერფერონ ალფა რამაც განკურნების შანსი ერთბაშად გაზარდა 52%-მდე,პეგინტერფერონი გამოირჩევა შედარებით ხანგრძლივი მოქმედებით და ეფექტურობით,ეს იგივეა ერთმანეთს რომ შეადარო ხელის პისტოლეტი და ავტომატი ეფექტურობის მაჩვენებლით.
ჩვენს ხელთ არსებულ დღესდღეობით უძლიერეს არსენალს ც ჰეპატიტის დასამარცხებლად წარმოადგენს ორი პრეპარატი-პროტეაზის ინჰიბიტორი-ტელაპრევირი და ბოცეპრევირი.ეს პრეპარატები წარმოადგენენ პირდაპირ ანტივირუსულ აგენტებს წინაღუდგებიან რა ვირუსის რეპლიკაციას-გამრავლებას ღვიძლის უჯრედებში უშუალოდ.პროტეაზის ინჰიბიტორები მოქმედებენ წინასწარ განსზღვრულ ვირუსთა კლასებზე,იმ შემთხვევაში თუ ც ჰეპატიტის ვირუსმა შეაღწია ინჰიბიტორისთვის მიუწვდომელ ადგილს შემდეგ სამუშაოს უკვე ასრულებს ინტერფერონ-რიბავირინის კომბინაცია.სამმაგი თერაპია იძლევა განკურნების დაახლოებით 79% შანსს პირველი გენოტიპის მქონე პაციენტთა შორის.მეორე და მესამე გენოტიპების მატარებელ პაციენტთა ჯგუფები აგრძელებენ ტრადიციული პეგინტერფერონ-რიბავირინის კომბინაციით მკურნალობას ვინაიდან პაციენტთა ამ ჯგუფებში განკურნების შანსი ისედაც აღწევს 82%-ს.
განვიხილავთ რა ც ჰეპატიტის წარმოშობის და მკურნალობის ისტორიულ ასპექტს პერსპექტივა საკმაოდ დამაიდებელი ჩანს,დიახ,ჯერ კიდევ არსებობს ბუნდოვანი მომენტები,ჯერ კიდევ გამორიცხულია 100% შედეგით ყველას განკურნება გენოტიპთა მიუხედავად,ყველაფრის გათვალისწინებით მოკლე დროის პერიოდში შემუშავდა ამ დაავადებასთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტური მეთოდები რაც იმის მაჩვენებელია რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ვიფიქროთ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრაზე და ც ჰეპატიტისგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნაზე."
http://www.hcvadvocate.org/news/newsLetter...vocate0911.htmldainger