yes
უნივერსიტეტში კაზუსებს გვაძლევდნენხოლმე ამოსახსნელად, სადაც რეალობიდან აღებული სასამრთლო საქმეები იყო მოცემული. სამოქალაქო სამართლში ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როცა პაციენტი პლასტიკურ ქირურგს უჩიოდა. ზოგჯერ დასტურდებოდა ექიმის დაუდევრობა ზოგჯერ არა. ევროპის ქვეყნების სამართლაში ძალიან ხშირია ასეთი სარჩელები.
ქირურგის ბრალითაც ბევრი ადამიანი დამახინჯებულა ეს მართალია და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ყოველთვის ექიმს გადააბრალო. ყველაფერი ინდივიდუალურია და ბევრი რამ ორგანიზმზეა დამოკიდებული, გარდა ამისა ხშირად ვერ უვლიან გაკეთებულ ცხვირს. კეხის გაზრდას რაც შეეხება როგორც თერაპევტმა ამიხსნა ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ძვალსაზრდელის ანთება ემართება ადამიანს. ამას ექიმი ვერ იწინასწარმეტყველებს მგონი...
მე არავის არ ვიცავ, უბრალოდ ზოგადად ასეთი მიდგომაა არასწორი: როცა ნახავ ერთი ორ ცხვირს და თვლი რომ სხვისი კრიტიკის უფლება გაქვს. ამიტომ არასოდეს მიხსენებია ამ თემაში არცერთი ქირურგის გვარი, გარდა ჩემი პირადი გამოცდილებისა და იმ ინფორმაციისა ვისთან გავიკეთე. იმიტომ, რომ სხვების "ნამუშევრები" ერთი-ორი მაქვს ნანახი, ისიც მხოლოდ ამ ფორუმზე და ვთვლი, რომ ეს საკმარისი არაა იმისათვის რომ ექიმი შეაფასო და მის პროფესიონალიზმზე იმსჯელო.
არ ღირს მუდმივად გვარების ხსენება და კონკრეტული პიროვნებებისთვის კბენა. ყველას ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტი, მაგრამ რამდენად საფუძვლიანია ეს უკმაყოფილება ეს ცალკე საკითხია...
და კიდევ ერთი: ძალიან ბევრი ადამიანია გასალამაზებელი და ერთი ქირურგი მაინც არ ეყოფა ამ საქმეს

ასე რომ რაც მეტი პროფესიონალი იქნება ჩვენთვისაა უკეთესი
This post has been edited by Miss Chocolate on 1 Jun 2011, 00:32