
ყურადღება

ეხლა ვიპოვე რინოპლასტიკის შემდგომი ინსტრუქციები და ყველა საკითხი წერია. ოპერაციის წინ მომცეს. ამოგიწერთ ეხლა ყევლაზე აქტუალურ კითხვებს მოკლედ.

სათვალის ხმარების წესი ოპერაციის შემდეგ
სათვალეზე აკრძალვა არის მხოლოდ 10 დღე. მერე უკვე შეიძლება. თავიდან შესაძლოა ნაჭდევები დაგეტყოთ, მაგრამ გაგივლითო.

ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა
ერიდეთ ისეთ ვარჯიშს რომელიც გამოიწვევს თქვენი პულსის 90-ზე ზევით ასვლას მინიმუმ 3 კვიორის განმავლობაში. როცა პულსი მატულობს, წნევაც იმატებს რამაც შეიძLება გამოიწვიოს სისხლდენა. ნელ-ნელა მოუმატეთ ვარჯიშს სამი კვირის შემდეგ. ერიდეთ ყევლა ტიპის კონტაქტურ სპორტს 4-6 კვირის განმავლობაში. მერე უკვე ჩვეულებრივათ.

გამონადენი ცხვირიდან
დასაშვებია სისხლნარევი გამონადენი ცხვირიდან პირველი 48-72 საათის განმავლობაში, ჩვეულებრივ ის მცირდება და ღიავდება ოპერაციიდან 24-36 საათში.

ცხვირის გამოწმენდა
შეინარჩუნეთ ნესტოები სუფთად და გამონადენი გამოისუფთავეთ წყალბადის ზეჟანგის 3 %-იან ხსნარში დასველებული წკირებით (ანუ ბამბიანი ცხირებით). თავიდან შესაძლოა გასუფთავება მოგიწიოთ დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ უფრო იშვიათად. შედით ცხვირში მხოლოდ წკირის ბამბიანი ნაწილით. (უფრო ღრმად არა).

ზაგარს რაც შეეხება, არავითარი აკრძალვა არ წერია

არანირ დეფორმაციებს და მსგავს სისულელებს ეგ არ იწვევს.

თუ კიდე რამე გაინტერესებთ მკითხეთ და ამოგიწერთ

-------------------------------------------------------------------------------
პარიჟანივნახე. მემგონი ნიკაპი უფრო მოგიხდება, ცოტა დიდია. ცხვირს საგანგაშოს ვერაფერს ვატყობ,
თანაც ნიკაპი დიდად იერს არ შეცვლის.
This post has been edited by ostensible999 on 10 Jun 2011, 16:44