წავიკითხე წინა პოსტები და გაოგნებული დავრჩი შორენა გოგოჭურით უკმაყოფილო თუ იყო ვინმე არ მეგონა

მეც "მედეაში" დავდივარ და საერთოდაც მანდ მივედი პირველად გინეკოლოგი რომ დამჭირდა. არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიან ჭკვიანი, უშუალო და რაც მთავარია მომიხსნა ყველა კომპლექსი და გასაგებ ენაზე მიხსნის ყველაფერს. ძალიან ვნერვიულობდი მისვლამდე, ვინმე უხეში და ცივი რომ დამხვედროდა, ალბათ მეორედ აღარც მივიდოდი მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ შორენათიც და თამუნათიც, მშვენიერი შედეგებიც მაქვს და ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია ორივე. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უამრავი პაციენტი ყავს ყოველთვის და შორენასთან რომც არ მივდიოდე, მაინც სულ მეკითხება როგორ ვარ და გადასარევად ახსოვს ყველაფერი ჩემს შესახებ. ერთადერთი, ვინც "მედეაში" არ მომწონს, მიმღებში რომ ხნიერი ქალი ზის ისაა, მაგრამ რავიცი მაგის გამო გადაფიქრება არ ღირს მემგონი