გავიკეთე დღეს. წინა სამი დღე უკვე იმდენი ვინერვიულე, რომ ოპერაციის ღამეს დავრელაქსდი. ვიცოდი, რომ არ მეტკინებოდა, თანაც სედაცია ამ შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. უფრო იმიტომ მეშინოდა, რომ ქირურგი ცხვირში აკეთებს ადრენალინს, რაც იწვევს პულსის მომატებას, მე კიდევ პულსი ისედაც მაღალი მაქვს, ამიტომ სანან კარდეოლოგის და ენდოკრენოლოგის დასკვნა ჩემი თვალით არ წავიკითხე, პულსი კი მქონდა ასე 250-300

.
დღეს დილით მივედი ძალიან მშვიდად. ვცდილობდი არ მეფიქრა ოპერაციაზე, იმიტომ რომ როგორც კი დეტალებზე ფიქრს ვიწყებდი, ფეხები ამიკანკალდებოდა ხოლმე. ყველაზე ადრე მივედი და გამოუძინებელი დაქალების რაზმიც ვიახლე

ცოტა ხანში მოვიდა ჩემი ქირურგიც, გადამიღო ფოტოები და 1 აბი დამალევინა, რაღაც თეთრი წამალი იყო, სედატივი სავარაუდოდ. ცოტა ხანში ვიგრძენი თავბრუ რომ დამეხვა და აი მერე აღარაფერი არ მაქხსოვს. თურმე, სანამ საოპერაციოში წამაჩანჩალებდნენ, იქ მიცეკვია, მიმღერია, მიხტუნავია სკამიდან სკამზე, სიყვარულები მიხსნია პერსონალისთვის და პაციენტებისთვისაც. ვიდეოც არსებობს ამისი, მაგრამ ნუ ახლა ამას აქ ვერ დავდებს

თავბრუსხვევის შეგრძნებიდან აღარაფერი მახსოვს (არც ის თუ როგორ გავიხადე

, არც საოპერაციოში შეყვანა, არც სედაციის გაკეთება - ყველაფერი ამოვარდნილია ჩემი მეხსიერებიდან). მახსოვს მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, შუა ოპერაციის დროს გამეღვიძა და დავინახე როგორ მიკერავდნენ, გამეხარდა, დაამთავრეთ თქო და არაო. 2.5 საათი გაგრძელდა. მერე ისევ გავითიშე. პერიოდულად მახსოვს მუსიკა, რომელიც საოპერაციოში უკრავდა, ჩაქუჩი

, რომელიც არ მტკენდა, ანესთეზიოლოგი, რომელიც ტვინს ღუნავდა ჩემი სახელის დაძახებით და ჩემი და ჩემი ქირურგის დიალოგები - ბოიფრენდებზე (მრავლობითში), ცხვირსა და ქორწინებაზე

, მიშასა და საქართველოზე და ა.შ. მოკლედ ბოლოჯერ გამეღვიძა უკვე პალატაში. მერე 2 საათში სახლში მიკრეს თავი და ვწევარ ახლა თქვენი მონა-მორჩილი, პატარა თაბაშირით, უტამპონოდ და მაგარი დაპრიატნებული, ხან მძინავს, ხან მღვიძავს. აი ეხლა მძინავს, თუ მღვიძავს, თუ მძინავს? მოკლედ კარგად ვარ და ისიც კი მომწონს, ჩემი სახე ნელ ნელა როგორ შუპდება და ვემსგავსები ავატარს