ვააა...
ძაან მძიმე შემთხვევაა რომ შენ სამედიცინოზე სწავლობ, თუ მართლა სწავლობ
ფერიმჭამელები ჰორმონული ძვრების გამო ჩნდება რაც მოზარდ ორგანიზმში მიმდინარეობს და არა იმიტომ ამას რომ უწერია
12 წლიდან ყოველ წელს რომ სურათი გადაიღო და ერთმანეთს შეადარო ძალიან დიდ განსხვავებას იპოვი ეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე აქტიური ზრდის პერიოდია და + სქესობრივი და პიროვნული ჩამოყალიბების და ამ დროს სულაც არ არის რეკომენდებული სქესობრივი ცხოვრების დაწყება არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად
აქ საპნით დაბანა წავიკითხე
ძალიან კარგია
სისუფთავე არის ყველაზე მნიშვნელოვანი
მე ყველაზე კარგად მომიხდა წყალბადის ზეჟანგი, ამის შემდეგ ვისვამდი ათასგვარ სამკურნალო საშუალებას ძალიან ბევრნაირი ვცადე მაგრამ აფსულუტურად ყველა ეფექტური იყო ანტისექტიკის შემდეგ
დერმატოლოგისაგან ვიცი კარგია სიმინდის ფქვილი+ წყალი + ცოტა მარილი და სახეზე გაიჩეროთ
მე არ გამიკეთებია კან-ვენის კათედრაზე გვითხრა ჩვენმა დოცენტმა ერთმა ჯგუფემლა იხმარა და კმაყოფილი იყო
სქესობრივი ცხოვრების არ ქონის შემთხვევაში მართლაც შეიძლება განვითარდეს დარღვევები
(თუმცა არ გაგიჟდები და არც მოკვდები და თუ მაინც ეგ სქეოსობრივი ცხოვრების არ ქონის ბრალი ნამდვილად არ იქნება)
მაგრამ არა პუბერტატულ პერიოდში !!!!
თბილისში არის ძალიან ძლიერი ყბა-სახის ქირურგი ზურაბ გვენეტაძე პაციენტები ჰყავდა ასე 28-30 წლის მანდილოსნები გასათხოვრები არც შვილი ჰყავდათ. რომლებსაც შეშუპებული ჰქონდათ ყბა-ყურა ჯირკვლები, სამწუხაროდ არანაირმა მკურნალობამ არ უშველა ვერც მიზეზი დაადგინეს.შემდეგ აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ციკლი დარღვეული. გინეკოლოგებმა მცირედ დარღვევაზე უთხრეს რომ არ სჭირდებოდათ მკურნალობა მაგრამ ბატონმა ზურაბმა მკაცრად მოითხოვა ციკლი მოეწესრიგებინათ როგორც კი ციკლი ნორმაში ჩადგა ყბა-ყურა ჯირკვლები თავისით მოწესრიგდა ყველანაირი ჩარევის გარეშე
მიზეზი კი იყოს ის რომ ამ გოგონების ორგანიზმი ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას.
მე არ ვარ კომპეტენტური და არ ვიცი შეიძლება ჰორმონული დარღვევები მამაკაცის ორგანიზმშიც განვითარდეს სქესობრივი ცხოვრების არ ქონის შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად
ეს თემას არ ეხებოდა უბრალოდ მინდოდა მეთქვა ამით როდის და როგორი ცვლილებები შეიძლება განვითარდეს სქეოსობრივი ცხოვრების არ ქონის შემთხვევაში, ზემოთქმულის საპირისპიროდ.
პუბერტატულ პერიოდში კი მაქსიმალურად სწავლაზე ორიენტირება, სპორტით დაკავებააა ნაჩვენები
ინტელექტუალური, ჯანმრთელი და საზოგადოების სრუფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის
This post has been edited by Gedsa_Neo on 5 Sep 2007, 20:28