Mselosaკაი ხანია თავიდან ბოლომდე ფორუმზე თემა არ წამიკითხავს

ძალიან კარგი ადამიანი ხარ რომ არ დაიზარე და დღიურების სახით შემოგვთავაზე შენი ამბები.
შედეგი აშკარაა 100%
ეგ ლაქები კიდევ უფრო დაჯდება და კიდევ უფრო გაგიფერმკრთალდება.
შენის მხრივ კიდევ რაიმეთი წაეშველები და ესაა.
წაშველებაში ვგულისხმობ, გველი რასაც წერს, ან ქიმიური პილინგი ან დოტი და საბოლოოდ დაისივენებ.
ერთი რამე წესად გაიხადე: შეეშვი ყავას, შოკოლადს და ღორის ხორცს.
ხოლო მინიმიზაცია გაუკეთე ტკბილ ფუნთუშეულობას და კრემიან ნამცხვრებს.
შენს წონას დაახლოებით ვხვდები, ამიტომ დღეში მინიმუმ 2.5 ლ. წყალი მიიღე,
6:30 წუთამდე 2 ლ. დანარჩენი შემდეგ.
მინერალურს თუ დალევ, მხოლოდ ძალიან კარგად რომ ჰქონდეს გაზი გასული ისეთი.
რაც უფრო მეტს იმოძრავებ მით უკეთესი.
გარუჯვა და მზის ამბები დაივიწყე, აუცილებელი დ ვიტამინი რომ მიიღო 6-7 წუთიც კი ყოფნის მზეზე.
მეც მქონდა აკნეს პრობლემები, ოღონდ გაცილებით იოლ ფორმებში. ვიმკურნალე. გვერდითა თემაში ბევრი მიწერია ამის შესახებ.
ახლა სულ ოდნავი ლაქები მაქვს 5 ადგილას, ხოდა ზედაპირულ ქიმიურ პილინგს ვიკეთებ, დღეს მეორეჯერ ვიყავი, აწითლებული მაქვს სახე. ანუ მოქმედებს.
მესამეჯერაც უნდა მივიდე და შედეგებს მერე დავწერ, ჯერ ჯერობით უკვე ვგრძნობ რომ შედეგიანი რამეა...
წარმატებები. ნამდვილად იმსახურებ
მიყვარს ასეთი ინფორმაციული თემები
This post has been edited by OtoVon on 24 Dec 2011, 16:19