გამარჯობა, ვაპირებ ფრაქსელის ლაზერის გაკეთებას და მჭირდება თქვენი რჩევები. ვინმეს თუ გაგიკეთებიათ, როგორი შედეგი აქვს.
ჩემმა დერმატოლოგმა მირჩია ლაზერული პილინგის გაკეთება ფორების შესავიწროვებლად და სიწითლეების ასალაგებლად. დღეს ვიყავი მედიში კონსულტაციაზე კოსმეტოლოგთან.
მითხრეს რომ დოტ და ფრაქსელის ლაზერებს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი.
დოტის შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი არის 1 კვირა, ისეთი რომ სახლიდან ვერ გავალ. ეს ლაზერი ღრმად შედის ფორებში და პოსტაკნე ნაწიბურებს კარგად არჩენს. ღირს 300 ლარი. (მგონი ესაა დოტი
https://www.youtube.com/watch?v=KJ-aTyPyF50 ამ გოგოს რეაბილიტაციის პერიოდი რო ვნახე გული გამისკდა)
ფრაქსელს რეაბილიტაციის პერიოდი თითქმის არააქ, რმადენიმე დღე მექნება სიწითლე რომელიც ცოტა ხანში გამუქნება, როგორც გუდაურში მიღებული ზაგარი. ღირს 600 ლარი.
მაგრამ მითხრეს რომ შეიძლება ერთი პროცედურა არ მეყოს (თუმცა ჩემმა დერმატოოლოგმა მითხრა რომ 1 გაიკეთეო მაგრამ რომელიო არ უთქვამს) და შედეგი ინდივიდუალური არისო.
+ ამას სახის წმენდა უნდა გავიკეთო იმ დღეს რადგან კომედონებს ეს ლაზერი ვერ არჩენს (ესეც 100 ლარი). და სისხლძარღვებს და სიწითლეებს შეიძლება მხოლოდ შეფერილობა შეუცვალოს და თუ სრულად ვერ მომაცილა კიდე რაღაც ლაზერის პროცედურაა რომელიც 50-60 ლარი ჯდება.
მოკლედ ასეთია ჩემი გეგმა:
1. სახის წმენდა
2. ფრაქსელი (დოტის რეაბილიტაციის პერიოდს ვერ გადავიტან : )
3. თუ საჭირო გახდა კიდე ლაზერი სისხლძარღვებისთვის
აბა რას მირჩევთ? გავიკეთო? ექნება შედეგი? ვინმეს გაგიკეთებიათ?