Natuka NGN ხო უფრო იაფი რომაა ეგ იმ კაცსაც ეწერა. ვიღაცა დამცირებით არ მითქვამს

ვისაც არ ვიცნობ ეგრე მოვიხსენიებ ხოლმე და ცუდ პონტში არა

ახლა მე მაგალითად კეხი არ მაქვს ჩასამტვრევი. კოლუმელა მაქვს და ალბათ ძგიდეს დაამოკლებენ და ძვალი არის მოსაქლიბი (ალექსანდრემ მითხრა მოქლიბვა უნდა მარტოო) და რამდენი ხანი დასჭირდება მაგას დაახლობით, თქვენი აზრით?
* * *
ეთუნი ჩემს აზრს გეტყვი: ძაან აწეული გინდა და დიდი შანსია, რომ ანფასში არ მოგეწონება. ნესტოები ცუდად გამოჩნდება. ისედაც აწეულია შენი ცხვირის წვერი და მარტო კეხის მოშორება ეყოფა. წინხედში კარგად ნახე სარკეში, აიწიე ხელით და ნესტოები როგორ ჩანს დააკვირდი იმას.
beka911მე რაც ვიკვლიე გამოვყავი პაატა ჯანაშია და ალექსანდრე კუზანოვი. დახურულებში ციციშვილი მომეწონა და ძიძიგურის ცხვირი მაქვს ნანახი ორი ძაან მაგარი, მაგრამ ფორუმებზე (მარტო აქ არა) არ აქეს და გამოვრიცხე, ფასიც იმდენად მიზერულია (700-1000 ლარი), რომ ტექნოლოგიების ხარისხში, ნოვაციებში და ჰიგიენურობაშიც დავეჭვდი. ჯანაშიასთან ძგიდე და პლასტიკა ერთად დაგიჯდება 4500, ნიჟარებიც თუ გაქვს დიდი მაშინ 5400, გვარამია- ორივე ერთად 3500, კუზანოვი, თუ ძაან გამრუდებული გაქვს 3500 და თუ ოდნავ, მე მაგალითად პლასტიკაში ჩამითვალა ძგიდეც (არც ეტყობა გარედან რამე გამრუდება, არც ვიცოდი თუ მქონდა) და 2900-ო, ჯანაშიამ ცალკე ჩათვალა და 4500-ო. მე ალბათ მაინც ჯანაშიასთან გავიკეთებ, რადგან ასე მეჩვენება რომ ჩემს ცხვირს ის უკეთ გააკეთებს.
* * *
meraiamerძალიან კარგად აკეთებენ კუზანოვები მეორადს. ჯანაშია ჩემი აზრით მეორადების ტექნიკას ისე კარგად ვერ ფლობს და არც გამოცდილება არ აქვს მეორადებში. კიდე, რომ არ გამოვიდეს გეტყვის აბა რა გქონდაო და იმას ხო ჯობიაო და ალექსანდრე ძალიან კარგად გააკეთებს ჩემი აზრით და მერეც კარგად მოგექცევა და თავის მართლებას არ დაიწყებს. მე თვითონ ჯანაშიასთან ვიკეთებ ალბათ, პირველადს, მაგრამ მეორადის ხელოვნებას და სათანადო გამოცდილებას კუზანოვები ფლობენ ყველაზე უკეთ ჩემი დაკვირვებით.