ოხ ამ ხალხმა (ექიმებმა- კონკრეტულად ჩემმა) მოსმენა რომ ისწავლონ კარგი იქნება რა, youtube-ზე რომ ვუყურებ რინოპლასტიკის ვიდეოებს, ექიმები როგორ დაკანკალებენ პაციენტებს და უსმენენ რა და როგორ უნდათ ,მშურს რა. აქ ჩვენთან ექიმთან რომ მივდივარ და ფულს ვუხდი, ასე მგონია რამეს ვემათხოვრები კიდე. არა და როცა პლასტიკური ქირურგიით ხარ დაკავებული კაცი, უნდა იცოდე ჯერ ერთი შენი საქმე კარგად , პროფესიონალურ დონეზე, მერე კიდე ისწავლო როგორც ყველა პროფესიაში ისე აქაც ადამიანებთან კონტაქტი. მითუმეტეს როცა ამ სერვის ქალები ყველაზე მეტად იყენებენ, პრეტენზიული მანდილოსნები (მათ შორის მეც) . არ ვიცი იმედია სანანებელი არ გამიხდება. ჯერ კიდევ იმის ხასიათზე ვარ რომ თავს ვიწყნარებ, კიდე 20 დღე როგორმე ჩუმად ვიქნები. აი მერე დამცხრალზეც თუ არ მომეწონა შედეგი ერთ ექიმს მოვიკითხავ კარგად

))))))))))).
ყველას გირჩევთ ერთ რამეს: კარგად აუხსენით ქირურგებს რა გინდათ და როგორ გინდათ და უჩიჩინეთ სანამ არ გააგებინებთ.
წინაზე ვიკითხე და იქნებ ეხლა მიანც მიპასუხოს ვინმემ, ლიმფოდრენაჟი როგორ კეთდება ან სად და ოპერაციიდან რა პერიოდის მერე შეიძლება?