უცებ, აღარ მოვწიე და მორჩა
უკვე 10 თვეა არ ვეწევი, არადა ძალიან დიდ ხანს და ბევრს ვეწეოდი.
ბოლო წლებში სულ მინდოდა თავის დანებება, მაგრამ რაც უფრო მიძლიერდებოდა სურვილი, მით უფრო მეტს ვეწეოდი (!)
თავი მეჯავრებოდა უკვე. საკუთარ უსუსურობაზე საშინლად ვბრაზობდი, მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა...
ერთ დილას კი მცირე ინტერვალებით 2 ღერის მოწევის შემდეგ მესამეზე თავის შეკავება მოვახერხე...მეოთხეზეც....მეხუთეზეც...
ასე დაღამდა და გათენდა ყოველგვარი შფოთისა და ნერვიულობის გარეშე (!) მას შემდეგ აღარც მომიწევია...
არადა მალე უახლოესი მეგობარი მოულოდნელად გარდამეცვალა

ცოტა ხნის წინ მამა გარდამეცვალა ასევე მოულოდნელად
მიუხედავად ამისა, საერთოდ არ გავკარებივარ სიგარეტს, მეც ძალიან მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შევძელი.
ჩემი აზრით, ყველაფერი თავიდან, გონებიდან მოდის ნებელობასთან ერთად. როცა რამე ძალიან გინდა, მაშინვე თუ არა, მერე მაინც გამოგივა აუცილებლად