#29410323 · 27 Jan 2012, 17:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (mamamama @ 27 Jan 2012, 17:43 ) | NIKA-999
ამას რომ წერ:
| QUOTE | | მე პირადად არც ერთი ქირურგის მომხრე ვარ და არც მეორისა |
და მერე ამას
| QUOTE | | დამერწმუნე ჯანაშიაზე მაღალი დონის ქირურგების ტექნიკაც ეწერება, რა გგონია ჯანაშიამ თავისი არმირების მეთოდი თავად გამოიგონა რომ მალავს და არავის ეუბნება |
| QUOTE | | აი ალექსანდრეს არმირების მეთოდი კი მართლა განსხვავებულია |
იცი რა ეწოდება? დ ე მ ა გ ო გ ი ა . გასაუქმებელია ეს სარეკლამო თემა და მიხედოს პატრონმა. ჩემი ცხვირი აქ არ იქნება მეორედ |
და ეს თემა რისთვის არის? უბრალოდ ვიმკითხაოთ? ადამიანს ვისაც ოპერაციის გაკეთება უნდა რეალურად უნდა გაიგოს ვინ რას აკეთებს. მე ხომ არ ვიძახი ალექსანდრე ლამაზს აკეთებს, კარგად აკეთებს და ასე შემდეგ?! მე ვიძახი იმას რაც ფაქტია, რომ ალექსანდრეს აქვს თავისი არმირების მეთოდი და ეს მე არ მომიგონია და ვფიქრობ რომ უპრიანია ფორუმის მომხმარებელთათვის ამის ცოდნა... ზოგს შეიძლება სულ არ უნდოდეს არმირება და ეს ალექსანდრეს მინუსადაც კი მიიჩნიოს... მაგრამ ის რომ ჯანაშიას საიდუმლო იარაღი აქვს და არ აბაზრებს რომ სხვამ არ გადაიღოს, ეს ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია და ავღნიშნე რადგან არავინ შევიდეს შეცდომაში... არც ერთია ჩემი ახლობელი და არც მეორე... ალექსანდრესთან ვიკეთებ მე ოპერაციას იმიტომ, რომ: 1. 5000 ლარი არ მაქვს და იგივე ოპერაცია მიჯდება 2660 ლარი. 2. იმიტომ, რომ დანამდვილებით ვიცი რომ გაკეთდება არმირება და ვიღაცას სიტყვაზე ვერ ვენდობი. 3. ჩემი პირადი გემოვნებიდან გამომდინარე... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი მეორეს სჯობია და შეიძლება სხვა ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანაშია იყოს უკეთესი ვარიანტი და მე რომ მარტო რინოპლასტიკას ვიკეთებდე პირველი არგუმენტი გაქრებოდა... მე რომ არ მქონდეს ესეთი ტრამვული ცხვირი მეორე ვარიანტიც შესაძლოა გამქრალიყო. აი მესამე გემოვნების ამბავია რომელზეც არ დავობენ და შეიძლება ამ შემთხვევაშიც უფრო დავფიქრებულიყავი, მაგრამ პირველი 2 მიზეზის გამო მესამე მიზეზი აზრს კარგავს ჩემთვის....
|