არ ეხება პირდაპირ ამ თემას მაგრამ შევეცდები გიპასუხო.
პირველ რიგში რაც დავადგინე,რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს ეს დაავადება ძირითადად ქალებში ყოფილა გავრცელებული,90% მათ შორის მისი გავრცელება.ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე,საწყისიდან ტერმინალურ სტადიამდე მისვლას სჭირდება დაახლოებით 10-15 წელიწადი.
ძირითადი სიმპტომებია კანის ქავილი და დაღლილობა,გვიან სტადიებზე სიყვითლე.ვლინდება. სიმპტომები,რომლებიც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე არის ჰეპატოსპლენომეგალია(ღვიძლის და ელენთის გადიდება).
ამ დაავადებისას გამოყოფენ 4 სტადიას:
საწყისი სტადიისას კლინიკური სიმპტომები არ აღინიშნება,ქოლესტაზის(ნაღვლის შეკავების) ნიშნები ლაბორატორიულად არ ვლინდება,დაავადებაზე ეჭვის მიტანა შეიძლება სისხლის შრატში ანტიმიტოქონდრიული ანტისხულების გამოვლინებით.ცნობილია რომ პერიოდი ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულების აღმოჩენიდან ლაბორატორიულ ცვლილებებამდე შეადგენს 5 წელიწადს,
მეორე სტადიისას, კვლავ კლინიკური გამოვლინებების არ არსებობის პირობებში,შეინიშნება ღვიძლის ფუნქციების,კერძოდ ტუტე ფოსფატაზის და გგტ მომატება,ამ სტადიაზე არასპეციფიურ გამოვლინებად ბილიარული ციროზის შეიძლება ჩაითვალოს პაციენტის ადვილად გადაღლილობა.
საშუალოდ ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე პერიოდი შეადგენს 6 წელიწადს,ხოლო ტერმინალურ სტადიამდე მისვლას ესაჭიროება დაახლოებით 15-20 წელიწადი.
მესამე სტადიისას აღინიშნება პროგრესირებადი ლეტარგია(სისუსტე) და მის ფონზე ქოლესტაზისათვის დამახასიათებელი ნიშნები-სიყვითლე და კანის ქავილი,ეს უკანასკნელი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ამ დაავადების და მრავალი წლით წინ უსწრებს სიყვითლის ჩამოყალიბებას.
სიყვითლე უკვე დაავადების გვიან სიმპტომად ითვლება,ვითარდება ის მდორედ.კანის ქავილის ან სიყვითლის თანხლებით ავადმყოფებს აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული ჰეპატომეგალია(ღვიძლის გადიდება), კანის სხვადასხვა უბნების ჰიპერპიგმენტაცია,ადგილი აქვს ხსნადი ვიტამინების დეფიციტს,აღინიშნება ცხიმგროვების("ჟირავიკების") დაგროვება.(ქსანტომები და ქსანტელაზმები).ზოგჯერ ამ სტადიაზე წარმოიშვება ოსტეოპოროზი რაც მკვეთრად ზრდის მოტეხილობების რისკს,განსაკუთრებით ხერხემლის მალებში.
10-15 წლის განმავლობაში დაავადება გადადის ღვიძლის ციროზის დეკომპენსირებულ ფორმაში-მე-4 სტადია.ამ დროს აღინიშნება პროგრესირებადი სიყვითლე, კახექსია,ვლინდება პორტული ჰიპერტენზიის ნიშნები.ღვიძლში მიმდინარე სინთეზური პროცესები დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნებულია.
ტერმინალური სტადიისას კანის ქავილის ინტენსივობა კლებულობს,ქრება ცხიმგროვები.
ბიოქიმიური გამოკვლევისას პირველადი ბილიარული ციროზის დროს პაციენტს უდგინდება ქოლესტაზის სინდრომისთვის დამახასიათებელი ცვლილებები: ტუტე ფოსფატაზის აქტიურობის, გგტ-ს და პირდაპირი ბილირუბინის მომატება.
სისხლში ტრანსამინაზების შემცველობა ნორმას აღემატება არაუმეტეს 5-ჯერ.ტიპიურ მაჩვენებლად ბილიარული ციროზის წარმოადგენს ჰიპერქოლესტერინემია-ქოლესტერინის მომატება.
"პროგნოზი.
იმ შემთხვევაში როცა ავადმყოფს უდგინდება ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები,ხოლო ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლები ნორმაში რჩება,ეს მიუთითებს დაავადების მდორედ,არაპროგრესირებად მიმდინარეობაზე,ასეთ შემთხვევებში პაციენტთა საერთო სიცოცხლისუნარიანობა ჩვეულებრივი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლფასია.
პაციენტთა ასეთ კატეგორიაში როგორც წესი,პირველადი ბილიარული ციროზის დიაგნოზის დასმიდან(ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულების აღმოჩენა) დაავადების ტერმინალურ სტადიამდე მისვლის პერიოდი შეადგენს 15-20 წელიწადს.
საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობისას,შეადგენს 16 წელიწადს პირველადი დიაგნოზიდან,პაციენტებში კლინიკურად გამოხატული სიმპტომებით ეს მაჩვენებელია 7.5 წელიწადი.
პირველადი ბილიარული ციროზის პირველი სტადიისას კლინიკურად ჩამოყალიბებული ღვიძლის ციროზი ვითარდება პაციენტთა 4%-ში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 59%-ს მესამე სტადიის არსებობის პირობებში.
საშუალო ხანგრძლივობა ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზის პირველი სტადიიდან მეოთხე სტადიამდე შეადგენს 25 წელიწადს,პაციენტებისათვის დაავადების მეორე სტადიით-20 წელიწადს,ხოლო პაციენტებისათვის მესამე სტადიით-მხოლოდ 4 წელიწადს.
ყველაზე მნიშვნელოვან მაჩვენებლად დაავადების სიმწვავის და სიცოხლის ხანგრძლივობის ითვლება სისხლში ბილირუბინის შემცველობა მეიოს შკალის მიხედვით:
ბილირუბინი-2-6 მგ-დლ-სიცოცხლის ხანგრძლივობა-4.1 წელიწადი.
ბილირუბინი-6-10 მგ-2.1 წელიწადი.
ბილირუბინი-10 მგ/დლ და მეტი-1.4 წელიწადი."
http://old.smed.ru/guides/43605/patient#Ka...iarnym_cirrozom?
-----------------------------
როგორც ხედავთ ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე,პირველად აღმოჩენიდან დაავადების ბოლო სტადიამდე მისვლამდე საკმაოდ დიდი დროა საჭირო,ამიტომ დროული მკურნალობა სავსებით მისაღებია,აღარ ვწერ რა მეთოდებით და მედიკამენტებით მიმდინარეობს პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობა,ბმულში კია ნაჩვენები.
-----
პ.ს. აუფ,როგორია ასეთი თემის წერა,არადა მეორედ ვწერ უკვე,პირველი ნაწერი დამეკარგა,გაფრინდა თითის ერთი არასწორი მოძრაობით კლავიატურაზე....

პ.პ.ს. არ ეხება ეს თემა ც ჰეპატიტს მაგრამ მაინც ვუპასუხე,სხვანაირად არ გამოდიოდა, ვიცი რომ არ მეპასუხა ჩაიძირებოდა საერთოდ ჩვენი თემა ფსიქოლოგიური მომენტის გამო!!!

ც ჰეპატიტს რაც შეეხება მართალია დრო არა მაქვს ეს დღეები მაგრამ ვათვალიერებ სიახლეებს როგორც ყოველთვის,როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი გამოჩნდება ქსელში,დაუყოვნებლივ დავდებ,ჯერ ჯერობით დიდი არაფერი სიახლეებია რომ ჩამეთვალა თქვენთვის გასაცნობად.
This post has been edited by hep-py on 13 Sep 2012, 17:13