გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება შედარებით ასაკოვან ხალხზე ვინც დაინფიცირებულია ც ჰეპატიტით და არ იცის ამის შესახებ. სტატია რომელსაც ვდებ ამერიკის მოსახლეობას ეხება მაგრამ ჩემის აზრით სავსებით შეეფერება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობასაც. მითუმეტეს ასეთი კატეგორიის ხალხი საქართველოშიც ძალიან ბევრია. ეგ კი არა საკუთარი დაკვირვებით დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ სამწუხაროდ ჩვენთან ამ ასაკის ხალხის უდიდეს რაოდენობას,განსაკუთრებით კი მამაკაცებს, უდგინდებათ ღვიძლის შორსწასული,ხშირად შეუქცევადი პროცესებიც კი,ამიტომ იმედია ვინმე ყურადღებას მიაქცევს ამ საგანგაშო სტატისტიკას და აქაც დაინერგება საყოველთაო ტესტირება ოდესმე ასეთი კატეგორიის მოსახლეობისათვის რაც მრავალი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს!...

"მიზეზი რის გამოც ბეიბი ბუმერებმა უნდა გაიარონ ტესტირება ც ჰეპატიტის ვირუსის არსებობაზე.
გასულ თვეში დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებმა გამოსცეს ახალი გეგმიური გაიდლაინები რომლის თანახმადაც ყველა ბეიბი ბუმერისთვის რეკომენდირებულია ც ჰეპატიტის ტესტის ჩატარება. მათ შორის ვინც დაბადებულია 1945 წლიდან 1965 წლამდე პერიოდში 30 პირიდან ერთი მაინც დაინფიცირებულია ც ჰეპატიტის ვირუსით, თუმცა არ არის ინფორმირებული ამის შესახებ.
სადღეისოდ ც ჰეპატიტისგან გარდაცვლილ პირთა რაოდენობა გაორმაგდა.დოქ. დევიდ პაუნდი ინდიანაპოლისის გასტროენტეროლოგიის და ჰეპატოლოგიის ცენტრიდან პასუხობს კითხვებს ამ პრობლემაზე.
კითხვა: რა გახდა ახალი გაიდლაინების შექმნის საფუძველი?
პასუხი: სავარაუდოდ დღეისათვის დაინფიცირების ახალი შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე წარსულში მაგრამ ვინაიდან მოსახლეობის ინფორმატიულობა ამ დაავადებასთან მიმართებაში დღითიდღე მატულობს სახეზეა დაავადებულთა გამოვლენის სულ უფრო მეტი შემთხვევები რაც გვაფიქრებინებს რომ არსებობს უზარმაზარი რეზერვუარი იმ პირების რომლებიც დაინფიცირებულები არიან მრავალი წლის წინ და არ არიან ინფორმირებულები მასზედ რომ ც ჰეპატიტის ვირუსს ატარებენ.
კითხვა: როგორ ხდება პირთა უმრავლესობის დაინფიცირება?
პასუხი: ჩვეულებრივ ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით.ხალხი რომელთაც ჩატარებული აქვთ ტრანსფუზიების პროცედურები(სისხლის გადასხმის) 1992 წლამდე იმყოფება რისკის ქვეშ. სხვა ძირითადი გზა დაინფიცირების არის არალეგალური ინექციური ნარკოტიკების გამოყენება და ნემსების ერთმანეთში გაზიარება.
ხალხი მრავალი წლის,ათწლეულების მანძილზეც კი არ არის ინფორმირებული ამის შესახებ.მათი უმეტესობა ასიმპტომურია.
კითხვა: როდის ხდება მათში დაავადების გამოვლენა?
პასუხი: ხშირად არა მანამდე სანამ დაავადება არ გადაიზრდება(პროგრესირდება) ციროზში და არ მოხდება ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარება.თუ დაინფიცირებისას ადგილი აქვს მწვავე ფაზას დაავადებულები განიცდიან გრიპისმაგვარ სიმპტომებს, სიცხეს, გრძნობენ დაღლილობას ან აქვთ ღებინების შეგრძნებას. არც ისე ხშირად ყვითლდებიან. მათი უმრავლესობა ყოველივე ამ სიმპტომს მიაწერს როგორც გრიპისგან გამოწვეულს და არ მიმართავს სამედიცინო პერსონალს.
ყოველი ეს სიმპტომი მწვავე ფაზისას ვლინდება დაინფიცირების პირველივე კვირებში.
კითხვა:რატომ მაინცდამაინც ბეიბი ბუმერებში?
პასუხი: ც ჰეპატიტის გავრცელების პიკი მოდის გვიანი 60-იანიდან ადრეულ 80-იან წლებზე ინტრავენული ნარკოტიკების გამოყენების დროის ამ პერიოდში ხშირი გამოყენების გამო.ეს ხდება როცა ბეიბი ბუმერების თაობა იმყოფებოდა სიყმაწვილის ბოლო წლებიდან ადრეულ 20 წლამდე ასაკში.
იმის გათვალისწინებით თუ ამ თაობის წარმომადგენლებს არ ჰქონიათ შეხება ისეთ რისკფაქტორებთნ როგორიცაა ინტრავენული ნარკოტიკების გამოყენება და სექსუალური კონტაქტი ვინმე დაინფიცირებულთან მსგავსი კატეგორია ბეიბი ბუმერების წყნარად შეიძლება იყოს.
კითხვა: რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ რომლებიც ამბობენ რომ არ ჰქონიათ არანაირი შეხება რაიმე სარისკო ფაქტორთან?
პასუხი: პაციენტთა გარკვეული რიცხვი არ არის გათვითცნობიერებული თუ რას წარმოადგენს დაინფიცირების რისკფაქტორები. მათ შეიძლება არც ახსოვდეთ თუ რა მოხდა 30 წლის წინ. მრავალჯერ კითხვაზე დაინფიცირების რისკფაქტორების შესახებ მათ არ გააჩნიათ არანაირი პასუხი. ამ ხალხის უმეტესობას ალბათ 20 წლის ასაკში ერთადერთხელ გასინჯული აქვთ ნარკოტიკი ან გაზიარებული აქვთ სხვასთან ნემსი ექსპერიმენტის სახით.
კითხვა:როგორ იქცევით როდესაც ასეთი პაციენტები მოგმართავენ?
პასუხი: მკურნალობა შესაძლებელია თუ დაავადება საკმაოდ დროულად გამოვლინდება.ზოგიერთი პაციენტი გარდაიცვლება ამ ინფექციით და არა მის გამო. 25-დან 30%-მდე დაავადებულს განუვითარდება ციროზი. თუ რომელიმე მოიშორებს ვირუსს მკურნალობის პერიოდში და 6 თვის შემდეგ, შემდგომში 2 წლის შემდეგაც მკურნალობის დასრულებიდან მათ აღარ უფიქსირდებათ ვირუსის არსებობა,ჩვენ ასეთ კატეგორიის პაციენტებს ვთვლით განკურნებულებად."
http://www.indystar.com/article/20120622/LIVING25/206220309/განმარტება: ბეიბი ბუმერები-ხალხი დაბადებული შობადობის მკვეთრი აღმავლობის პერიოდში. მათი გამოჩენა ისტორიულად დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომის დამთავრებასთან და შემდგომ დემოგრაფიულ აფეთქებასთან. დღეისათვის მათ რიცხვს მიეკუთვნება ხალხი 45-დან 60 წლამდე ასაკში.
http://proreklamy.ru/?module=glossary&id=75 * * *
shahname88ეტყობა რუსებმა არ დაგაკმაყოფილეს,კარგად გადახედე მაგ ფორუმს მე რომ ლინკები მოგეცი,ვარიანტი არ არის ყველა შენს კითხვაზე მაგ ფორუმიდან პასუხი არ მიიღო!

გაამახვილე ყურადღება განყ-ბაზე "моя антивирусная терапия", მანდ წერენ ვინც უშუალოდ ამწუთას გადიან მკურნალობას,მათ შორის მრავალი შენი ასაკის გოგონაა!