როგორ ხართ,
პირველ რიგში სულაც არ იყო ამ ეტაპზე ფიბროსკანი,ვინ გირჩიათ,რატომ გაიკეთეთ მაიას გარეშე,აზრი არა აქვს მაგ დროს ფიბროსკანს,მართალია ექიმი,შეიძლება პრეპარატებისგან გამოწვეული ტოქსიკოზიც იყოს აპარატმა აწეული მაჩვენებლები რომ აჩვენა,იწევს ასევე ალტ მომატების გამო,გულის დაავადებამაც შეიძლება აწიოს მაჩვენებლები,არის მასეთი კორელაცია,მაქედან თქვენს შემთხვევაში რას ჰქონდა ადგილი რთულია რამის მტკიცება,მოკლედ აზრი არ ჰქონდა ფიბროსკანის გაკეთებას,სჯობია მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ გაიმეოროთ,იმედია საწყის მაჩვენებელს მაინც დაუბრუნდება,შესაბამისად პისიარიც ნეგატივი იქნება!
--------------------------------------
ეხლა გადავდივარ მთავარზე,გუშინდელ აქციაზე,მართალია და ყველაფერში ვეთანხმები ჩვენს
nachita-ს,ვიყავით მაგ ვითომ აქციაზე,ვითომ იმიტომ რომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი,არ ვიცი რას და ვის დავაბრალო,აქციის ორგანიზატორების მიერ მოსახლეობის არაინფორმატიულობას,მოსახლეობაში არსებულ სტიგმას თუ რას! მართალია ორგანიზატორები ყმაყოფილები იყვნენ,შარშანდელზე მეტი ხალხი მოვიდაო მაგრამ თუნდაც არ ვიცოდე შარშანდელ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა,გუშინ აშკარად ძალიან ცოტა ხალხი იყო,მოვაწერეთ ხელი მე და
nachita-მ მოთხოვნას მკურნალობის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით თუმცა სულ როგორც შემდეგ გავიგე 165 ხელმოწერა შეგროვილა,რა არის 165 კაცი როდესაც მინიმუმ 200 000 კაცს აქვს ეს დაავადება საქართველოში!

ორგანიზატორებისგან ჩემი დაკვირვებით ვრცელდებოდა რაღაცნაირი კალკისმაგვარი ინფორმაცია დაავადების შესახებ,არა მგონია რამე ბევრი გაეგოთ მისულ პაციენტებს,არადა ახლა მივდივარ მთავარზე,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა ხალხი იყო მომიწია ზოგიერთთან დაკონტაქტება,ვისაც ანალიზები თან ჰქონდა,საკმაოდ სავალალო სურათი გამოიკვეთა,ერთი ორი გამონაკლისის გარდა დავაფიქსირე უმძიმესი მდგომარეობები,როგორც მამაკაცებში,ისე ქალებში,ღვიძლის უკმარისობების ნიშნებით, რაც გამოწვეული იყო ც ჰეპატიტის ვირუსისგან,ზოგს ორი ვირუსი,კოინფექცია ც და ბ ჰეპატიტით ჰქონდა,რაც მთავარია აღნიშნული პაციენტები აბსოლუტურ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ,არანაირი მოქმედების გეგმა არ ჰქონდათ დასახული ვინაიდან ფიზიკურად ექიმებთან დიაგნოზის დასმის შემდეგ არანაირი კონტაქტი აღარც ჰქონიათ,არ დავმალავ და ერთი ორის მდგომარეობა კრიტიკული იყო,სასწრაფოდ სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებდნენ!

როგორ შეიძლება ღვიძლის დეკომპენსირებულ მდგომარეობაში მხოლოდ სილიმარინის დანიშვნა(ზუსტად ასეთი მომენტი დავაფიქსირე ერთ შემთხვევაში),რაც ყველაზე მთავარია საოცარი არაინფორმატიულობა გამოსჭვიოდა მათ ქცევაში,წარმოდგენა არ ჰქონდათ რას ნიშნავს დაავადების ესა თუ ის სტადია,რა გაეკეთებინათ,ვისთვის მიემართათ,იცოდნენ მხოლოდ რომ დაავადებული იყვნენ რაღაც მისტიური ც ვირუსით,მორჩა და გათავდა,არადა აშკარად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ,ანალიზის გარეშეც ყველაფერი ნათელი იყო გარეგნული ფიზიკური ნიშნებით,არაბუნებრივად გაბერილი მუცლები აშკარად ღვიძლის დეკომპენსირებულ ციროზზე მიუთითებდა !
მოკლედ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი,გაუშვეს ბოლოს ცაში ბუშტები და ამით დამთავრდა ყველაფერი,დიდი დაინტერესება არც ჩემს მიმართ გამოუჩენიათ,ვნახოთ რა იქნება მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს უახლოეს მომავალში რაიმე სასიკეთო მოხდეს,ერთ ერთი ორგანიზატორი რამდენჯერმე პრეზიდენტის დაინტერესებაზე მიუთითებდა ამ პრობლემის მიმართ,თუ როგორ დაინტერესდა პრეზიდენტი ამ პრობლემით და რა გზები დასახა მის გადასწყვეტად ეს კი აღარ დაკონკრეტებულა,მხედველობაში მაქვს გამონათქვამი ღეროვანი უჯრედებით ც ჰეპატიტის წარმატებულ მკურნალობაზე,მაგ მეთოდით ამ დაავადების განკურნება კი აბსურდის ტოლფასი რომ არის ამას ნებისმიერი ამ დარგის ასე თუ ისე კვალიფიციური სპეციალისტი დაადასტურებს!

ბევრი რომ არ გავაგრძელო ვისაც რა უნდა ის გაუკეთებია,მე კი ვაგრძელებ აქ მოღვაწეობას ყველაფრის მიუხედავად,მე ჩემი ე.წ. მისია მაქვს და შეძლებისდაგვარად ყველას დაგეხმარებით,ვინც არ უნდა იყოს!
* * *
ეს ცოტა ძველი სტატიაა,2009 წლის,ვფიქრობ საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული ც ჰეპატიტის განკურნებასთან დაკავშირებით,ალბათ ბევრს აწუხებს შეგრძნება თუ რეალურად რა ხდება ც ჰეპატიტთან,როგორც ქრონიკულ დაავადებასთან მიმართებაში,იმედია გესმით რომ ნებისმიერი ქრონიკული დაავადებისგან სრულად განკურნება შეუძლებელია,თუმცა ამ ბოლო დროს ც ჰეპატიტთან მიმართებაში სულ უფრო მეტად იკვეთება მოსაზრება მისი,როგორც ერთადერთი ქრონიკული დაავადების შესახებ რომლისგანაც სრული განკურნებაა შესაძლებელი,ყველაფრის მიუხედავად ჯერ კიდევ რჩება ბურუსით მოცული მომენტები!
"ც ჰეპატიტი:განკურნებადი თუ განუკურნებელი დაავადება.
ც ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენის შემდეგ გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს დაავადება ჩამოყალიბდა როგორც ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.მისი სერიოზულობა განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ვინაიდან დაინფიცირებულ პაციენტთა მიახლოებით 85% უნვითარდება დაავადების ქრონიკული ფორმა.სანამ მკვლევარები აგრძელებენ ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნას,ტესტირებას და არჩევენ ოპტიმალურ სამკურნალო რეჟიმებს აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ, აქამდე დებატების საგნად რჩება რეალურად შეიძლება თუ არა განკურნება ამ დაავადებისგან.
დღეისათვის,2009 წლის შემოდგომის მდგომარეობით, სტანდარტულ მკურნალობის რეჟიმს წარმოადგენს ანტივირუსული თერაპია პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით. დაახლოებით ნახევარს მათგან ვისთვისაც მიზანშეწონილია მსგავსი მკურნალობის ჩატარება შესაძლებლობა აქვთ მიაღწიონ მყარ ვირუსულ პასუხს. შერინგის კორპორაციის თანახმად მყარი ვირუსული პასუხი წარმოადგენს მდგომარეობას როდესაც შეუძლებელია ც ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მატერიალის აღმოჩენა ანტივირუსული თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
ვინაიდან აღნიშნული მდგომარეობა დღეისათვის არის საუკეთესო ღირებულების მქონე ც ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის დასადასტურებლად,მრავალი სპეციალისტის მოსაზრებით მყარი ვირუსული პასუხის მიღება განკურნების ტოლფასია. მაგრამ ექიმთა გარკვეული რაოდენობა სიფრთხილეს ამჟღავნებს ჩათვალონ მყარი პასუხის მიმღები პაციენტები ამ ვირუსისგან სრულიად განკურნებულებად.
განკურნების მტკიცებულება.
იმისათვის რომ მყარი ვირუსული პასუხი ჩაითვალოს უპირობო განკურნებად, საჭიროა მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ ტესტირებით ვირუსის არარსებობა იყოს პერმანენტული.სამწუხაროდ მხოლოდ დრო და განმეორებითი ტესტირება დაამტკიცებს ვირუსის არარსებობის პერმანენტულობას.
პირველი მტკიცებულება რომ პეგინტერფერონით და რიბავირინით ჩატარებული მკურნალობით მიღებული მყარი ვირუსული პასუხი გამოხატავს სრულ განკურნებას სათავეს იღებს 2007 წლის გაზაფხულიდან,მას შემდეგ რაც მიჩელ შიფმანმა,ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის პროფესორმა წარმოადგინა მის მიერ ჩატარებული 7 წლიანი კვლევის შედეგები რომელშიც დაკვირვება წარმოებდა დაახლოებით 1000 პაციენტზე რომელთაც მყარი ვირუსული პასუხი ჰქონდათ მიღებული . ამ კვლევიდან მიღებული რეზულტატები იმდენად შთამბეჭდავია რომ საფუძველს იძლევა ც ჰეპატიტი ჩაითვალოს პერმანენტულად განკურნებად დაავადებად.
შიფმანის სიტყვებით, "პეგინტეფერონის გამოყენებას,ცალკე ან რიბავირინთან კომბინაციაში მივყავართ ც ჰეპატიტისგან განკურნებამდე. აღნიშნული კვლევა მკაცრად მიუთითებს,პირველად ისტორიაში რომ ც ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა. მკურნალობის დასრულებიდან 5 წელზე მეტი ხნის შემდეგ,პაციენტთა 99.6% აღარ დაფიქსირებია ორგანიზმში ვირუსის არსებობა“. შიფმანის კვლევაში, 8 პაციენტს მყარი ვირუსული პასუხით,მკურნალობის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში,დაუფიქსირდათ დადებითი რეზულტატი ვირუსის არსებობაზე,თუმცა აღსანიშნავია რომ გაურკვეველია თუ რა იყო ამის მიზეზი.
სიფრთხილის გამოჩენის მიზეზი.(ინფორმაცია განსჯისათვის)
ძირითად მიზეზს თუ რატომ ერიდება ზოგიერთი ექიმი გამოიყენოს ტერმინი "განკურნება“ მყარი ვირუსული პასუხის მიღებასთან მიმართებაში,წარმოადგენს პაციენტისათვის ცრუ დაპირების მიცემა რომ იგი სრულიად განკურნებულია ც ჰეპატიტისაგან.
მეცნიერების შესაძლებლობა დაადგინონ ც ჰეპატიტის ვირუსის არსებობა-არარსებობა შეზღუდულია.რადგან ამჟამად არსებული ტესტები საშუალებას იძლევა აღმოაჩინოს ვირუსის ნაწილაკები სისხლში,ამ ტესტების ეფექტურობა შეზღუდულია განსაზღვროს ვირუსის არსებობის ნიშნები სხვა ორგანოებში,იქნება ეს ლიმფური სისტემა თუ სხეულის სხვა ნაწილები,სადაც ვირუსი შესაძლოა დაიმალოს.აქედან გამომდინარე ძნელია თქმა რომ ც ჰეპატიტი რეალურად განდევნილი იქნა ორგანიზმიდან თუ მიკროსკოპიულმა ვირიონებმა მონახეს შესაფერისი ადგილი დასამალავად.
მსგავსი ეჭვის საფუძველი არსებობს რადგან არის შემთხვევები როდესაც მყარი ვირუსული პასუხის მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ პაციენტებზე ტესტს უჩვენებია ვირუსის ხელახალი არსებობა.მსგავს შემთხვევებში ძნელია განსაზღვრა რა მოხდა რეალურად,ვირუსის რეციდივი ანუ დაბრუნება თუ ადგილი ჰქონდა ხელახალ დაინფიცირებას.პაციენტებს სჯერათ რომ ისინი განიკურნენ,შეწყვეტილია ღვიძლის დაზიანება და აღარ შეუძლიათ ვირუსის გადამცემები იყვნენ. თუ მათ ღვიძლის ინფექცია დაუბრუნდათ ეს გამოიწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას კანონის წინაშე.აღნიშნული სიტუაცია ნათელს ფენს თუ რატომ პირს,რომელსაც ერთხელ მაინც ნაჩვენები აქვს დადებითი ტესტი ც ჰეპატიტის ანტისხეულებზე,აკრძალული აქვს სისხლის დონორობა.
ექიმთა შეუსაბამობა.
2008 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა თუ რამდენი ექიმი იყენებს სიტყვას „განკურნება“ პაციენტებთან ურთიერთობისას.დადგინდა შემდეგი:
-ექიმთა 63% ხმარობს ტერმინს "განკურნება“ პაციენტთა ვიზიტის 33 % შემთხვევაში როდესაც საუბარი ეხება მკურნალობის შედეგს;
-"განკურნება“-ში ყველაზე ხშირად იგულისხმება "სრული განკურნება“ და ეს ხდება ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებამდე ვიზიტებისას, ყველაზე ხშირად „სასიკეთო“ გენოტიპის არსებობის პირობებში.
-ექიმები ერიდებიან სიტყვა "განკურნებას“ ვიზიტების 29%-ში.
მოცემული სტატისტიკა მიუთითებს რომ ექიმთა ნაწილი პაციენტებთან ურთიერთობისას განიხილავენ სრული განკურნების პერსპექტივას მაშინ როდესაც სხვა ნაწილი ჯერ კიდევ თავს იკავებს მსგავსი მცნების გამოყენებისგან.
განისაზღვროს როდის ჩაითვალოს ც ჰეპატიტი განკურნებად დაავადებად დამოკიდებულია ინდივიდუალურ მიდგომაზე.სანამ არსებობს მცირედი მაინც ცრუ იმედის მიცემის შანსი ნაადრევია ც ჰეპატიტი ჩაითვალოს განკურნებად დაავადებად.მიუხედავად ამისა დღეისათვის არსებულ საუკეთესო ტესტებზე დაყრდნობით ვირუსის არსებობაზე არსებობს 50/50-ზე შანსი განიკურნოს ც ჰეპატიტი. ნათელია რომ ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული დებატები.ფაქტია რომ რაც დრო გადის მით უფრო მეტი პაციენტი აღწევს მყარ ვირუსულ პასუხს და სულ უფრო მეტი ხნის განმავლობაში რჩებიან ვირუსისგან თავისუფლად.რაც უფრო მეტად გაგრძელდება ეს ტენდენცია და შეიქმნება კიდევ უფრო სრულყოფილი დიაგნოსტიკური აპარატურა მით მეტი ექიმი მივა დასკვნამდე რომ ც ჰეპატიტისგან განკურნება რეალობას შეესაბამება."
http://www.hepatitis-central.com/mt/archiv...itis_c_cur.html-----
უახლოეს დროში განვავრცობ თემას,უფრო მეტად ოპტიმისტური კვლევების მითითებით.