მე არ მინახავს, რომ სადმე ეგრე დაგეწერა

) ხან მოდერებს ეჩხუბები ხან უბრალოდ აღნიშნავ ხოლმე, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული ქირურგის PR კეთდება... არადა სიმართლე რომ გითხრა მეც ამ PR-ის "მსხვერპლი" გავხდი, მაგრამ მიხვდები ალბათ, რომ უკმაყოფილო არ ვარ

თუმცა უკვე დიდი ხანია, ან საერთოდ არ პოსტავენ, ან ძალიან იშვიათად პოსტავენ ის ადამიანები, ვისაც PR მენეჯერის სტატუსს უყენებდი სავარაუდოდ, რაც მე პირადად არ მსიამოვნებს, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ აქ ყველამ ერთად რაც ვიცით იმაზე 2ჯერ მეტი იცოდა მაგ ხალხმა და იმიტომაც ვენდეთ... ახლა კიდე ისეთი სისულელეები იწერება, რომ ხშირ შემთხვევაში მეცოდებიან მომავალი პაციენტები, როცა აშკარად არასწორ რჩევებს აძლევენ ფორუმის წევრები... მაგალითს მოვიყვან, პაციენტი იყო, რომელსაც მეორადი უნდოდა და თავისი სურათი დადო... მიხვდები ალბათ ვისაც ვგულისხმობ... იმ პაციენტს ყველამ თავისი ქირურგი ურჩიეთ და თავი დადეთ რომ მაგრად აკეთებს მეორადებსო, მათ შორის შენც იყავი ყველაზე აქტიური... აი ზუსტად ის მომენტი იყო როცა, ან პაციენტის კეთილდღეობაზე წინ ფორუმის რამდენიმე წევრმა საკუთარი ქირურგის ზედმეტი შემოსავალი დააყენა,( რაც არ მინდა, რომ ვიფიქრო ) ანაც უბრალოდ ისეთ ინფორმაციას და რეკომენდაციას გასცემთ, რომელზეც არ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და შესაბამისად ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე... ახლა გეტყვი რატომ ვიძახი ამას... იმ პაციენტის ცხვირი ცალსახა იყო, რომ უნდა გაკეთებულიყო ხრტილის გადანერგვის მეთოდით(როდესაც მოხდებოდა სხვა ორგანოდან ხრტილის გადანერგვა) ამის შესახებ კი არავის არაფერი დაუწერია, ან არ იცოდით(და თუ არ იცოდით რატომ იძლევით რჩევებს) ან შეგნებულად შეგყავდათ შეცდომაში პაციენტი... ამ პაციენტს ის ქირურგები რომლებსიც არ აკეთებენ ნეკნიდან, ან ყურის ნიჟარიდან ხრტილის გადანერგვას, იმ ცხვირს სრულად ვერ აღუდგენდნენ და შესაბამისად მხოლოდ იმას მოახერხებდნენ რომ რაც იყო იმაზე უკეთესი ყოფილიყო და არავითარ შემთხვევაში არ გადაამისამართებდნენ შესაბამის კლინიკაში(რაც საქართველოში უდიდესი პრობლემაა, რომ თვითონ ქირურგებიც თავის ანაზღაურებაზე და პრესტიჟზე იმდენად ზრუნავენ რომ გზააბნეულ პაციენტებს არასოდეს არ გაუშვებენ სწორი მიმართულებით)... მოკლედ მიხვდით ალბათ რისი თქმა მინდა... ყველა შემთხვევაში და ყველაფერზე ერთი ქირურგის ყველასთვის შეთავაზება არ შეიძლება... კიდე იყო აქ შემთხვევა როცა ადამიანს ძგიდის გაკეთება უნდოდა და ერთ-ერთმა იუზერმა რეკომენდაცია ისეთ ქირურგზე გაუწია რომელიც როგორც ვიცი მხოლოდ ძგიდეს არც აკეთებს და თუ აკეთებს 3მაგ ფასში... მე მაგალითად ასეთ რამეს ვერავის ვერ ვურჩევდი სულ, რომ ხელფასის ნახევარს მიხდიდნენ ქირურგები... ეს ფორუმი იმისთვის არის რომ კლიენტებმა შესაბამისი ოპერაცია გაიკეთონ სასურველი ხარისხით და ამ ხარისხის შესაბამისი მინიმალური ფასით...