GIORGI XXLჩვენი ფუნქციები სხვადასხვაა, გააჩნია კლიენტთა ჯგუფს ვისთანაც ვმუშაობთ.
ამჟამად საავადმყოფოში ინსულტიან პაციენტებთან ვმუშაობ. სასწრაფოდან ეგრევე ჩვენთან ხვდებიან პაციენტები შესაბამისად ჩემი ფუნქციებია:
- პაციენტების მობილიზაცია ადრეულ სტადიაზე (საავადმყოფოში მოხვედრიდან ზოგჯერ 2-3 საათში, მაგრამ მაქსიმუმი 24 საათია)
- ანამნეზი და ზოგადი ფუნქციების სკრინინგი
- აქტივობის უნარის დიაგნოსტიკა და ვარჯიში
- კოგნიტური ფუნქციების დიაგნოსტიკა და ვარჯიში (ხშირად პაციენტებს პრობლემები აქვთ მეხსიერებასთან და ამიტომ ეგრევე გამოვწერ ხოლმე ე.წ. stove alarmს)
- ხელის ფუნქციის დიაგნოსტიკა და ვარჯიში
- სხვადასხვა დამხმარე საშუალებების გამოწერა. მაგალითად ეტლი, სხვადასხა პერსონალური ჰიგიენის საშუალებები.
- თუ აქტუალურია პაციენტის სახლის ვიზიტი (იმ შემთხვევაში თუ პაციენტი სახლში მიდის) და პაციენტის აქტივობის უნარის დიაგნოსტიკა მისივე სახლში. ხშირად საჭიროა გარმოს ადაპტაცია, მაგალითად მაღალი ზღურბების მოცილება იმისათვის რომ ადვილი გახდეს ეტლის მართვა და ა.შ.
- ინფორმაციული შეხვედრები პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან. ასევე პაციენტის დაგეგმარება შემდეგი რეაბილიტაციისათვის.
- პედაგოგიური მოვალეობები - როგორიცაა პაციენტისათვის და მისი ახლობლებისათვის ახსნა თუ რა ხდება და რატომ. განსაკუთრებით კოგნიტური ფუნქციების გარშემო.
- ექთნების და სანიტრების ინსტრირება პაციენთთან დაკავშირებული სპეციფიკური მომენტების შესახებ
- და კიდევ უამრავი ადმინისტრაციული ფუნქცია თავად ჩემ, ინსულტის განყოფილებაში და ასევე ოკუპაციური თერაპიის დეპარტამენტში (ორი სხვადასხვა გუნდია).
ვაიმე რამდენი ვწერე

პ.ს. სისხლდენა ვისაც აქვთ ისინი რეანიმაციაში ხვდებიან. ჩვენთან მოვლენ თუ არა, მათთან ცოტა ფრთხილად ვმუშაობთ, მაგრამ მაინც ეგრევ ვიწყებთ რეაბილიტაციას
* * *
GIORGI XXLშენ საიდან გაქვს შეხება ამ სავარძლებთან?
This post has been edited by BadbadGirl on 15 Dec 2012, 22:16