გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? მახსოვს, ერთ დროს აქტიურები ვიყავით და კარგადაც ვპოსტავდით ამ ძალიან საჭირო თემაში. მე ძალიან ბევრი სიახლე და გამოცდილება დამიგროვდა სამედიცინო კუთხით.... ნელნელა დავპოსტავ თუ იქნება დაინტერესება
საკუთარ თავზე უამრავი ექსპერიმენტის მრავალწლიანი ეტლთან ერთად ცხოვრების და ა.შ. შემდეგ დავბრუნდი უფრო მეტი სასარგებლო და საინტერესო სიახლეებით.
* * *
BadbadGirlGIORGI XXLსაინტერესო პოსტებს დებდით ხოლმე, სად დაიკარგეთ? ჩაკვდა თემა!
* * *
დავიწყებ იმით, რომ ახალი ტიპის ეტლები აღმოვაჩინე. TiLite რომელსაც აქვს როგორც rigid frame ასევე folding frame. ასევე არის არჩევანი monotube-სა და dualtube-ს შორის. (ვინმეს თუ დააინტერესებს ესენი რას ნიშნავს, შემდეგ პოსტში ავხსნი). წონები საკმაოდ დაბალია. 4KG-დან 5-6KG-მდე მგონი. არის ერთ-ერთი საუკეთესო აქტიური ტიპის ეტლი. მზადდება ტიტანიუმისაგან და კარბონის დეტალებით. არის ძალიან მანევრირებადი, მსუბუქი და კარგად მართვადი ეტლი, რაც მთავარია გამძლე. მომავლისთვის ვაპირებ tilite ZR ან ZRA მოდელზე, ასევე მომწონს tilite aero Z . აქვს ძალიან ბევრი კარგი ფუნქცია და გააჩნია(მორგების-tifit ფუნქციები) ანუ ეტლი მთლიანად მომხმარებლის პარამეტრებსა და საჭიროებებს შეიძლება რომ მოვარგოთ. ამჟამად ვზივარ kuschal k series... 10-14 KG-მდე..

რეფრაიდერსაც ვიყენებ ხოლმე, გააჩნია რა გზებზე მინდა, რომ ვიარო... (ფოტოს მოგვიანებით ავტვირთავ. მაგრამ არც ისე კმაყოფილი ვარ საქართველოს გზებზე, რადგან მცირედი კენჭი ან დაბრკოლება და ეგრევე სახით მივიდვარ

წინა ბორბლები ძალიან სუსტი და თხელია... ასევე ახალი ეტლი panthera x რომელიც ულამაზესია, მაგრამ ასევე ნაკლებ გამძლე. 4KG ბორბლებით, მის გარეშე 2KG.
ასევე შემომიტია ნაწოლებმა

( რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა (ურლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე) და პერიოდულად თავს მახსენებს. პირველ ჯერზე ვიხმარე არაჩვეულებრივი სპრეი, "berberex", რომელმაც გასაოცარი შედეგი მომცა. მეორეჯერ სამწუხაროდ არ იყო ის შედეგი, რაც პირველად... მეორე ჯერზე გამოვიყენე ალგინატიანი საფენი (შეიცავს ზღვის მცენარეებს) ღამე დავიფინე და დილით უკვე საგრძნობი შედეგი იყო! <3 ბალიშს roho-ს ვიყენებ... midle profile 7-8სმ. (ძალიან მაგარი რამაა!!!) მომავალში ვაპირებ, ვცადო გელის ან სილიკონის ბალიში...
* * *
http://s019.radikal.ru/i603/1608/39/b343f9a7ad58.jpgma boy
* * *
რაც შეეხება სამედიცინო უროლოგიურ და სხვა საკითხებს:
ძალიან კარგი აღმოჩენა გავაკეთე. გამომდინარე იქიდან, რომ სონდაჯი ანუ ერთჯერადი გამოყენების კათეტერი არც 100%-იან გარანტიას არ იძლევა და არც აღმავალი ინფექციისგან ვართ დაზღვეულები (თუ 100%-იანი გარანტია გვინდა, მაშინ შარდის ბუშტში კეთდება 6 ან 12 თვეში ერთხელ ბოტოქსის (თუ სწორად მახსოვს) რამდენიმე ინექცია, რაც იწვევს კუნთების სპასტიკის მოშლას) მაგრამ მის უსაფრთხოებაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია.
აღმოვაჩინე ე.წ "კონდომ კათეტერი". სახელიდან გმაომდინარე ხვდებით ალბათ მისი მუშაობის პრინციპს: სასქესო ორგანოზე უნდა ჩამოიცვა ე.წ კონდომი, რომელსაც შიგნითა მხრიდან უსვია წებო და მაგრდება კანზე მჭიდროდ (საქართველოში ნაყიდმა არც ერთმა არ გაამართლა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე) ან ზემოდან ე.წ "სკოჩი" წებოვანი ლენტი უნდა შემოახვიოთ. მეორე ბოლოში უკეთდება რეზინის მილი, რომელსაც აქვს მობმული "პარკი", რომელიც მაგრდება წვივზე, ან უფრო ზემოთ. არის მაქსიმალურად კომფორტული და არ ჩანს შარვალში. არის ზომებში, როგორც "კონდომი", ასევე "პარკი" ესეც ლინკი:
https://www.youtube.com/watch?v=jayPXatReHUსაიტი, საიდანაც შეიძლება შეძენა:
http://www.vitalitymedical.com/mentor-free...latex-free.htmlასევე: sportaid.com
* * *
რაც შეეხება დეფეკაციის bowel managment თემას: ამ შემთხვევაში ყველაზე მოსახერხებელი რამ, რაც შემხვედრია, იყო ანალური სანთელი (ბუნებრივია, უკუჩვენება ყველაფერს აქვს და სასურველია ექიმის კონსულტაცია). მოქმედებას სჭირდება 30-60 წუთი (ეს ალბათ ინდივიდუალურია. მაგრამ რასაც დავაკვირდი, არის ის რომ ახასიათებს ლორწოვანი მასის გამოდევნა პერიოდულად გამოყენებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი... (მქონია შეხება bycacodyl და бисакодил-თან. (მეორე უფრო მომეწონა-ქვეყნებშია სხვაობა (უკრაინულია).
* * *
ზოგს შეიძლება დააინტერესოს, ძალიან კარგი რაღაცაა:
http://www.mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=8051 დანარჩენი უკომენტაროდ.
* * *
ღეროვან უჯრედებზე:
https://www.youtube.com/watch?v=s5ZWKBgcpYo * * *
Maintereswba menjis fiqsators ra funqcia akisria etlze?
* * *
BadbadGirlGIORGI XXLადრე რომელიღაცას გეწერათ ეტლის და ბალიშის წონა ნაწოლებზე მოქმედებსო და რა იგულისხმეთ?
This post has been edited by ikusha1994 on 2 Aug 2016, 19:02