მოგესალმებით
3 დღის წინ გავიკეთე კისტის ( დერმოიდული კისტა ) ოპერაცია და მინდა გარკვეული გამოცდილება გაგიზიაროთ
კისტა მდებარეობდა კუდუსუნთან. ხერხემლის ბოლოში. რომელიც ტკივილით არ მტკიოდა თუმცა გამონადენი ჩირქიანი სისხლის და სითხის მქონდა. სანამ ამტკივდებოდა მანამდე გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება
ოპერაციის დღეს დამიბარეს მშიერი. ანალიზები ამიღეს და შევუდექით ოპერაციას. ოპერაცია ჩატარდა ნარკოზით და საერთოდ არაფერი არ გამიგია. ოპერაცია 1 საათს გაგრძელდა და გამომიყვანეს ნარკოზიდან.
ოპერაციის შემდეგ მცირედი ტკივილებია მაგრამ დიდი არაფერი. (კბილის ტკივილი ბევრად აღემატება ამ ჭრილობის ტკივილს) ყოველი შემთხვევისთვის მაინც გთავაზობენ გამაყუჩებელს. მე არ გავაკეთებინე დიდი არაფერი არაა და მაგიტომ.
ექიმმა ოპერაციის გაკეთების სხვადასხვა ხერხი არსებობსო. მე კისტა მთლიანად ამომაჭრეს და ნაკერები დამადეს.
ფეხზე იმ დღესვე წამოვდექი და პალატაში გავიარ–გამოვიარე.
შიმშილი და წყალი არ მინდებოდა გადასხმაზე შემაერთეს.
მეორე დღეს პირველი გადახვევა გამიკეთეს. სრულიად უმტკივნეულო. გეღუტუნება

დაახლოებიტ 2 წუთი დასჭირდა, შემდეგ გადახვევაზე დამიბარეს ორშაბათს მოდიო ( ოპერაცია პარასკევს გავიკეთე) 1 ანტიბიოტიკი დამინიშნეს (ტაბლეტები) და საავადმყოფოდან გამომწერეს. ახლა ტკივილები თითქმის არ არის. (უმნიშვნელოა) დაწოლა ადგომის დროს გაწუხებს ცოტა. პირველ კუჭის მოქმედებამდე წვნიანები და მოხარშულები დამინიშნა.
დღეს ორშაბათია მეორე გადახვევაზე ვიყავი დაბარებული. ნახევარი საათია დავბრუნდი და გამოცდილების თქვენთვის გაზიარებას შევუდექი. ყველაფერი კარგად მიდის. მეორე გადახვევამაც ღუტუნით ჩაიარა

)
ექიმმა დაჯდომის უფლებაც მომცა. პრობლემა არ არისო. სრულფასოვანი მოქალაქე ხარ უკვეო

) მაგრამ მე ვერიდები მაინც. ნაკერმა თუ დაიჭირა და შეხორცება კარგად წავიდა 2 კვირაში მორჩებიო თუ არა და 1 თვე დაგჭირდებაო.
ჭამით ყველაფერი მეჭმევა. გარდა ალკოჰოლის დალევისა.
დაწოლა, ადგომა, დაჯდომის უფლებაც მაქვს. მანქანის ტარებას მგონი ჯერ ვერ შევძლებ მაინც
შემდეგ გადახვევაზე ხუთშაბათს უნდა მივიდე. ასე თუ გაგრძელდა ნაკერებს მალე მოგხსნითო. სიცხე თუ მოგცემს მაშინვე მოდი ჭრილობა უნდა გაიხსნას და მეორე მეთოდით შევუდგეთ მკურნალობასო. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად არის და იმედი მაქვს ასეც იქნება.
რაიმე კითხვა თუ გექნებათ ოპერაციასთან დაკავშირებით და გამოცდილებიდან შემეძლება პასუხის გაცემა დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ