dito_rstაი ინსტრუქცია

მაგრამ მე დიდად არ მომეწონა საფრთხილო რაღაც ჩანს, მაგას მინოქსი ჯობია, გარედან ისხამ, ცოტა სეზღუდვები მაგასაც აქვს მაგრამ ეს უფრო საშიში ჩანს. თან ფაქტია როცა გამოვიყენე იმოქმედა
ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა და მასთან დაკავშირებული უროლოგიური გართულებების პრევენცია .
- შარდის მწვავე შეკავების რისკის შემცირება .
- ქირურგიული ოპერაციების , მ . შ . წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექციისა და პროსტატექტომიის ჩატარების საჭიროების რისკის შემცირება .
· მკურნალობა გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირების , შარდის დინების გაუმჯობესებისა და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოხატულობის შემცირების მიზნით .
პროსკარით თერაპია ნაჩვენებია პაციენტებისათვის გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით .
უკუჩვენებები
პროსკარის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში :
ალერგიული რეაქციები პროსკარის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ კომპონენეტზე ;
დაავადებები , რომელთა მკურნალობა ხდება პროსკარით , მხოლოდ მოზრდილ მამაკაცებს აღენიშნებათ . პროსკარი მხოლოდ მამაკაცებს უნდა დაენიშნოთ . ქალებისა და ბავშვებისათვის პროსკარის გამოყენება რეკომენდებული არ არის .
პროსკარის გამოყენების დაწყებამდე , პაციენტმა უნდა იცოდეს , რომ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვითარდება . ზოგიერთ პაციენტს მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება ადრე გამოუვლინდეს . მაგრამ , შესაძლოა ისე მოხდეს , რომ მკურნალობის ეფექტის მისაღწევად პროსკარის გამოყენება რამოდენიმე თვის განმავლობაში გახდეს საჭირო . მიუხედავად იმისა , გრძნობს თუ არა პაციენტი მდგომარეობის გაუმჯობესებას ან დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების შეცვლას , პროსკარით თერაპია შეამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ზოგიერთი ქირურგიული ჩარევის ჩატარების საჭიროებას . პერიოდული გამოკვლევებისა და მკურნალობის შედეგების დასადასტურებლად , საჭიროა ექიმის რეგულარული კონტროლი .
მიუხედავად იმისა , რომ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა არ წარმოადგენს ონკოლოგიურ დაავადებას და არ იწვევს ონკოლოგიური დაავადების განვითარებას , მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს სიმპტომების განვითარების მიზეზი და დასვას დიაგნოზი .
პროსკარს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს პროსტატ - სპეციფიური ანტიგენის ( პსა ) შემცველობის ტესტის შედეგებზე . ამიტომ , თუ პაციენტს დაენიშნა პსა ტესტი , ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის მიერ პროსკარის გამოყენების შესახებ .
სიფრთხილე
მამრობითი სქესის ნაყოფისათვის ფინასტერიდთან კონტაქტი დაკავშირებულია რისკთან .
ორსული ქალები , ასევე მშობიარობის უნარის მქონე ასაკის ქალები უნდა მოერიდნენ პროსკარის დატეხილ ან სიმრთელე დარღვეულ ტაბლეტებთან კონტაქტს ფინასტერიდის შეწოვის შესაძლებლობის და შემდგომში , მამრობითი სქესის ნაყოფისათვის პოტენციური რისკის გამო .
პროსკარის ტაბლეტები შემოგარსულია , რაც შეუძლებელს ხდის აქტიურ მოქმედ ნივთიერებასთან კონტაქტს იმ პირობით , თუ ტაბლეტები მთელია .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პროსკარი , ჩვეულებრივ არ ახდენს ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებთან . მიუხედავად ამისა , ექიმს უნდა ეცნობოს ყველა გამოყენებული სამკურნალო საშუალების შესახებ .
გვერდითი მოქმედება
ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად , პროსკარსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა . გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვითარდება და მამაკაცთა უმეტესეობას არ აღენიშნება . მაგრამ ზოგიერთ მამაკაცს , შეიძლება განუვითარდეს : იმპოტენცია ( ერექციის უუნარობა ) ან სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება . შეიძლება შემცირდეს სქესობრივი აქტის დროს გამოყოფილი სათესლე სითხის რაოდენობა , რაც არ მოქმედებს ორგანიზმის ნორმალურ სქესობრივ ფუნქციაზე . ეს გვერდითი ეფექტები , შეიძლება თავისით გაქრეს პროსკარის გამოყენების ხანგრძლივობის მიუხედავად . თუ არასასურველი სიმპტომების პრეპარატის გამოყენების პერიოდში შენარჩუნდება , პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში ისინი ქრება .
იშვიათ შემთხვევებში , ზოგიერთ მამაკაცს აღენიშნა ძუძუს თავების შესივება და / ან ტკივილი , ასევე , ისეთი ალერგიული რეაქციები , როგორებიცაა გამონაყარი , ქავილი , ჭინჭრის ციება და ტუჩების და / ან სახის შეშუპება , ტკივილის შეგრძნება სათესლე ჯირკვლების არეში .
ნებისმიერი სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში , აუცილებელია ექიმთან მიმართვა .
* * *
აქ ფორუმზე 2010 წლის პოსტებს გადავხედე, კობახიძის პაციენტები ყოფილან, მაგათაც მინოქსი დაუნიშნავს (აბა მე ექსკლუზიურად ხომ არ გამომიწედა) კმაყოფილები ჩანან. ისე მინოქსის მტავარი პრობლემა ისაა, რომ სახეზე არ უნდა ჩამოგეწუწოს თორემ სახეზეც ამოვა თმა;
და კაცის და ქალის ცალცალკეა, ნუ ახატია და მიხვდებით. ინსტრუქცია ებრაულად აქვს, მაგრამ ქართულადინტერნეტში იპოვით. 2 აფთიაქშია ერთი ფარმადეპო 28 ლარი ღირს და მეორე მე 9 სავაადმყოფოს პადზემკაში რომ აფთიაქია იქ დახლ. 33 ლარამდე გადავიხადე.