გამარჯობა,
მაინტერესებს ცისტიტის გარდა, საშარდე სისტემებთან დაკავშირებული და ფართოდ გავრცელებული კიდევ რა დაავადებები არსებობს? (ქალებში) ცოტა მრავლისმომცველი შეკითხვაა,მაგრამ დავიტანჯე უკვე 1 წელია

მაქვს შემდეგი სიმპტომები:
პერიოდულად შარდის ბუშტის არეში საშინელი სიმძიმე და რაგაც კოშმარული შეგრძნება, რომელსაც ტკივილსაც ვერ დავარქმევ (არც ვიცი როგორ ავხსნა).
შარდვის დროს მაინცდამაინც ტკივილი არ მაქვს, მაგრამ მაგ დროსაც უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს.
არც ხშირი შარდვა მაქვს მაინცდამაინც,
ეს ყველაფერი მეორდება ძალიან ხშირად, თითქმის 1-2 თვეში ერთხელ, ზამთარ-ზაფხულს.
გამწვავწბისთანავე ვსვამდი წამლებს - 5 ნოკი, ფურამაგი და ა.შ. მაგრამ აზრი არ აქვს, ისევ მიმეორდება.
უროლოგიის ცენტრში ვიყავი და ერთ-ერთმა ექიმმა (არ დავასახელებ ვინ) მითხრა რომ გოგონებში ეს ძალიან ხშირია ვერაფერსაც ვერ იზამო

ასევე მირჩია წამალი carito (თუ არ ვცდები), რომელიც აქ არ იყიდება და ევროპიდან ან საიდანმე უნდა ჩამოატანინოო, არც ანტიბიოტიკია და გამწვავების დროს დალიე ხოლმე, შეჩვევას არ იწვევსო

იქნებ სპეციალისტმა დამაკვალიანოს ვისთან მივიდე, რა ვქნა?

იქნებ საერთოდაც ცისტიტი არ არის, ან თუ არის მკურნალობას ექვემდებარება და ასეთი უიმედოც არ ვარ როგორც ექიმმა მითხრა

ბევრი კი დავწერე...
წინასწარ დიიდი მადლობა