ოჯახის წევრს (65 წლის მამაკაცი) აქვს შარდის შეკავება ბოლო 2 კვირა. 1-2-ჯერ სისხლიც გამოყვა ადრე. (არა მღვრიე და ყავისფერი კოლტებით. ანუ ჩვეულებრივი, წითელი). ტკივილი და ეგეთები ადრე არ ქონია. ეს ბოლო კვირაა რაც შეაწუხა და მცირე ტკივილივითაც დაერტO.
გუშინ ეხო გავიკეთეთ. 1 თირკმელი გაჩერებულია და რაღაც წანაზარდები აქვს. შარდის ბუშტზე 30-40 მმ წანაზარსი. სიმსივნის მესამე სტადიაო.
დღეს ჩიგოგიძესთან წავიყვანე. ტომოგრაფიაზე გაგვიშვა (მუცლის და მცირე მენჯის ღრუ) და მაგის მიხედვი გადავწყვეტთო. პირველადი პასუხის მიხედვით - შარდის ბუშტის სიმსივნურმა წანაზარდმა ჩაკეტა სადინარი და თირკმელაში წარმოიშვა მარილების გროვა (კენჭი), რომელმაც გააჩერა მისი მუშაობა.
თემურიმ, შარდის ბუშტის ტური უნდა ჩატარდეს პირველ რიგშიო. ანუ სიმსივნე ამოიკვეთოს და მილი ჩადგეს თირკმელთან, რომ იქნებ ამუშავდეს ფუნქცია და ამოსაკვეთი არ გახდესო. თან, შარდის ბუშტის სიმსივნური მეტასტაზები სადაა წასული, ეგეც გაკვეთისას გამოჩნდება. დანარჩენი მერეო.
ხოდა, ეს მერე რას ნიშნავს. როცა გახსნის და მილს ჩადგავს, მაშინვე გამოჩნდება თირკმელა ამუშავდება თუ არა, თუ უნდა გაკეროს და მერე რაღაც პერიოდი დააკვირდეს და თუ არ ამუშავდა, ხელმეორედ გაჭრას?
და საერთოდ, ასეთ შემტხვევაში რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?
მეტასტაზები წასული იქნება? ალბათ დათესავენ ხო? და უმეტესად ავთვისებიანია ხოლმე თუ კეთილთვისებიანი?
წინასწარ დიდი მადლობა
* * *
ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფიის დიაგნოზი.
უტარდება შარდის ბუშტის ტური
თირკმელს ეხლა არ ჭრიან,თუცმა სავარაუდოდ ამოსაჭრელი იქნება.
მთავარი პრობლემა შარდის ბუშტია.
რა მოლოდინი სეიძლება გვქონდეს?
* * *
კომპიუტერული ტომოგრაფიის დიაგნოზი ასეთია:
კტ მონაცემებით სახეზეა ჰეპატომეგალია, შარდის ბუშტის სიმსივნე მარცხენამხრივი ტერმინალური ურეტეროჰიდრონეფროზის კტ სურათი. მარცხენამხრივი უროლითიაზი.
მეტასტაზები გავრცელებული გამოდის ამ დასკვნიდან? ალბათ დათესავენ ხო? და უმეტესად ავთვისებიანია ხოლმე თუ კეთილთვისებიანი?
მკურნალმა ექიმმა შარდის ბუშტის ტურის და თირკმელში მილის (რომ დავაკვირდეთ - აღსდგება ფუნქცია თუ არაო, თუმცა შანსები ძალიან მცირეა) ჩადგმის გადაწყვეტილება მიიღო. პირველივე ჯერზე ხომ არ სჯობია თირკმელიც ამოღებაც?
ასეთ შემთხვევაში რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?