grushaარა, რა დიეტა
აი ეს წაიკითხე:
ყველაფერი იმით იწყება, რომ სპერმატოზოიდი, მამრობითი სასქესო უჯრედი, დანიშნულების ადგილას – კვერცხსავალ მილში ხვდება კვერცხუჯრედს (ქალის სასქესო უჯრედს) და მასში იჭრება. ასე ხდება განაყოფიერება.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიცავს როგორც დედისეულ, ისე მამისეულ ინფორმაციას. ინფორმაციის მატარებელ უწვრილეს ძაფებს ქრომოსომები ეწოდება. სწორედ მათშია მოთავსებული მინიდოსიე დედიკოსა და მამიკოს გარეგნობის, აღნაგობისა და ხასიათის თავისებურებათა შესახებ.
განაყოფიერების დროს “საიდუმლო მასალები” ერთმანეთში ირევა, მდედრისა და მამრის გენეტიკური “ფაილები” სხვადასხვა კომბინაციას ქმნის, რასაც საბოლოოდ სრულიად ახალი (თუმცა მშობლების მსგავსი) ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე მივყავართ.
ადამიანის უჯრედის ბირთვი 46 ცალ (23 წყვილ) ასეთ “ფაილს” – ქრომოსომას შეიცავს. ამათგან 23 მამრობითია, 23 – მდედრობითი, ანუ ერთ “ქალურ” ქრომოსომას ერთი “მამაკაცური” შეესაბამება (როგორც ჩანს, დაწყვილებისკენ სწრაფვა ჩვენში უჯრედის ბირთვის დონეზეა ჩანერგილი).
როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის უჯრედი 46 ქრომოსომას შეიცავს, თუმცა გამონაკლისიც არსებობს. ეს სასქესო უჯრედები გახლავთ – სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედში 23-23 ქრომოსომაა. სწორედ მათი შერწყმით წარმოიქმნება ქრომოსომების 23 წყვილი.
ახლა ქრომოსომების ფორმაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ოცდაორი ერთნაირია, ოცდამესამე კი ოდნავ განსხვავებული. მდედრობით სასქესო უჯრედში ეს ქრომოსომა ყოველთვის X-ს ჰგავს, ხოლო მამრობით უჯრედში ის ზოგან X-ის მსგავსია, ზოგან – Y-ისა.
ახლა ბავშვობა გავიხსენოთ და წარმოსახვითი თავსატეხი შევადგინოთ: თუ წარმოვიდგენთ, რომ კვერცხუჯრედებში ყველა ოცდამესამე ქრომოსომა X-ისებრია, ხოლო სპერმატოზოიდებში – ზოგი X-ისა, ზოგი კი Y-ისა, იოლად მივხვდებით, როგორ ყალიბდება მომავალი სქესი. კერძოდ, თუ მდედრობით სასქესო უჯრედს, რომელიც ყოველთვის X-ქრომოსომის მატარებელია, შეხვდა სპერმატოზოიდი, რომელიც ასევე X ქრომოსომას შეიცავს, ჩაისახება გოგონა, ხოლო თუ კვერცხუჯრედი Y ქრომოსომის შემცველმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა, ცხრა თვის შემდეგ ქვეყნიერებას ბიჭუნა მოევლინება.
ერთი სიტყვით, ნაყოფის სქესი ჩასახვისთანავე განისაზღვრება, თუმცა სასქესო ნიშნების ფორმირება მოგვიანებით ხდება. ამის კვალობაზე, ბავშვის სქესის განსაზღვრა თეორიულად ჩასახვის მომენტიდანვე შეიძლება, თუმცა რეალურად ცნობისწადილს მომავალი დედიკო და მამიკო მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იკმაყოფილებენ. ამასობაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) დაყოფას იწყებს: ჯერ ორად იყოფა, შემდეგ – ოთხად, რვად, თექვსმეტად და ა.შ. უჯრედები მრავლდება, წარმოიქმნება ქსოვილები, ორგანოები... Y ქრომოსომა ბრძანებას გასცემს, ჩანასახს მამრობითი სასქესო ორგანოები ჩამოუყალიბდეს. ორსულობის (გესტაციის) მე-4 თვისთვის ბრძანება შესრულებულია – ნაყოფს სასქესო ორგანოები აშკარად აქვს გამოხატული. სწორედ ამ დროს მიმართავენ სქესის დადგენის მიზნით ულტრაბგერით კვლევას.
"ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა."
"არაფერია ისე ძნელი,როგორც ცუდად აღზრდილი ადამიანის ხელახლა აღზრდა."
ბელინსკი
იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, კაცისა- შემთხვევითობამდე.