
გავიკეთე დღეს ოპერაცია თოფურიასთან. ყველას დიდი მადლობა ვინც მამხნევებდით და მეხმარებოდით! ეხლა კლინიკაში ვარ პალატაში. კოშმარი გადავიტანე ნერვიულობის თვალსაზრისით. წუხელ 1 წამითაც კი ვერ დავიძინე ამის გამო და განსაკუთრებით იმიტომ რომ მეგონა ისევ ვცივდებოდი... ოდნავ ყელი მაინც მტკიოდა.
ისე კი საკმაოდ რთული ყოფილა ეს ყველაფერი. სახვევი მიკეთია სისხლით გაჟღენთილი და ვგრძნობ რომ ხანდახან მეყლაპება სისხლი. ჭამით იოგურტს და ბანანს ვჭამ მხოლოდ. წყალს კი საწრუპით ვსვამ
მხოლოდ პირით სუნთქვაც მაგრა მიჭირს. ხო ასევე სიცხე გაგვიზომეს ყველას და 37 და 3 მქონდა მეც და სხვებსაც დაახლოებით ასე. ნორმალურიაო ექთანმა.
შეგრძნებებს რაც შეეხება

რო შემიყვანეს საოპერაციოში და მონიტორზე შემაერთეს, აი მანდ დამეწყო უკვე პანიკის მაგვარი

ვაღიარებ რომ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველაფრის მეშინია

ხო სიზმრებიც ვნახე ზოგი ტიტრებით დამთავრდა

კიდე გერმანიის ნაკრები ვნახე ფინალში და ჩემპიონი გახდა

რო გამომეღვიძა ვიცინოდი და ყველა ჩემთან ერთად იცინოდა ჩემს ლაპარაკზე

... რაღაცეებს ვეკაიფებოდი ყველას

ამის მერე ბევრად უარესად გავხდი და ეხლაც საკმაოდ მძიმედ ვარ. ოდნავი თაბრუს ხვევა გულის რევის შეგრძნბა და ა.შ
ძლივს ვწერ და თუ ცოტა არეულად წერია მე მაპატიეთ