არაფერი საშიში არ არის. რომ მოიხოცო - უბრალოდ შენვე გეტკინება და შეიძლება დეფომაცია წავიდეს ძგიდის.
უხეშად არ შეეხო ცხვირს. არც გარედან, არც შიგნიდან.
რაც შეეხება ცხვირის გამორეცხვებს , რომ გეშინია:
სახლში ან სანატესაოში აქიმი ან ექთანი არავინ გყავს?
ფიზიოლოგიური ხსნარი ჰკითხე რა არის და რისთვის არის თქო....
იყიდე ეგ ფიზიოლოგიური ხსნარი (თუ ყიდვის საშუალება არ გაქვს - მომწერე და გასწავლი როგორ დაამხადო სახლის პირობებში).
დაიბანე ხელები კარგად საპნით. ეს ფიზიოლოგიური ხსნარი ჩაისხი მუჭაში და ცხვირი ჩაყავი ამ შენს მუჭაში და ეს ფიზიოლოგიური ხსნარი "შეისუნთქე" ნახევარი ძალით და ისევ გამოისუნთქე. თუ ყელში გადაგივიდა - ესეც არაუშავს, გადმოაფურთხე.
ჩვეულებრივი სტერილური წყალია სტერილური მარილით. მეტი არაფერი.
ასე გაიკეთე დღეში რამოდენიმეჯერ. განსაკუთრებით დილით რომ გაიღვიძებ და ღამით.
გამოგისუფთავებს და თან სუსტი ანტიბაქტერიულია ეს ფიზიოლოგიური ხსნარი და კარგია ჭრილობების მობანვისთვის.
ბებიაჩემი ექთანი იყო და სულ მაგ ხსნარ აკეთებდა ხოლმე ხელს რომ გავიჭრიდით ხოლმე ბავშვობაში ან რაღაც...
წარმატებები

პ.ს. რამდენი წლის ხარ?
* * *
elshadow