EXHALATINGმე 32-33 წლის ასაკში ვიგრძენი გამწვავება ჩემი მდგომარეობის - უფრო და უფრო ნაკლები საათებით ძილი, ცხვირის ჩაკეთვა უფრო ხანგრძლივად ვიდრე - ადრე.
35 წლის ასაკში უკვე პირს ვეღარ ვკეტავდი რადგან 24/7 საათი სულ ჩაკეტილი მქონდა ცხვირი.
ძილიც შემიმცირდა, ღამეში მხოლოდ 2-4 საათი მეძინა.
ვიცოდი რომ ცხვირი საოპერაციო მქონდა, ბავშვობიდანვე, დედაჩემს უთხრა ექიმმა - ზრდა რომ დაუსრულდება აუცილებლად გაუკეთე ცხვირის ოპერაციაო.
მაგრამ არასოდეს არ მქონდა მაგის საშუალება და ვერ ვიკეთებდი.
ერთ ექიმს შევხვდი შემთხვევით, ცხვირის პლასტიკო-ქირურგს და მას ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და ისიც ვუთხარი ბოლო რამოდენიმე წელია უკვე ძალიან ცუდად ვარ მთქი + მეხსიერების დაქვეითება და ქზროვნების უნარის დაქვეითება ამ ყველაფერთან ერთად მეთქი.
ხო და ასე მითხრა: ადამიანის 2 სხეულის ნაწილია რომელიც არასოდეს წყვეტს ზრდას, ესენია ყურები და ცხვირი.
მეგონა ეს ბავშების მიერ გამოგონილი ხუმრობა მეთქი, ბავშვობაში რომ ვხუმრობდით ბავშვები.
დააკვირდიო - აბსოლუტურად ყველა მოხუცს რატომ აქვს დიდი ცხვირი და დიდი ყურებიო....
ხო და რაც დროს გადის შენი ცხვირის ძვლები იზრდება და ამიტომ გემართება უარესი, უფრო და უფრო კეტავს ეგ ძვლები მაგ შენს ცხვირს და ამიტომ გეკეტება უფრო და უფრო მეტად და რაც უფრო მეტი დრო/წლები გავა, უფრო დაგიმიძიმდება მდგომარეობა, ჯერ სად ხარო

''დამამშვიდა''

ხო და კიდევ მითხრა: თვალის უპეები რომ მუქი გაქვს - იმის ბრალია რომ ცხვირიდან ვერ სუნთქავო.
და გარანტიას გაძლევ რომ ოპერაციის მერე გაგიქრება და ღია ფერის გახდებაო ისევ.
(ჩემი დიდი პრობლემა - ჩამუქებული თვალის უპეები).
ხო და იმავე დღეს წავედი ექიმთან და დავანიშნინე ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტი.