კონდილომაზე მჭირდება ინფორმაცია,შეძლებისდავარათ ვეძებე მაგრამ საჩემო ვერაფეი ვიპოვე ფორუმზე,თან სულ ქალებზეა საუბარი
მოკლედ 1 თვეა გამიჩნდა თეთრი ფერის წერტილებივით რამოდენიმე ადგილას(სასქესო ორგანოზე),თითქოს არც ჩანს.თავიდან დავიკიდე მაგრამ დღეს თითქოს ოდნავ გაიზარდათქო(შეიძლება მომეჩვენა,ძალიან პატარებია 4,5ადგილას).წავედი ვენეროლოგთან,მაგრამ ეგეც მომდევნო ჭიჭიკო აღმოჩნდა როგორც ვამჩნევ,ამიღო ნაცხები ტრიხომონა ქლამიდია სოკოზე და 50 ლარი ვშვლიპე.კიდე რაღაცეებს მთხოვდა მარა ფული აღარ დამრჩა.ორშაბათს მოდიო და კიდე უნდა გაიკეთოო:სიფილისზეო კიდე რაღაცო არ მახსოვს და კიდე კონდილომაზე თუ გინდა შენ გაგიკეთებ ანალიზსო,მე ისედაც ვიცი რომ ეგ კონდიომააო.კაროჩე 70 ლარი დაგიჯდება ეგ ანალიზები სულო
ხოდა თქვენ რას ფიქრობთ ზედმეტი არაა ამდენი რამის ჩიჩქვნა და ტყუილად ფულის ხარჯვა?არაფერი არ მაწუხებს არ მტკივა,პროსტა ეგ წერტილებია რა და მეშინია არ გაიზარდოს...
მკურნალობაზე ვკითხე და მოიწვიო,მეთქი არ მინდა მოწვა და ზედმეტი ჩარევათქვა და მაშინ რაღაც ანტიბიოტიკებს დაგინიშნავ და იმუნოსუპრესორებსო,ეგეც ერთი 100 ლარის ამბავიაო რა,ისიც თუ ქართულს იყიდიო...
გამარკვიეთ ეხლა,რა გზას ვეწიო
არის თუ არა სერიოზული ეს კონდილომა?
შეიძლება პარტნიორსაც გადავადო ალბათ თავისთავად?
შეიძლება გართულდეს?თუ მართლა შესაძლებელია თავისთავად მოძვრეს(სხვათაშორის ესეც მითხრა იმ ექიმმა)
და ამ მოწვის და ზედმეტი ჩაევების გარეშე არ შეიძლება ეფექტური მკურნალობა?(მაინცდამაინც არ ამ ანტიბიოტიკების სმა მიზიდავს,რაღაც კრემები არის როგორც ვიცი)
დაწერეთ რა რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია,ვინც იცით
პ.ს. და ამჯერადაც თუ გადავრჩი,ვინც აწი ჩემდათავად უპრეზერვატივოთ ვიმეს გაეკაროს იმის....დშნდნნ...
დავიღალე,ყველაფერი მე როგორ უნდა ავიკიდო