მდაას

არა ხალხო ტრიპერი და სიფილისი სრულიად განსხვავებული დაავადებებია
სიფილისის დროს ასე მარტივად რომ ვთქვათ ადამიანი ცოცხლად ლპება
მინდა გგაფრთილოთ და გითხრათ რომ ძალიანაა მომრავლებული და იფრთხილეთ
პრეზერვატივები გამოიეყენეთ

თუ ხალიჩა იგინდათ დურექსი ჩაიცვით თუ სიამოვნება მასკულანი :დ
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ტრიპერს
ამ დაავადებას ექიმები გონორეას (ზოგი ჰონორეას) ეძახიან
ამ დროს მამაკაცის შემთხვევაშI ასე მარტივად და ცოტა "ბოროტულად" რომ აგიხსნათ

დილით რომ შეხვალთ საპირფარეშოში და უნდა ასე ვთქვათ გამოწუროთ თქვენი ხმალი

თუ არ გამოვიდა სითხე მაშინ ჩათვალეთ რომ დაგერხათ

ხო და კიდევ რაც შეეხება განსხავებას სპერმასა და ამ სითხეს შორის გეტყვით რომ ერთი და იგივე არაა
ეს გამოიყოფება სასქესო ჯირკვლებიდან და უწობს ხელს ხახუნის შემცირებას და მომწიფებული სპერმიის მოცილებას ორგანიზმიდან

თვითონ ჯირკვლები კი არეგულირებენ მოქმედებას
საშირდისა და სპერმის აქტივობის დროს
მგონი გაიგეთ მეზარება წერა ყველაფერს ვერ დავწერ :|
* * *
[b]უფრო სწორად რომ აგიხსნათ წაიკითხეთ და გაიგებთ რა არისგონორეა იგივე ტრიპერი და რას აზიანებს და რას "რგებს"

[b]
გონორეა -– (გინეკ.) გონოკოკით გამოწვეული სპეციფიური ინფექციური დაავადება. უხშირესად ინფექციის გადაცემა ხდება სქესობრივი გზით, იშვიათად - არასქესობრივი გზით – (ბავშვებში), დაბინძურებული თეთრეულის, ღრუბლის, პირსახოცის მეშვეობით. გონოკოკი აზიანებს შარდსასქესო აპარატის იმ ნაწილებს, რომლებიც ამოფენილია ცილინდრული ეპითელიუმით: საშვილოსნოს ყელი, ფალოპის მილები, შარდსადინარი, საკვერცხეების ზედაპირული ეპითელიუმი. გონორეის დროს ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 3 - 4 დღეს, ზოგჯერ გრძელდება 2 - 3 კვირამდე. პროცესის გავრცელების მიხედვით განასხვავებენ სასქესო აპარატის ქვედა ნაწილის გონორეას – (ზიანდება შარდსადინარი, პერიურეთრალური გასავლები, ბართოლინის ჯირკვლები, საშვილოსნოს ყელი) და მისი ზედა ნაწილის გონორეას - აღმავალ გონორეას – (ზიანდება საშვილოსნო, დანამატები, მენჯის პერიტონეუმი). გამოყოფენ გონორეის შემდეგ ფორმებს: 1) ახლადწარმოქმნილი გონორეა – (მწვავე, ქვემწვავე, ტორპიდული); 2) ქრონიკული; 3) ლატენტური. გონორეული ურეთრიტი - ავადმოყოფები უჩივიან ტკივილებს და წვის შეგრძნებას შარდვის დროს, გახშირებულ შარდვას, სიმძიმის შეგრძნებას მუცლის ქვევით. გასინჯვით აღინიშნება სიწითლე შარსადინრის გარეთა ხვრელის მიდამოში, ლორწოვან - ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი. ქრონიკული ურეთრიტი იწვევს შარდსადინრის არათანაბარ შესქელებას. გონორეული ენდოცერვიციტის დროს ავადმყოფები უჩივიან საშოდან უხვი ჩირქოვანი გამონადენის არსებობას. გასინჯვით ვლინდება საშვილოსნოს ყელის არხიდან ჩირქოვანი გამონადენი და გარეთა პირის გარშემო ჰიპერემია – (ეროზია). გონორეული ბართოლინიტი - ურეთრიტთან და ენდოცერვიციტთან ერთად, სასქესო აპარატის ქვედა ნაწილების გონორეის დროს, არც თუ იშვიათად, გვხვდება ბართოლონიტი, შეშუპება და მტკივნეულობა ჯირკვლების მიდამოში, გარეთა გამომავალი ხვრელის ირგვლივ სიწითლე. შესაძლოა აგრეთვე განვითარდეს ფსევდოაბსცესი ან ჯირკვლის აბსცესი. გონორეული პროქტიტი - გონორეის იშვიათი ლოკალიზაცია. სასქესო ორგანოების ზედა ნაწილების გონორეა ხასიათდება ტკივილებით, ტენეზმებით. გონორეული ინფექციის სასქესო აპარატის ზედა ნაწილზე გავრცელებას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მენსტრუაციამ, მშობიარობისშემდგომ და აბორტისშემდგომ პერიოდებმა, სამკურნალო მანიპულაციებმა – (ზონდირება, საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოება), ფიზიკურმა დაძაბულობამ, სქესობრივი ცხოვრების დროს ჰიგიენის დაუცველობამ. გონორეული ენდომეტრიტი. ტკივილებს გააჩნიათ ყრუ ხასიათი. აღინიშნება საშვილოსნოს გადიდება, პალპაციით მისი მცირედი მტკივნეულობა, წყლოვანი ან სეროზულ - ჩირქოვანი გამონადენი. ხანგრძლივი მიმდინარეობისას აღინიშნება საშვილოსნოს გამკვრივება, აგრეთვე მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა. გონორეული სალპინგიტი ხასიათდება ტემპერატურის მომატებით, ტკივილებით შარდვის და დეფეკაციის დროს, აგრეთვე მუცლის ქვედა ნაწილში, რომლებიც ირადირებენ ქვედა კიდურებში, სასქესო გზებიდან ჩირქოვანი გამონადენით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით. გონორეულ სალპინგიტს ხშირად თან სდევს მენჯის პერიტონეუმის ანთება –მშობიარობისშემდგომ და აბორტისშემდგომ პერიოდებში, აგრეთვე მენსტრუაციის დროს, შესაძლოა განვითარდეს დაავადების გამწვავება. გონორეული პელვიოპერიტონიტი, არც თუ იშვიათად, თან სდევს გონორეულ სალპინგოოფორიტს, გააჩნია შეხორცებების და შეზრდისადმი მიდრეკილება, რაც ხელს უწყობს პროცესის სწრაფ შემოსაზღვრას. პელვიოპერიტონიტზე ეჭვის შემთხვევაში, ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. გონორეის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის მონაცემებს: გონორეის დიაგნოზი დადასტურებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი გამონადენის ნაცხში აღმოჩნდა გონოკოკი.